გვირაბის ბოლოს სინათლეს რომ დაინახავ არ გაყვე, ჯერ ზევით აიხედე იმიტომ, რომ ყველა ცდილობს სინათლესთან მივიდეს და რა იცი, ზევით იქნებ უკეთესია რამე...(მიშო)
ხშირად, როცა კომპიუტერთან იჯდა, ეს მუსიკა ქონდა ჩართული. ნაცნობი მელოდია იყო, მაგრამ არ დავინტერესებულვარ კომპოზიტორით. რამდენჯერმე მობილურითაც შევნიშნე უსმენდა. ერთ დღეს კი( დაახლოებით 1თვით ადრე, ვიდრე დაგვტოვებდა) შემოდის ეზოში და ქსეროქსის ფურცლები უჭირავს. მეკითხება:-"დე, იცი რამე კლოდ დებიუსის შესახე? "-ვიცოდი, რომ იყო ფრანგი კომპოზიტორი და მეტი არაფერი. ასეც ვუთხარი. მაჩვენებს ნოტებს-" იცი, რა ლამაზი ნაწარმოებია, ირმასთვის ამოვიღე ინტერნეტიდან ,როცა დრო ექნება მინდა, რომ დაამუშაოს". ვერ მოისმინა ირმას შესრულებული ეს ნაწარმოები წასვლამდე.... რამდენჯერმე გადმოიღო ნოტები ირმამ ,მაგრამ ვერ შეძლო. პირობას მაძლევს , 16 აპრილს, მიშოს დაბადები 20 წლისთავზე გაუგზავნის ამ მელოდიას.....