.................................
რომ იცოდე როგორი ახლობლები და ძვირფასები არიან შენი მეგობრები ჩემთვის. არა, სევდა არ მეძალება მათ დანახვაზე, პირიქით მიხარია და განცადა მაქვს იმისა, რომ შენც აქ ხარ, მათთან და გხედავ მათსავით გაზრდილს, დავაჟკაცებულს. მუდამ უკმაყოფილო რომ იყავი შენი სიმაღლის... ხშირ-ხშირად ამოწმებდი რამდენი სმ. მოიმატე. მე კი გეუბნები: ბიჭები 18 წლის შემდეგ უცებ იყრიან ტანს და აი, ნახავ რამხელა გახდები მეთქი. "შემდეგ" აღარ იყო...

რამდენიმე დღის წინ მიშიკო იყო, ჯანელიძე ჩვენთან სახლში. მოდის ხოლმე , ხან გარეთ ნახულობს ნოდარის და სახლში არ შემოდის . ამჯერად შემოვიდა. ხომ არაფერი გჭირდებათო, არ მოგერიდოთ ნოდარი ბიძია, თუ რამე შემიძლია დამავალეთო. არა შვილო ,არაფერი არ გვჭირდებაო, ნოდარიმ.
გაზრდილა, დავაჟკაცებულა. მაშინ არ ვუთხარი.არადა, როგორ არ მჭირდება, ძალიან მჭირდება მათი სიყვარული, მათი უბრალოდ დანახვა,ხმის გაგონება, თუნდაც ერთხელ წელიწადში,რომ უფრო კარგად შევიგრძნო როგორი გახდა ჩემი მიშიკო. მე ხომ თითეულ მათგანში მიშოს ვხედავ. მათთან ერთად იზრდება {სამწუხაროდ მხოლოდ წარმოსახვაში}, ჩემი მარად 18 წლის შვილი. მიყვარხართ
No comments:
Post a Comment