მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Tuesday, December 13, 2011



ეს სურათები ზუსტად 2 წლის წინ, 2009 წლის 1იანვრის ღამისაა. ის ახალი წელი განსხვავებული
იყო ჩვენს ოჯახში ბევრი რამით. პირველი ის, რომ ნაძვის ხის დადგმა, რატომღაც, არა ჩვეულ ადგილას სასტუმრო ოთახში, არამედ  სახლის მარცხენა შესასვლელში გადავწყვიტეთ,  ახალი წლის შესახვედრად   ყველანი  მამაპაპური მრგვალი მაგიდის გარშემო  ვიკრიბებოდით. ამ ახალი  წლის  შეხვედრა კი დაბლა, სასადილო ოთახში გადავწყვიტეთ.  სანდრო  ჩვენთან შეხვდა ახალ წელს .     გოგოები   1    საათისთვის    მეგობრებთან     ერთად

Saturday, October 1, 2011

როგორც ყოველთვის....

 11 სექტემბერი 2010წ. 
 დე, დარწმუნებული ვარ ყველაფერი იცი, რაც ჩვენთან ხდება. უბრალოდ შენთან მარტო საუბარი მომენატრა. იმ დღეს, ირმაკოს და გიგას ურთიერთობის ოფიციალურად  გამოცხადების დღეს, ყველაზე მეტად ვგრძნობდი, რომ ჩვენთან იყავი, მაგრამ  ტკივილი მაინც არ მტოვებდა. ვგრძნობდი,  ყველა ჩვენგანი როგორ ცდილობდა ერთმანეთისთვის დაემალა  უშენობით გამოწვეული სევდა. ეს დღე ხომ ბედნიერების დღე იყო და არავის გვქონდა უფლება ირმასთვის ტკივილი მიგვეყენებინა. მე და მამაშენი საგანგებოდ ვემზადებოდით იმისათვის, რომ ცრემლი არ ყოფილიყო.  და თუ კი მაინც ცოტათი შევძელით ეს, პირველ რიგში,  შენი დახმარებით.  შენი სიბრძნე , გონიერება, შენი ჭკვიანური რჩევები ერთი წამითაც არ  გვტოვებს. არის ხოლმე წუთები,   როცა სასოწარკვეთის პირას ვარ , მაგრამ იმ წამსვე  გაჩნდები  და ნათელიც  გამოჩნდება:- არა,  მიშოს ეს არ უნდა, მიშო ამაზე გაბრაზდებოდა..... და მესმის შენი ხმა "მე აქ ვარ  დე..." 

დიახ, აქ ხარ!  და უფრო ახლოს, ვიდრე როდესმე.. 


"აქ ვარ დედა..."

 06 სექტემბერი. 2010 წელი


 თითქოს ძალიან კარგად მესმის ის, რომ მიშო არსადაც არ წასულა,   უფრო მეტადაც ვგრძნობ მის სიახლოვეს, მაგრამ რა ვუყო იმ საშინლად აუტანელ  გრძნობას, მონატრება რომ ჰქვია, და რომ დრო მხოლოდ ამძაფრებს ამ ტკივილს.      ორჯერ სიზმარში მიშომ მითხრა: -დედა, მე აქ ვარ შენთან , არსად არ წავსულვარ." სხეულზე ხელი ჩამოისვა და თქვა: -"ამას რა მნიშვნელობა აქვს მთავარია, რომ მე აქ ვარ."    ვიცოდი რომ მიშო იყო, თუმცა გარეგნულად არ გავდა, ამიტომ ვუთხარი-"როგორ დედი, ეს ხომ ერთი ორგანო არაა, ეს მთელი სხეულია, სხვისია და შენი გრძნობები, მახსოვრობა როგორღა შეგრჩათქო ?"ახლავე აგიხსნიო და როგორც ყოველთვის იცოდა, დაიწყო ახსნა

"სჯობს სიცოცხლესა.....

1/10/2011


  მიშოს კარაგდ ჰქონდა გააზრებულოი ადამიანის ამქვეყნიური მისია. უნდოდა ისე ეცხოვრა, რომ საამაყო კვალი დაეტოვებინა ამ ქვეყნად.   არ დასცალდა და ეს მიკლავს გულს. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები მინდა გავიხსენო.  8-ში დილით ადრე ავდექი. მაინტერესებდა,   ინფორმაციები, მაგრამ არცერთი ტელეარხი არ აჩვენებდა. ინტერნეტში რუსულ საიტზე შევედი,  ვნახე დევს ვიდეო რგოლი. გავხსენი და ვხედავ ცხინვალში რუსული ტანკები დადიან და ქუჩები ქართველი ბიჭების ცხედრებითაა მოფენილი . ვიკივლე: -ვაი თქვენს დედებს და ხმამაღლა ტირილი ამივარდა. მიშოს გაეღვიძა და

დაბადებიდანვე პიროვნება იყო



         მიშო დაბადებიდანვე პიროვნება იყო,

     ის, რომ ყველაფერზე   ყოველთვის ჰქონდა თავისი გამორჩეული,ორიგინალური აზრები,რომ დაუსრულებლად შეეძლო აეხსნა და დაემტკიცებინა თავისი მოსაზრება, ცოტა არ იყოს, დამღლელიც კი იყო   ოჯახის წევრებისთვის. შვილები არასოდეს გამირჩვია, მაგრამ მიშო იმდენად  იყო თავად გამორჩეული, რომ განსაკუთრებულ  დამოკიდებულებას ითხოვდა. ბავშვი არასდროს ყოფილა, კაცი  იყო  ყოველთვის.   ყველას ეგონა, რომ გამორჩეულად გვიყვარდა, (თუმცა,ალბათ ასეც იყო)....  საოცრად თავმდაბალი იყო.   არასოდეს    აგრძნობინებდა სხვას,   მათზე მეტი  თუ იცოდა ,   პირიქით...

აზრიანად უნდოდა ცხოვრება....


     ძალიან ხშირად ამბობდა, რომ  ადამიანისთვის პირველი დიდი გამართლება მისი ამქვეყნად მოვლინება არისო, მაგრამ თუ კი შენს ცხოვრებას ლუარსაბ თათქარიძესავით განვლებ და მოკვდები ისე, როგორც "იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ". ,აქვს კი მაშინ ამ გამართლებას აზრიო?

     აზრიანად უნდოდა მიშიკოს ცხოვრება....

 

 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები იყო.  იმ დღეს, 

როცა რუსებმა ცხინვალი დაბომბეს სახლში ვეღარავინ ვჩერდებოდით.

შტრიხები პორტრეტისათვის



                                                                                                                           შტრიხები პორტრეტისათვის


 20 აგვისტო. 2010წელი. 


     მახსოვს პატარა ბიჭი, ქვემოდან დაკვირვებული ჭკვიანური გამოხედვით, თავიდან თითქოსუკარება, მერე დროთა განმავლობაში შემეჩვია. ცოტა გულჩათხრობილი, მოსწრებული იუმორითადა ჩაბჟირებამდე მისული გულიანი სიცილით.                                                                მიშო!   გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს შენი ცხოვრების გზაზე. ყოფილიყავი მუდამჯანმრთელი, ბედნიერებითა და სიყვარულით სავსე.                                                      მიშო, ჯერ მხოლოდ მე-8 კლასი დაამთავრე ,მაგრამ მაინც ბოლო ზარია.ამ დროს მასწავლებლებიემშვიდობებიან მოსწავლეებს და სიმბოლურ საჩუქრებსაც უძღვნიან ერთმანეთს. აი, ჩემი საჩუქარიც.             გჩუქნი ლექსს:

                                             

                                                                      


                                             ***

                             მიყვარდით, რადგან სიძულვილისთვის                           

                             ერთი წამითაც ვერ მოვიცალე,

                            და ახლა ლოცვით გადაღლილ იმედს

                            ურჩი დღეები მიაბანცალებს.

                                     

                            მიყვარდით,მზერა სხივებს სწვდებოდა,

                            ქარი კიოდა თავგამოდებით. 

                            ხან ფერიები მესიზმრებოდა,

                            ხან აღსარებას გთხოვდით გოდებით,

                               

                           და ჩამოშლილი სულის კედლებით

                           იფარებოდა ფიქრთა სავანე,

                           მიყვარდით, რადგან  სიძულვილისთვის

                           ერთი წამითაც ვერ მოვიცალე! 

            

    

        პატივისცემით, კეთილი  სურვილებითა და

        სიყვარულით              ხათუნა მასწავლებელი.

                  

       14  . 06 . 2005 წელი.

Monday, September 26, 2011

თავისუფალი დრო არასდროს ჰქონდა


     თსუ-ს ფორუმზე თემა ვნახე-

                                                           აპრ. 14 2009, 15:25   
"სასურველია თუ არა 16-17 წლის ბიჭმა დაიწყოს მუშაობა?"    ბევრი იძახის, რომ კაია როცა ახალგაზრდა ბიჭი მუშაობას იწყებს.მისთვის ცხოვრება იცვლება,რაგდან არ ხდება მშობლებზე დამოკიდებული ფულის მხრივ და თან თავისი შრომით მოპოვებული ფულის ყადრიც იცის.მაინტერესებს თქვენი აზრი უნდა მუშაობდეს თუ არა 16-17 წლის ბიჭი?"

მიშოს დაუწერია:" ვისაც შეუძლია უნდა იმუშაოს. თუნდაც სწავლის პარალელურად, არაა პრობლემა შეთავსება.... და გოგოსაც შეუძლია"

Saturday, September 10, 2011

თსუ-ს ფორუმზე, თემა: საზოგადოებაში მოქცევის კულტურა

(circle @ Jul 5 2009, 10:35)
ე.ი. კანონები ათი მცნებასავით უნდა ვიცოდეთ თუ როგორაა ჩვენი საქმე?

Mikhail
აბა შეეცადე გაიხსენო (რათქმაუნდა თუ ოდესმე იცოდი) ათივე მცნება (გაიხსენო და არა მოძებნო) და მიხვდები, (ყოველ შემთხვევაში ჰომო საპიენს საპიენსი უნდა მიხვდეს) რომ კანონები ათ მცნებაზე უკეთ თუ არა, ნაკლებად მაინც არ უნდა იცოდე. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შეასრულო, მათი ცოდნა თუნდაც იმისთვის გჭირდებათ, რომ უკეთ დაარღვიოთ! 
მაგრამ არა, დაივიწყეთ, მაინც არ გამოგივათ. ჯობია ისევ ათი მცნების სწავლას დაახარჯოთ დრო. (არანაირი 9 ან 8, –10!!!)

Friday, September 2, 2011

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგი მეზრდებოდა.

vishenka_34.giffriends.gif
ეზოს კარი  ხმაურით გააღო.   აქოშინებული   ოთახში შემოვარდა, ზურგჩანთა დივანზე მოისროლა და ტელეფონს ეცა. გაოცებული შევყურებ და კითხვას ვერ ვუბედავ. "გამარჯობათ   .....  ბიძია, მე მიშიკო დვალიშვილი ვარ, გიორგის კლასელი. იცით, ხათუნა მასწავლებელი თუ დაგირეკავთ და გეტყვით, რომ გიორგიმ  რაღაც დააშავა,არ დაიჯეროთ, გიორგის არაფერი დაუშავებია, ყველაფერი ჩემი ბრალია და გიორგი იქ საერთოდაც არ ყოფილა. ------დიახ, დიახ. ნახვამდის . "- დაასრულა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და

Thursday, August 18, 2011

კომენტარის კომენტარი


მე კი ვფიქრობ საცოდავი ჩვენი ქვეყანაა სწორედ იმიტომ, რომ შენნაირი მოაზროვნეები ჰყავს. იდიალებით ცხოვრება კარგია, მაგრამ სიმართლე სხვაა, ზოგჯერ დაუნდობელიც და როცა რამეს არ ეთანხმები შენი ვარაუდი ფაქტებით თუ არა სიტყვებით მაინც უნდა თქვა და არა "ცოდო ხარ". ეს კიდევ საკითხავია ცოდო ვინაა...

ჩემი 17 წლის მიშო თსუ-ს ფორუმზე დემეტრე მე-2 შესახებ თემაში წერდა:

"საქმე იქამდე ყავდა მიყვანილი, რომ ვიღაც თათრები იბარებდნენ და "ტუქსავდნენ".ამას დავითს ვერავინ გაუბედავბდა, ან თუ გაუბედავდა "კარგ ჩიტსაც დაიჭერდა" მაგარი სუსტი მეფე იყო და მაგიტომ არ მევასება,ისე შეიძლება ბუნებით გადასარევი პიროვნება იყო, მაგრამ მეფობისთვის ვერ ივარგა!!!!! რა გულუბრყვილოდ საუბრობ. ყოველივე ამის შემდეგ, მაინც ფიქრობ რომ ამ "სისხლისმღვრელ" ყაენს ორი ვარიანტი ჰქონდა: ან დემეტრე უნდა მოეკლა, ან ქვეყანა აეოხრებინა და მარტო დემეტრეთი "დაკმაყოფილდა". მასაც მოკლავდა და ქვეყანასაც ზედ მიაყოლებდა თუ მოუნდებოდა, მაგრამ არ ქნა, ესე იგი აქ არ იყო არჩევანი (სახელმწიფოსა და ხელმწიფეს შორის) ვისი მოკვლაც უნდოდა ის მოკლა და ამის სანაცვლოდ არანაირი "სიამოვნება"(ანუ ქვეყნის აოხრება) არ მოუკლია, შესაბამისად არც არავის გაუწირავს თავი. უბრალოდ რომანტიკოსი მემატიანეები გვყავდა ყოველთვის, თუმცა კარგია როდესაც ასეთ იდეალებზე იზრდები, მერე ეცდები მიბაძო, ოღონდ იმას არა ვინც სინამდვილეში იყო, არამედ იმას ვინც უსაზღვრო ფანტაზიის მქონე მემატიანემ გაგვაცნო. იმასაც რა ექნა ასე უფრო ლამაზად გამოიყურებოდა მეფის მკვლელობა და...
არაა საჭირო ფანატიზმი საქართველოსთვის!
არ გეწყინოს, კარგი ბავშვი ხარ ისე. (ფანატიზმზე, არ გეწყინოს მეთქი. ისე რა უნდა გწყენოდა..)....."

და კიდევ სხვა მსგავს, ქვეყნისთვის მტკივნეულ თემებე როცა თამამად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე მსჯელობდა,საპასუხოდ ფაქტების ნაცვლად წერდნენ:

"იაღოველებს მეორედ კარი აღარ გაუღო" ან "შენა და აგნოსტიკოსი ხარ თუ დარვინისტი?"  და ა.შ.
მიშო კი პასუხობდა:

"რეალისტი ვარ და რასაც ლოგიკა ემხრობა, მეც იმას ვემხრობი.(მცირე გამონაკლისების გარდა!)....
"ასეთ რეაქციებზე ვგიჟდები და ვკვდები სიცილით. პასუხი რომ არ აქვთ და რაღაცეებს კითხულობენ მაგ: იეღოველი ხარ? - მაგრები ხართ რა.
P.S. თუ არ იცი რა უპასუხო საერთოდ ნუ გასცემ და მაგეთ იდიოტობებს ნუ იკითხავ. (რჩევა პროსტა, თორე შენ რაც გინდა ის ქენი. არ მკიდია?!..)
ახლა მეტყვით, ნუ განიკითხავ თუ არ გინდა შენ განგიკითხონ იმავე განკითხვითო. მაგრამ მე მაინც განვიკითხავ, მერე მეც განმიკითხონ და იქნებ ასე მაინც შემცირდეს უწესობა. ილიას უყვარდა თქმა თუ შენს ცუდზე არ მიგითითე მტერი ვყოფილვარ და არა მოყვარეო (შიძლება სხვა სიტყვებითაც ამბობდა. შეიძლება კი არა ამბობდა კიდეც)

Sunday, July 3, 2011

უცნობ მეგობარს...

                           
     
   „ნაყოფი სულისა არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი, სულგრძელებაი, მარხვაი, მოთმინებაი...     ( პავლე მოციქული ) 

Thursday, March 24, 2011

ბოლო დაბადების დღე მეგობრებთან


     ეს მიშოს გადაღებულია ტელეფონით.    ბოლო დაბადების დღე მეგობრებთან .


16..04..2009 წელი.


 მალე ოცი წლის ხდები დე.   გხედავ ულამზესს,  ახოვანს , ნაცნობი ფარული ღიმილით მიყურებ. ერთი სული მაქვს მოგიახლოვდე.   2 წელი გახდება მალე,  რაც  გულში არ ჩამიკრიხარ.  როგორ ველოდი ამ დღეს, რამდენჯერ წარმოგიდგენდი ხოლმე  ასეთს.  ყოველთვის მქონდა შენს მიმართ, მიუხედავად  დიდი სიახლოვისა, რაღაცნაირი მოკრძალება. ახლა კი,  ბევრად მორიდებული შემოგყურებ, "გენაცვალოს დედიკო", გულში  ჩუმად გეძახი და მოახლოვებას ვერ ვბედავ.   მახსოვს,  18 წლის რომ ხდებოდი

Friday, January 21, 2011

  
ჩემი გიჟუკელები, რომ არა მარიამის ძალით გადაღებული ეს როლიკები....  


ცეკვის  პაროდია.. გინახავთ  მსგავსი სადმე???ს.




 რა სიგიჟეებს არ აკეთებს, მარიმ გადაღება რომ შეწყვიტოს. 

Wednesday, January 5, 2011

რავი.......



 რატომ? ასე იწყება მიშოს ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელიც  მისი   არყოფნიდან 2 თვის შემდეგ ვნახე მის ტელეფონში. არ ვიცი, რამდენად სწორად გავიგე ამ წერილით, მაგრამ ამ სიტყვას "რატომ?" დაუსრულებლად ვიმეორებდი იმ უბედური დღის შემდეგ და თითქოს საგანგებოდ ჩემთვის გამზადებული ამ წერილიდან მიშომ მითხრა, რომ- ნუ ეძებ პასუხს კითხვაზე რატომ? რადგან ყველაფრის პასუხი უფალშია.  მის გარეშე არ არსებობს არც ერთი ჩვენი ნაბიჯი და ის ტკივილი, რომელიც ესოდენ აუტანელია მოკვდავისთვის, ღვთისგანაა... ჩვენ კი, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს,  მადლობა უნდა ვუთხრათ უფალს, რომ ამ ტკივილისთვის გაგვიმეტა.... 
                                       
                                                                                 რავი... 
 ratom? am kiTxvaze pasuxi TiTqmis dabadebidanve mainteresebs. icis ki vinmem amomwuravi pasuxi, aramgonia. ratom? ai isev.