გვირაბის ბოლოს სინათლეს რომ დაინახავ არ გაყვე, ჯერ ზევით აიხედე იმიტომ, რომ ყველა ცდილობს სინათლესთან მივიდეს და რა იცი, ზევით იქნებ უკეთესია რამე...(მიშო)
_ --სული, ასტრალური სამყარო და რაღაც მსგავსი სიტყვები. მე შევაჩერე. არ მინდა დედიკო, ხომ იცი მაინც ვერაფერს ვგებულობ და რა აზრი აქვს მთავარია შენ ხარ მეთქი. მაგრამ მაინც ვეკითხები- "მაწონიც ისევე გიყვარს,როგორც ადრე? გაბრაზდა და ხმამაღლა მითხრა:- კიდევ ვერ გაიგე, რომ მე ისევ ის ვარ, და არსად წავსულვარო. მაშინ გავიქცევი და ახლავე მაწონს მოგიტანთქო.... ძილის წინ მაწონს ჭამდა ყოველთვის... მას მერე აღარ დამსიზრებია. ძალიან მინდა სიზმარში ვნახო და ჩავეხუტო ,როგორც ყოველთვის.....
იყო რამდენჯერმე ასეთი ფაქტი: ყველანი ერთად ვსხედვართ ტელევიზორთან და ვუსმენთ ამაზრზენ ამბებს: შვილმა მამა მოკლა , ახალგაზრდამ მოხუცი გააუპატიურა, არასრულწლოვანზე ძალადობა იხმარეს და კიდევ სხვა საშინელებები.... მიშომ ამ დროს ღრმად ამოისუნთქა და თქვა: ---არა, უნდა დავუბრუნდე ფიზიკას, მხოლოდ იმიტომ, რომ შვქმნა ისეთი ბომბი, დედამიწა ამოვატრიალო და ადამიანები გადავარჩინოო. რა თქმა უნდა შევიცხადე და ვუთხარი: --ჯერ ერთი, რა უცნაურად ლაპარაკობ, თუ კი ყველას და ყველაფერს გაანადგურებ, როგორღა გადაარჩენ, რა საშინელებაა მეთქი. მიპასუხა : --საშინელება ისაა, რაც აქ ხდება. ადამიანმა სახე დაკარგა და ყველაზე სასტიკ მხეცს ემსგავსება. სწორედაც რომ გადავარჩენ ამ ცოდვებისგანო.-- ეგ ღმრთის საქმეა და შენ კი ამის გამო ჯოჯოხეთში მოხვდები მეთქი. ---სამაგიეროდ რამდენ ადამიანს ვიხსნი? და თან მგონი ღმერთი ამის გამო არ დამსჯის, მე მხოლოდ დავაჩქარებ მეორედ მოსვლასო. მიშო საოცრად ფაქიზი სულის მქონე იყო და ასეთი ბინძური ამბების გაგონება სულს უფორიაქებდა.... იქნებ მართლაც გადამირჩინა უფალმა შვილი, მე კი უგნური ვარ და ვერ შემიგნია..... საშინლად მენატრება...
No comments:
Post a Comment