მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Monday, December 5, 2016

   ხშირად ვფიქრობ ამაზე და დაწერა მომინდა. ზუსტად წელს ვერ ვიხსენებ, მეშვიდე თუ მერვე კლასში ვიყავი,  როცა ჩემი უახლოესი მეგობრის ოჯახს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. ავტო ავარიას ემსხვერპლა ჩემი მეგობრის უფროსი ძმა. ორი მცირეწლოვანი ბიჭი დარჩა. დაახლოებით სამ წელში მამა გარდაეცვალა.  უკვე სტუდენტი ვიყავი მაშინ. ამ წლების განმავლობაში ერთხელაც არ მხსოვს ბაბუცა დეიდას სახეზე ღიმილი. ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და ისიც ხმადაბლა. ხმამაღლა მხოლოდ მისი ტირილი კი არა, ღრიალი ისმოდა ხოლმე.  მახსოვს ერთხელ ვუთხარი- ბაბუცა დეიდა, რატომ არსად დადიხართ, რატომ ხართ ასეთი ჩაკეტილი, იქნებ ჯობს სადმე ჩვენთან ერთად წამოხვიდეთქო.
  -"ლამზირიკა ბოშო, მრცხვენია."
 -"რისი გრცხვენია, ბაბულია?"
 -"მრცხვენია, რომ ცოცხალი ვარ"

     ახლაც მახსოვს მისი ბუნჩულა სახე წყლიანი თვალებით, დამნაშავე ბავშვივით მიყურებდა.  ვერაფერი ვუთხარი. გულში ჩავეკარი და ცრემლები ჩავყლაპე. მაშინ ვერ ვხვდებოდი,  როგორი იყო ეს სირცხვილი.   ტკივილები არ ანებებდნენ თავს ამ ოჯახს. წლების შემდეგ  კიდევ უფრო დიდი ტკივილები დაემატა. აღარ მინდა ამ ტკივილების გახსენება..........................................................................          მხოლოდ სირცხვილზე ვფიქრობ....................................................................................    პირველად ეს ამბავი 2009 წლის ივლისში გამახსენდა. მსგავსი ტკივილი არ არსებობს დედამიწაზე.   მე ცოცხალი ვარ, ის კი არა!   მე, ბაბულიასავით ჩადრი კი არა, თავსაბურიც არასდროს მხურებია.  ღიმილიც კი არ მომიშორებია სახიდან, (სალამი ღიმილის გარეშე არ გამომდის).  არ ჩავკეტილვარ სახლში.  შვილიშვილებთან ერთად სახლობანასაც ვთამაშობ,  თმებსაც ვიღებავ.  მერე რა? (ტკივილზე აღარაფერს ვამბობ, ეს ჩემი ცხოვრებაა ასეთ მიშოსთან ერთად).  მერე ის,  რომ ეს საშინელი სირცხვილის გრძნობა არ მანებებს თავს. მე აქ ვარ, ამ ცოდვილ მიწაზე, ის კი არა.     ხო, მრცხვენია, მრცხვენია საკუთარი თავის, თვალების, ხანდხან  სარკეში ჩახედვისას უფრო ხალისიანი თუ შევამჩნიე, კიდევ ის, რომ ვერ შევასრულე რასაც ვფიქრობდი და წამალის არ დალევა  კი არა, გავქანდი და ოპერაციაც გავიკეთე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ძალიან მრცხვენია ბაბულია,  😢

Sunday, April 17, 2016

მე ჩემი ტკივილები მაქვს.
და დღეს ერთი ჩემი დიდი ტკივილის დაბადების დღეა...
ძალიან რომ ჩემი იყო იმის...

მე მიყვარდა მისი იუმორი, რომელსაც ბევრი წყობიდან გამოყავდა. მიყვარდა მისი ხმა.
 მიყვარდა მისი წინ აპრეხილი თმები...

..ძალიან მეჩემებოდა, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ცასა და დედამიწასავით განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან..
და მაინც  რამდენი გვქონდა საერთო.
 ერთად რომ ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა მივსალმებოდით ნაცნობებს ტრაფარეტული მისალმება–მოკითხვის ნაცვლად და მერე აფხაზეთის გამოხსნის გეგმას რომ მაცნობდა. შესვენებაზე ნუშის ნამცხვარს რომ ვინაწილებდით და მერე გზაში საიდუმლოს მიყვებოდა, რომელიც თავს დავდებ ჩემ გარდა არავისთვის უთქვამს...

...ხოდა მერე, რა გასაკვირია რომ  ვერაფრით ვიჯერებდი მომხდარს...

 მეფე ჯერ კიდევ არ ყავს საქართველოს...  :)  მე კიდე შენ მენატრები ძალიან!!!

დაბადების დღეს გილოცავ, მიშ!.. <3 

სალომე ჩხეიძე
 ერთხელ მითხრა და სულ მახსოვს. - "25 წლამდე მაცალე, ეს დრო საკმარისია, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთოო." როგორ მჯეროდა და როგორ ველოდი ამ დღეს. არ უყვარდა უაზრო ლაპარაკი მიშოს ...................................................................................დიდხანს მსდევდა ცხოვრების ამაოებისა და უაზრობის განცდა ................................................................ არ მინდა მძიმე საუბარი ჯოჯოხეთურ ტკივილზე. ამასთან სიტყვები არაფერია.................. 
დღეს გახდი 25 წლის .......................................................
როგორ გამიბევრდი დე . ყველგან გხედავ, ყველაში გხედავ, ყველაფერში გხედავ. არსად წასულხარ. აქ ხარ, წუთისოფლის სატანჯველიდან თავისუფალი. შენთან ერთად ვცოცხლობ სამყაროს ერთიან სხეულში. შენს გარშემო ტრიალებს სამყარო .....................................................................................