გვირაბის ბოლოს სინათლეს რომ დაინახავ არ გაყვე, ჯერ ზევით აიხედე იმიტომ, რომ ყველა ცდილობს სინათლესთან მივიდეს და რა იცი, ზევით იქნებ უკეთესია რამე...(მიშო)
▼
Thursday, October 28, 2010
Led Zeppelin-Stairway to Heaven
პირველი ეს მუსიკა იყო, მიშომ გიტარაზე რომ ააწყო. არ უყვარდა მეცადინეობისას ვინმე რომ უსმენდა. ძალიან ახლობლებმაც კი არ იცოდნენ მიშო რომ უკრავდა.იტყოდა ხოლმე- აი, მართლა კარგად რომ ვისწავლი დაკვრას, ყველას სიურპრიზს მოვუწყობო. რამდენჯერმე მარიმ სცადა ჩაწერა ტელეფონით და არ დაანება, ლამის დაუმტვრია ტელეფონი. ერთი ჩანაწერი მაინც შემოგვრჩა, შეუმჩნევლად ჩართო მარიმ ტელეფონი და ჩაწერა, მაგრამ ეს მაშინდელია, როცა ჯერ კიდევ ვერ უკრავდა კარგად... ჩვენთვის ეს ჩანაწერი ყველაზე ძვირფასი , საუკეთესო და მაგარია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შეუსრულებია გიტარაზე ეს მელოდია...

