
ღმერთმა წუთისოფელი სიყვარულით, სიკეთით შექმნა და ამ ქვეყნად მოვლენილებმა ამ გზით უნდა ვიცხოვროთ. თუმცა ყოველთვის არ დადის ადამიანი ამ გზით, ცოდვას ცოდვაზე ამატებს და სულ უფრო ბინდდება წუთისოფელი. "ბინდისფერია სოფელი".. სიკვდილი, ანუ გარდაცვალება, ეს არის ადამიანის იმქვეყნად გადასვლა, სადაც იგი სამუდამო სასუფეველს იმკვიდრებს. სიკვდილი იმიტომ არსებობს, რომ მოჩვენებით სამყაროს , ადამიანის ცოდვებს და ბოროტებას მოუღოს ბოლო. წუთისოფლად იგი ტოვებს სხეულს, ხოლო ზეცაში მიდის სული. რაც უფრო თავისუფალია სული ცოდვებისაგან, მით უფრო მსუბუქია იგი და ახლოა ღმერთთან. ყველამ უნდა იცოდეს წუთისოფლის არსი. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან გამომშვიდობება. ერთადერთი სწორი გზა არის სიყვარულის გზა, ღვთის გზა, ყველა სიკეთის საწყისის გზა, რათა ამ სიკეთემ გაგვინათოს ჩვენი მეორე გარდაუვალი გზა სამუდამო სასუფევლისკენ...
მიხეილ დვალიშვილი. მე7- კლასი.
2004 წელი.
2004 წელი.
მე–7 კლასში ასეთი აზროვნება მართლა საოცრებაა
ReplyDeleteმის თემას ,,ადრე მოსული მარადისობა" დავარქვი ფორუმზე სწორედ ამის გამო... უფალთან იყოს...
ვაიმე, რა მოუვიდა?
Delete