მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

მიშოს პოსტები





 რატომ? ასე იწყება მიშოს ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელიც  მისი   არყოფნიდან 2 თვის შემდეგ ვნახე მის ტელეფონში. არ ვიცი, რამდენად სწორად გავიგე ეს წერილი, მაგრამ ამ სიტყვას  "რატომ" დაუსრულებლად ვიმეორებდი იმ უბედური დღის შემდეგ და თითქოს საგანგებოდ ჩემთვის გამზადებული ამ წერილიდან მიშომ მითხრა, - ნუ ეძებ პასუხს კითხვაზე რატომ? რადგან ყველაფრის პასუხი უფალშია.  მის გარეშე არ არსებობს არც ერთი ჩვენი ნაბიჯი და ის ტკივილი, რომელიც ესოდენ აუტანელია მოკვდავისთვის, ღვთისგანაა... ჩვენ კი, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს,  მადლობა უნდა ვუთხრათ უფალს, რომ ამ ტკივილისთვის გაგვიმეტა.... 
                                          რავი... 
 ratom? am kiTxvaze pasuxi TiTqmis dabadebidanve mainteresebs. icis ki vinmem amomwuravi pasuxi, aramgonia. ratom? ai isev. 
ratom aravis SeuZlia Tqvas, ratom? yvelaferi pirobiTia, TviT uzustesi mecniereba maTematikac. gana SeiZleba ase zust mecnierebaSi arsebobdes iseTi brma mindoba, rogoricaa cifri 0,(9). ra aris es? an Tundac wrfe? ratom? ese igi 0,(9) SeZleba 1 iyos, an saerTodac ar arsebobdes, xolo wrfe iyos wre, an wertili. ese igi an yvelaferi, an araferi. ratom? yovel nabijze miCndeba es kiTxva, Tumca am bolo dros Tavs vikaveb xolme xmamaRla warmoTqmisgan. ratom?- imitom rom xalxi ver migebs ras vekiTxebi. zogjer SeiZleba kiTxvis arss xvdebian kidec, magram ubralid imitom, rom pasuxi ar aqvT, moyvebian Tavis marTlebas da bolos SeiZleba intrigani miwodon (CaZiebis gamo), arada gulwrfelad mainteresebs ratom? erTxel, ufro swored araerTxel , isev Cveni zusti mecnierebis (maTematikis) maswavlebeli gaminawyenda am kiTxvaze user.gif, intriganic miwoda (arada arc mwyins. mainc ra arseba var ra ?)  ver amixsna ratom udris kaTetebis kvadratebis jami hipotenuzis kvadrats. ase miTxra, wadi da piTagoras kiTxeo. namdvilad maintereseebda, ar miyvars, rodesac raRacis uazrod dazepirebas mTxoven. mainteresebs ratom? arada am dros Zalian martivad mamaxsovrdeba yvelaferi, magram arsi minda vicode. im dRidan guli amicruvda maTematikaze, ufro swored pedagogebze, radgan mas mere uamravi pedagogi myavda da yvelas kompiuteriviT dazepirabuli hqonda formulebi. manamde miyvarda es sagani. ara, axlac miyvars. roboti adamiani mZuls, xo asea. ra aris ara cxovreba, dRevandeli bavSvebi Wkuas kargaven robotebze. am suleluri multfiilmebis gamo. kargi iyo Cemi bavSvobis (anu disneis da qarTuli) multfilmebi, Tumca maincdamainc Cemi bavSvobis ar arian. yovel SemTxvevaSi Cemi Taoba maTze gaizrda. bevri ramis swavla SeiZleba maTgan. Sors wavedi..... usasrulobasTan davbrundeT. ai iq 0,999........ xo. amas samyaros vamsgavseb, isic xom usasruloa. anu arc iwyeba da arc mTavrdeba. ki magram, aseTi ram SeiZleba? maSin ra aris es? (Cveni cxovreba) ar dawyebula? da ar mTavrdeba? Zneli dasajerebelia. vfiqrob daiwyo kidec da dasasrulic male eqneba. xooo... samyaro. vfiqrob usasruloba ar arsebobs, ufro swored es yvelaferi erTi mTlianobaa da maTematikaSic 0,9(9)=1 da meti araferi. matematikosis naxva minda, oRond namdvili maTematikosis da ara Cemi maswavleblebis msgavsi aparatis. ar vici pasuxi kiTxvaze ratom? magram mjera SevZleb Cemi Teoriis maTematikosisTvis axsnas da damtkicebas. kompiuters davcini da am dros mis WeSmaritebasTan mivedi, an 0 an 1. Tumca arc masea saqme, me vambob 1-s. da es erTi mTlianoba raRaa? oo, rogor giTxra, SeiZleba erTi sityviTac avxsna - RmerTi.  oRond cota sxva kuTxiT, ara zustad ise, rogorc eklesia qadagebs. (Tumca esec saWiroa masis samarTavad). me WeSmaritebas vgulisxmob: siyvaruls, sikeTes. WeSmariteba, gana ra aris es? Tu adamianis mxridan mivudgebiT, gamova rom WeSmariteba ar arsebobs. an uamravia, rac Tavad WeSmaritebis arss ewinaaRmdegeba. Tumca isevdaisev mtkicdeba Cemi Teoria 0.9(9)=1. iqneb WeSmariteba isaa, rom WeSmariteba ar arsebobs. ara, amis Semdeg miCndeba is Zveli kiTxva, oRond mas moyveba sityva "vcxovrobT". an jobia es kiTxva ase CamovayaliboT - risTvis vcxovrobT? an, Tundac miznis SemTxvevaSic, ratom? me amaze Cemi pasuxi maqvs -......book.gif da aqve kiTxva - risTvis da ratom vkvdebiT? (aq ratomSi biologiuri pasuxi ar mainteresebs) sulis ukvdaobis SemTxvevaSi isic usasrulo gamodis, anu, an saerTod ar arsebobs ukvdaveba, an erTia. eseigi kacobrioba erTia. da ara miliardobiT. erTi RmerTia. eSmakic RmerTia, magram arasatanisturi gagebiT. ubralod Tu suli ukvdavia, da eSmaki ar aris xorcieli, ese igi isic ukvdavia da isic im erTis nawilia. ki asea, radgan boroteba sikeTis nawilia da piriqiT, erTad ki adamiani. adamianSia eSmakic da RmerTic. es usasrulo, anu erTi adamiania, romelic Semoqmedia, magram arc imdenad, rom samyaros Seqmna SeeZlos, ese igi samyaro RmerTma Seqmna. da Tu RmerTi adamianSia ?........ u.gifastrologebis azriT kosmiuri wesrigi arsebibs, arada yvelaferi qaosia. eh...... rolleyes.gifai isev is kiTxva, ratom? ufro gavrcobili....... SeiZleba cota daibeni kiiTxvisas, magram arauSavs. erTi imitom, rom arCevani Seni iyo wagekiTxa Tu ara, meore imitom, rom am Temebze Sen ar gifiqria (jobia ifiqro. Tumca ara nu ifiqreb, damijere didi tanjvaa da mirCevnia ar mebadebodes es kiTxva, Tavs mSvidad mainc vigrZnobdi) da bolos isev is kiTxva- ratom? ratom Zvrebi sxvis CanawerebSi? da ratom kiTxulob sxvis fiqrebs? ai uceb sami -ratom? amaze mainc ifiqre, egec Cemi sazrunavi rom ar gaxdes. fool.gif

mixeil dvaliSvili
 თებერვალი,2009წელი
                                                 

წუთისოფელი ადამიანის მიწიერი ცხოვრებააგზაა ადამიანის მარადიულ სამყოფელამდერაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს ადამიანის ცხოვრება, იგი "ჩიტივით გაგვიფრინდება". ქრისტიანული თვალსაზრისით წუთისოფელი ადამიანის სამზადისია მარადისობაში დასამკვიდრებლად. მართლაც აგორებულ ქვას გავს წუთისოფელიიგი აგორებულ ქვასავით მძიმეა. მიგორავს ქვამაგრამ არ იცის გზად რა ელის, უფსკრულში ჩავარდნა თუ კარგ ადგილას შეჩერება. ასევეა ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრებაც. წუთისოფლად მოსულ ადამიანს ორი გზის გავლა უწევს: ამქვეყნიურისადაც ადამიანი თავად ირჩევს თუ როგორ იცხოვროსდა იმქვეყნიური, სადაც ადამიანი თავისი ამქვეყნიური ცხოვრების შედეგად წარსდგება.
ღმერთმა წუთისოფელი სიყვარულით, სიკეთით შექმნა და ამ ქვეყნად მოვლენილებმა ამ გზით უნდა ვიცხოვროთთუმცა ყოველთვის არ დადის ადამიანი ამ გზით, ცოდვას ცოდვაზე ამატებს და სულ უფრო ბინდდება წუთისოფელი. "ბინდისფერია სოფელი".. სიკვდილიანუ გარდაცვალებაეს არის ადამიანის იმქვეყნად გადასვლა, სადაც იგი სამუდამო სასუფეველს იმკვიდრებს. სიკვდილი იმიტომ არსებობს, რომ მოჩვენებით სამყაროს, ადამიანის ცოდვებს და ბოროტებას მოუღოს ბოლო. წუთისოფლად იგი ტოვებს სხეულსხოლო ზეცაში მიდის სული. და რაც უფრო თავისუფალია სული ცოდვებისაგან, მით უფრო მსუბუქია იგი და ახლოა ღმერთთან. ყველამ უნდა იცოდეს წუთისოფლის არსი. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან გამომშვიდობება. ერთადერთი სწორი გზა არის სიყვარულის გზა, ღვთის გზაყველა სიკეთის საწყისის გზა, რათა ამ სიკეთემ გაგვინათოს ჩვენი მეორე გარდაუვალი გზა სამუდამო სასუფევლისკენ...

მიხეილ დვალიშვილი. მე7- კლასი.
 2004 წელი.
    
                                  მე შემიძლია, მე მზად ვარ ამისთვის!

 ბევრი აზრი მიტრიალებს თავში, მაგრამ როგორც კი ფურცელზე გადმოტანასთან მიდგება საქმე, ცოტა უფრო მიჭირს. ვფიქრობ ეს ჩემი უარყოფითი მხარეა,თუმცა გამოსწორებადი. ჩემი აზრით ბევრად უფრო პრაქტიკული ადამიანი ვარ. წერას და ლაპარაკს მირჩევნია  საქმის კეთება. როგორც იტყვიან, "ასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი სჯობს." ვიმედოვნებ მომეცემა იმის საშუალება, რომ გაჩვენოთ.
   გულწრფელად ვწუხვარ , როცა, სამწუხაროდ ბევრისთვის,  სამშობლო სუფრასთან იწყება და მთავრდება. "რაც კარგები ვართ,ქართველები ვართ",იმეორებენ  ამაყად  და დარწმუნებული ვარ , მათ შორის  არცერთს  არ ესმის რას ნიშნავს, იყო ქართველი.   გიყვარდეს და აფასებდე  შენს კულტურას , ენას , ისტორიას ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთივე პატივისცემით მოეპყრა  სხვისას. ჩემი სამშობლო იტორიულად ამ ღირებულებების მატარებელია. ჩემი აზრით  ძნელად მოიძებნება ქვეყანა, სიდიდით ასე მცირე, სადაც ამდენი ეროვნების, აღმსარებლობისა და კულტურის ხალხები  საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და დღემდე არავის ახსოვდეს არცერთი ამ ნიშით ადამიანების შევიწროვება.  კარგია როცა ამაყობ შენი ქვეყნის წარსულით,მაგრამ როცა ხარ ასეთი ქვეყნის შვილი , მხოლოდ სიამაყე არ კმარა. იყო ქართველი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა იმ წარსულის წინაშე, რომლითაც ამაყობ.  "აწმყო,  შობილი წარსულისაგან , არის მშობელი მომავლისა".  დღეს  თითოეული ჩვენთაგანია პასუხისმგებელი  აწმყოზე, რომ მომავალმა თაობებმაც ასევე იამაყონ დღევანდელი საქართველოთი.    ოჯახს განსაკუთრებული როლი ენიჭება  ადამიანის,როგორც პიროვნების  ჩამოყალიბებაში.ჯანსაღი ოჯახი  არის გარანტი ჯანსაღი პიროვნებისა.ჩემი აზრით ოჯახი ეს პატარა სახელმწიფოა, თავისი ყველა ატრიბუტით და რაც უფრო თავისუფალია, რაც უფრო დემოკრატიულია, რაც უფრო  შრომისმოყვარე და  შემწყნარებელია, მით მეტია შანსი მასში ჯანსაღი   პიროვნების აღზრდის და ჩამოყალიბების ,ხოლო ჯანსაღი პიროვნება თავისთავად ჯანსაღი სახელმწიფოს გარანტია. საბოლოო ჯამში ეს ერთი რგოლია და რაც მყარი და ძლიერი იქნება ეს რგოლი,   მით უფრო გაუჭირდება  ავის მოსურნეს მისი ერთიანობის დარღვევა.      ჩემი აზრით, ადამიანი რამდენ პროგრამასა და პროექტშიც არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ,რამდენ საინტერესო ლექციასაც არ უნდა უსმენდეს, ვერაფრით შეძლებს მის გამოყენებას და განხორციელებას, თუ მასში შინაგანად არ არის ეს ჩდებული. ვგრძნობ ჩემში არის პოტენციური შესაძლებლობები და რამდენად ამბიციურიც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი ეს სიტყვები: --მე შემიძლია, მე მზად ვარ ამისთვის...
 მიხეილ დვალიშვილი.   
14 დეკემბერი. 2008 წელი



ავტოპორტრეტი 

                          ძვირფასო მომავალო მასპინძელო

მე ვღებულობ მონაწილეობას  "In the Global Undergraduate Exchange program" და ვფიქრობ ერთი წლის განმავლობაში მომიწევს თქვენთან ერთად ცხოვრება. მინდა ცოტა რამ გიამბოთ ჩემს შესახებ. მე მიხეილ დვალიშვილი ვარ ,18 წლის სტუდენტი საქართველოდან, ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში ჩემს ოჯახთან ერთად.  ჩემი ქალაქი  სიდიდით  მეორეა საქართველოში მისი დედაქალაქის  თბილისის შემდეგ. ეს ორი ქალაქი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და უნივერსიტეტში ჩემი ქალაქიდან დავდივარ, რის გამოც დილით ძალზედ ადრე მიწევს ადგომა, რაც ყოველთვის არ არის ადვილი.    მყავს  მშობლები და სამი და. დედაჩემი პროფესიით პედაგოგია ,თუმცა  არ მუშაობს, დიასახლისია. მამა 28 წლის განმავლობაში იყო შსს  თანამშრომელი,ახლა კი დამსახურებულ  პენსიაზე იმყოფება. ჩემი უფროსი და ირმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მე-4 კურსის სტუდენტია.   დარწმუნებული ვარ მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი იქნება,. რადგან უყვარს თავისი პროფესია და შრომობს წარმატების მისაღწევად. მე ვფიქრობ ეს ორი რამ აუცილებელია  მიზნის მისაღწევად. ჩემი დები   ზიკა და მარი,  ტყუპები არიან, თუმცა გარეგნულად საგრძნობლად განსხვავდებიან.  ზიკა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,ხოლო მარი დეკორატიული მებაღეობის ინსტიტუტის სტუდენტები არიან. შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს სიამაყის საფუძველი ჩემი ოჯახის გამო.   ძალიან მიყვარს და ვამაყობ ჩემი ოჯახით.    ვფიქრობ არც მე ვაკლებ  ოჯახს სიამაყის საფუძველს...   პირველივე  წელს ჩავირიცხე მაღალი ქულებით თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვთვლი ,რომ ვარ მიზანდასახული და ამასთან შრომისმოყვარე.  გვაქვს მცირე საოჯახო ბიზნესი, საამქრო,სადაც  ავტომობილების საბურავების შეკეთება ხდება. თავისუფალ დროს ვმუშაობ და საკმაოდ წარმატებულადაც, ვარ ხელმარჯვე,რადგან მყავს მუდმივი კლიენტები, რომლებიც მხოლოდ ჩემს ცვლაში მოდიან.    დასახულ მიზანს  ყოველთვის ვაღწევ შრომით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩემი და გიტერის ურთიერთობა. არანაირი მუსიკალური განათლება არ მიმიღია,არც სმენით გამოვირჩევი. სახლში მამაჩემის   გიტარაზე  ვცდილობდი მელოდიის აწყობას და საბოლოოდ,  დიდი შრომის შემდეგ მივიღე შედეგი. ახლა შემიძლია ვთქვა , რომ არც თუ ისე ცუდად ვუკრავ თვითნასწავლის თაობაზე. ძალიან მიყვარს 70-იანი წლების და ცოტა გვიანდელი მუსიკა. ვფიქრობ ამ პერიოდში ნამდვილი შედევრები იქმნებოდა. საკმაოდ ვარ როკით გატაცებული და ამ მუსიკის დიდი კოლექციაც მაქვს. ჩემთვის როკი არა მარტო მუსიკაა. (შეიძლება ეს თქვენთვის  ცოტა უცნაურიც იყოს ) ეს იყო მუსიკა ,რომელმაც ბარიერები გაარღვია და ხალხს თავისუფლებისკენ უბიძგა, თუმცა  ჩემს  ქვეყანაში ეს  მუსიკოსები ანარქისტებად იყვნენ ცნობილნი, რადგან იმ პერიოდში საქართველო საბჭოთა ქვეყნის ნაწილი იყო და ამასთან, როგორც ბევრი სხვა დასავლური ღირებულება, ეს მუსიკაც იკრძალებოდა. ყველაფრის მიუხედავად მამაჩემმა შეძლო და დააგროვა ბევრი ფირფიტა, რომლითაც მე ვამაყობ..
  ასევე  ვამაყობ ჩემი სკოლით , რომელშიც 11 წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ეს არის პირველი დამოუკიდებელი სკოლა დამოუკიდებელ საქართველოში. ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში  დიდი წვლილი, სწორედ ამ სკოლის და მისი პედაგოგებისაა.მიმაჩნია რომ ამ სკოლამ შემძინა საკმაოდ  კარგი თვისებები. ის რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა,მოგზაურობა ეს უპირველესად ჩემი სკოლის დირექტორის  ვახო აბაიშვილის დამსახურებაა. მყავს უახლოესი მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს.
       დადგა დრო ჩემს უარყოფით მხარეებზე ვისაუბრო... ვერ ვიტან როცა ვინმე, თუნდაც მშობელი მესაუბრება დამრიგებლური და ჭკუის სასწავლებელი ტონით. ამ დროს ვხდები საშინლად გაუწონასწორებელი. ვარ  (როგორც მშობლები მეუბნებიან ) ზედმეტად ამბიციური.  და კიდევ, ეს მათ გასაგონად, ვისაც ოთახში ჩემთან ერთად მოუწევს ცხოვრება-მაქვს სუნის გამძაფრებული შეგრძნება, ადვილად შევიგრძნობ სვისთვის შეუგრძნობელ სუნს და ამის გამო  საშინლად მეცვლება ხასიათი.    დედაჩემს  ვთხოვ  ჩემი უარყოფითი მხარეები შემახსენოს.    ის კი დუმს, უჭირს გახსენება . ო, რა თვალთმაქცობაა.ამ სიტუაციას გამოვიყენებ ჩემს სასარგებლოდ და სხვა დროს, როცა დედაჩემი მისაყვედურებს  ჩემი საქციელის გამო,  ამას აუცილებლად გავახსენებ. საოცარია,ლამის დამაჯერონ, რომ  უნაკლო ვარ, მაგრამ არა, ვეცდები  მე მაინც არ დავინდო ჩემი თავი... ვარ სასტიკი ჯიუტი.მიჭირს ხოლმე დავთმო პოზიციები, მაშინაც კი , როცა მივხვდები, რომ არ ვარ მართალი.
 დანარჩენს, უფრო დაწვრილებით მომავალში გიამბობოთ, რა თქმა უნდა, თუ კი ამის საშუალება მომეცემა.

მიხეილ დვალიშვილი.
20 ნოემბერი. 2008 წელი
                           


   აუსრულებელი ოცნება,   არა იმიტომ, რომ....
ბავშვობიდან მახსოვს მშობლების მონათხრობი მასზედ,თუ რა წარმოდგენა  ჰქონდათ მათ თავიანთ ახალგაზრდობაში ამერიკის შესახებ .კარგად მოგეხსენებათ მე-20 საუკუნეში საქართველო იძულებით იყო ჩართული საბჭოთა ცხოვრებაში. იმ პერიოდში აქტიურად მუშაობდა საბჭოთა პროპაგანდა და მისი მეშვეობით ყველა  ამ ქვეყანაში მცხოვრებთ, მათ შორის ჩემს მშობლებსაც,( რაც  მაინც და მაინც არ მომწონს ), არასწორი შეხედულება ჰქონდათ ამერიკაზე და ზოგადად  დასავლეთზე.  იმ პერიოდში მთელს ცივილიზებულ სამყაროში ხდებოდა დიდი გარდატეხები. ამრიკაში დაიწყო თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდული მოძრაობები,რომელთა აქტიურობებმა  შედეგი გამოიღო და მოახდინა სხვადასხვა ხალხების კულტურათა დაახლოება და საბოლოოდ დაუსვა წერტილი რასობრივ  განსხვავებას.  საბჭოთა ქვეყნებში ყველა დასავლური ინფორმაცია КГВ-მიერ “დამუშავების” შემდეგ აღწევდა და ამიტომ ეს ახალგაზრდული მოძრაობები ანარქისტებად იყვნენ ცნობილნი.
   საბედნიეროდ ჩემი ბავშვობის პერიოდში საბჭოთა სისიტემა უკვე ჩამოშლილი იყო და ჩემი მშობლებისგან  განსხვავებით  ვიცოდი , რომ არსებობდა ქვეყანა, სახელად ამერიკა ,სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩასულ ადამიანს, თავისი  ცოდნითა და განათლებით შეეძლო თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება.
   ინგლისური ენისადმი ბავშვობოდანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა და რადგან ჩემს  ოჯახს არ შეეძლო ჩემთვის დამატებითი  მეცადინეობის მოცემა, ვცდილობდი ის სამი 40  წუთიანი გაკვეთილი  კვირაში ,რომელიც სკოლაში ინგლისურს ეთმობოდა, მაქსიმალურად გამომეყენებინა და შემესწავლა ენა.    ინტერნეტის მეშვეობით უცხოურ საიტებზე, ბევრ  ჩემთვის საინტერესო თემებზე მასალას მოვიძიებ და ასე ვიღრმავებ ცოდნას.
    ამერიკის საელჩოს ვებ გვერდზე ვნახე ინფორმაცია  IREX-პროგრამის შესახებ. მანამდე ბევრ პროგრამას გავცნობივარ, მაგრამ ყველა გარკვეულ  თანხებთან იყო დაკავშირებული, რაც პირადად ჩემთვის ერთგვარი ბარიერი იყო,რადგან სტუდენტს არ მქონდა საკუთარი შემოსავალი, ოჯახს კი არ შეეძლო ჩემი დახმარება მატერიალურად.      ამ პროგრამის გაცნობამ  იმედი ჩამისახა, მე საშუალება მეძლევა გამოვიყენო ეს შანსი და თავისუფალ კონკურენტულ პირობებში გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები.  გავემგზავრო ჩემს საოცნებო ქვეყანაში, სადაც  შევძლებ საკუთარი თავის  და უნარების უკეთ რეალიზებას.
 ამერიკის ცნობილ უნივერსიტეტებში   ახალგაზრდობას აქვს შესაძლებლობა  მისთვის საინტერესო სფეროში სიღრმისეული ცოდნის მიღების, ეს კი ყველაზე მეტად მხიბლავს.  ეს იქნება ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი  ჩემი ქვეყნის გარეთ და თან იმ ქვეყანაში, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია,როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლო. მე კი, დიდი იმედი მაქვს, შევძლებ  ღირსეულად წარმოვაჩინო ჩემი საქართველო. ხოლო იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ისევ  ჩემს ქვეყანას მოვახმარო. 

მიხეილ დვალიშვილი.
 დეკემბერი. 2008 წელი.



როგორ მესმის მონანიება

                                             
  სინანული, ეს არის ადამიანის სულიერი მდგომარეობა, რომელსაც ის განიცდის ჩადენილი დანაშაულის გამო. ადამიანი, იმითაც განსხვავდება სხვა ცხოველისგან, რომ მას შეუძლია განასხვაოს სიკეთე  ბოროტებისაგან და რადგან იცის, რომ ბოროტება ყოველგვარი უბედურების მომტანია, საბედნიეროდ არჩევანს, ხშირ შემთხვევაში, სიკეთის სასარგებლოდ აკეთებს. სამწუხაროდ ისეც ხდება, რომ ადამიანს ზოგჯერ ბოროტება მოერევა. ბოროტების ჩამდენის ცხოვრებაში, ჩემი აზრით ყველა შემთხვევაში, დგება მომენტი,როცა იგი აცნობიერებს ჩადენილ ცოდვებს და ეძებს გზებს მისგან გასათავისუფლებლად. ერთადერთი გზა ბოროტებისგან თავის დასაღწევად არის მონანიება, მაგრამ არა ისეთი მონანიება, როცა აღიარებ შენს შეცდომებს,მაგრამ სულ მცირე შესაძლებლობასაც არ უშვებ ხელიდან ხელმეორედ ცოდვის ჩასადენად.    
    გულწრფელი სინანული მთლიანად ათავისუფლებს ადამიანს სიბოროტისგან. ჩემი აზრით,არ არსებობს ადამიანი,რომელიც ცდილობს იცხოვროს სიკეთითა და სიყვარულით და არ ქონდეს ჩადენილი ბოროტება.   მონანიება, მხოლოდ იმ შემხვევაში ამსუბუქებს ადამიანის ცხოვრებას, როცა ქმედება ,რის გამოც მოუწია მას სინანულის განცდა, აღარ განმეორდება მის ცხოვრებაში.
         მძიმე დართულია დღევანდელ საქართველოში ცხოვრება, თვითდამკვიდრება, ზოგჯერ არსებობაც კი!  ბევრი ვერ უძლებს ისეთ ცხოვრებას, როცა ლუკმა პურისა და არსებობისთვის უხდებათ ყოველდღიური  ბრძოლა. ამ დროს, სამწუხაროდ ხშირად, როგორც კი მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც დანაშაულის ჩადენით მოიპოვონს საარსებო, ვერ უძლებენ ცდუნებას და ჩადიან ბოროტებას.
    ჩემი აზრით, მგლური კანონი  ყოვლად  გაუმართლებელია, რადგან მას, ვინც ასე  იქცევა,   ავიწყდება მთავარი, რომ  ჩვენ ყველა, ჩვენი ამქვეყნიური  ცოდვა-მადლით დავტოვებთ წუთისოფელს. თუმცა, ძალიან  ძნელია  მოკვდავისთვის  წინასწარ  განსაზღვრა იმისა თუ თავად რისი გამკეთებელია კონკრეტულ  სიტუაციაში,  რადგან „ა დ ა მ ი ა ნ ი ა“.

მიხეილ დვალიშვილი. 11.05.2007