მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Thursday, July 13, 2023

"თუ მენატრები, მე ვწვები და ღრმად ვხუჭავ თვალებს,
ეს ერთადერთი გზაღა დამრჩა შენი დანახვის."


 თოთხმეტი წელია, ზაფხულის ეს თვე ტანჯვად მექცა. არ ვიცი, რისი მკურნალია დრო. ამ ტკივილს, არაფერი კურნავს. ფიქრების მართვას სწავლობ, ცალკე გამოკეტავ და არ აძლევ საშუალებას ნებაზე იაროს. ამასთან ერთად, მარტოობას გაურბიხარ , რადგან სიწყნარე და სიმშვიდე ყველაზე ძალიან ხმაურობს. მაგრამ არის დღეები, როცა გამექცევა ჩაკეტილი ფიქრები და ტკივილიც იმაზე მეტია, ვიდრე წლების წინ იყო, უფრო დიდიც,  იმიტომ რომ მონატრების ტკივილიც ემატება.  ივლისის თვეც ბევრად მტანჯველია, ვიდრე 14 წლის წინ იყო. მაშინ 19 ივლისამდე ბედნიერი დღეები მქონდა. ახლა კი ივლისის დადგომა მაფორიაქებს, წამით არ მტოვებს უნებართვოდ აშვებული ფიქრები. უკვე წინასწარ ვიცი, რაც უნდა მოხდეს 17, 18 ,19 ივლისის ყველა წამი მიცოცხლდება, დეტალურად მახსენდება ყველაფერი. აი, ახლა გაიღვიძა, ადგა, გაემზადა.......... და..... მერე მაშინ, თუ სიზმარში მეგონა თავი  და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი რა დამატყდა თავს, ახლა მთელი სიმძაფრიდ მახსენდება განცდილი დღეები და მენატრება, ისე ძალიან მენატრება. 😥😥😥😥

როგორღაც  მომეპარება ძილი. ისევ გათენდა, როგორ მეზარება გათენება.