მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Saturday, September 10, 2011

თსუ-ს ფორუმზე, თემა: საზოგადოებაში მოქცევის კულტურა

(circle @ Jul 5 2009, 10:35)
ე.ი. კანონები ათი მცნებასავით უნდა ვიცოდეთ თუ როგორაა ჩვენი საქმე?

Mikhail
აბა შეეცადე გაიხსენო (რათქმაუნდა თუ ოდესმე იცოდი) ათივე მცნება (გაიხსენო და არა მოძებნო) და მიხვდები, (ყოველ შემთხვევაში ჰომო საპიენს საპიენსი უნდა მიხვდეს) რომ კანონები ათ მცნებაზე უკეთ თუ არა, ნაკლებად მაინც არ უნდა იცოდე. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შეასრულო, მათი ცოდნა თუნდაც იმისთვის გჭირდებათ, რომ უკეთ დაარღვიოთ! 
მაგრამ არა, დაივიწყეთ, მაინც არ გამოგივათ. ჯობია ისევ ათი მცნების სწავლას დაახარჯოთ დრო. (არანაირი 9 ან 8, –10!!!)

ისე მემგონი თემა სხვა რამეს ეხება, მეზარება ძველი პოსტების კითხვა და რაც მომხვდა თვალში ესაა...
ისე რა კანონებზეა საუბარი?

 (circle @ Jul 6 2009, 22:06)
ათი მცნება ხომ არ შემოგვეღო კანონების მაგივრად, უფრო კარგი ცხოვრება იქნებოდა. ჰა, რას იტყვი?...

Mikhail
რასთან შედარებით? გვიან ფეოდალურ ხანამდე ათი მცნება (როგორც კონსტიტუცია) და სახარება (კოდექსი) იყო სამოქმედი კანონი. რამე სხვანაირად იყო?'(გარდა ტექნიკისა და განვითარებისა) 
ადამიანი ადამიანია, არა აქვს მნიშვნელობა რას დაუწერ, მაინც ისე წაიკითხავს, როგორც უნდა (ან საერთოდ არ წაიკითხავს). 
ერთი და ორი მცდელობა იყო ბიბლიის ინტერპრეტირების? 
ასე რომ კანონები უბრალოდ შენი ნების დასადასტურებლად არის (მიუხედავად იმისა, რომ მისმა შემდგენმა შეიძლება აბსოლუტურად შენგან განსხვავებული აზრი ჩადო). აკეთე რაც გინდა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ გედავებიან შენს არჩევანს, უნდა დაუდასტურო შენი სიმართლე. (თუნდაც საპირისპირო კანონის მოშველიებით, რადგან კანონი ბერკეტივითაა: როდესაც ერთი ბოლო დაბლა დაიხრება, მეორე აუცილებლად აიწევს! )

P.შ. მოუტანა რამე კარგი (ახლანდელისგან განსხვავებული) კაცობრიობას ათი მცნებით სარგებლობამ?
? (ეს ისე პასუხს ნუ გამცემთ) 

  (circle @ Jul 7 2009, 0:13)

ვერ გავიგე. ორი ერთმანეთის საპირისპირო კანონი არსებობს?


Mikhail

არა ერთი კანონი არსებობს ორი საპირისპირო მხარით.
ისე კი, საპირისპირო კანონებიც არსებობს. საკმაოდ ძნელია ამხელა კანონმდებლობის შეუცდომლად კოდიფიკაცია, მაგრამ მათ გამოსწორებაზე მუშაობენ.



ციტატა(circle @ Jul 7 2009, 0:19)

ეგ რას ნიშნავს? შეგიძლია მაგალითი მოიყვანო...

mikhail
ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ცდილობს ასეთი შემთხვევების თავის არიდებას, მაგრამ ძლიერი ადვოკატი, ან უბრალოდ იურისტი ახერხებს ამას.
თუნდაც საქართველოს კონსტიტუციის მუხლი2, პუნქტი2, რომელიც კრძალავს საქართველოს ტერიტორიის გასხვისებას.(კატეგორიულად) და ამავდროულად მოჰყავს მაგალითი, თუ რა გზით შეიძლება ტერიტორიის გასხვისება. ასევე (ზუსტი მისამართი არ მახსოვს, მაგრამ მაინც) საქართველოში ყველა რელიგია (აღმსარებლობა) თანაბარ პირობებშია ჩაყენებული და ამავდროულად საქართველოს სახელმწიფოს აქვს შეთანხმება დადებული საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან, რომლის მეშვეობით მას პრივილეგიები ენიჭება. ასევე კონსტიტუცია აღიარებს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოსთვის...
ცოტა სხვა სახე აქვს ამას კერძო სამართალში, ეს უკვე ადვოკატების საქმეა და ბევრი მათგანიც კარგად ართმევს თავს (მაგით ჭამს ეგ ხალხი)


 (მარიამი24@ Jul 6 2009, 23:02) )

ის, რომ რაღაც კანონად გიწერია და მას აღიარებ, სულაც არ ნიშნავს, რომ ასრულებ და შენში გამჯდარია
კაცობრიობა მეტად ბნელია ათი მცების გამოსაყენებლად


Mikhail

ათი მცნება კი მეტად ზოგადი იმისათვის რომ კანონის პრეტენზია ჰქონდეს ( კონსტიტუციაა ეგ  )
ისე მეც ეგ მეწერა. კანონად ქონას აზრი არ აქვს მეთქი. (თუ არც გიცდია შეკამათება. მაშინ შენს აზრს რომ წერ, პასუხის ღილაკს არ უნდა დააჭირო. ისეც შეიძლება)
არანაირი კანონი და მისით სარგებლობა არ ცვლის ადამიანს. იმიტომ რომ, როგორც უკვე ვახსენე კანონს (შესაბამისად ნებისმიერ ცნებას) ორი ბოლო აქვს და ადამიანს აქვს იმის უნარი გამოიყენოს ისე, როგორც უნდა .(ყველას არა რათქმაუნდა) ამიტომაც ხვდებიან ციხეში და არსებობდა სასჯელი ექსორია, მოკვეთა, დაკრულვა და ა.შ.

 (circle @ Jul 7 2009, 0:13)
აბა დღეს როგორ ვცხოვრობთ თუ არა კანონებზე დაყრდნობით. ადამიანს ჯერ კიდევ "მოაზროვნე ცხოველად" მოიხსენიებენ ("ცხოველი" ჯერ არ ჩამოშორებულა).

Mikhail
სწორედ მაგაშია საქმე. მე ვთქვი, რომ კანონებზე დაყრდნობით ცხოვრობს ხალხი, მაგრამ კანონი ისეთ კონკრეტულს და გადაულახავს არაფერს აწესებს, რომ ზოგიერთმა მოაზროვნე ცხოველმა სათავისოდ არ გამოიყენოს. მერე რა რომ ცხოველია ადამიანი, აზროვნებს და ამიტომ ღმერთია (ეუფ, წამოვა ახლა ფანატიკოსთა კრიტიკა) ყველა არა, მხოლოდ ის ვისაც მართვა შეუძლია და არაა ნაცრისფერი.

 (circle @ Jul 5 2009, 10:35)

 ხოდა მე იმას ვფიქრობ რომ ადამიანს კანონების გარეშეც შეუძლია ცხოვრება. მას აქვს უნარი ეწეოდეს კანონიერ ცხოვრებას კანონების ცოდნის გარეშე. "ნუ მოექცევი სხვას ისე როგორც არ გინდა რომ მოგექცნენ შენ".

  Mikhail
მასეა. შეუძლია კი არა მეტიც, არც არასდროს უცხოვრია ადამიანს რომელიმე კანონზე დაყრდნობით, უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანია და არა ცხოველი. ძაღლს დაკანონებული აქვს, რომ კატა არ უნდა ევასებოდეს და ასეც არის. ადამიანს რაც არ უნდა დაუკანონო, მაინც ისე მოიქცევა, როგორც უნდა, იმიტომ რომ აზროვნებს. სწორედ ამიტომ დაკარგა ადამიანმა სამოთხე, რომელშიც იყო ცხოველი და ცხოვრობდა კანონის შესაბამისად, სანამ აზროვნება არ დაიწყო. ამიტომ ქვია იმ ხილს "ხე ცნობიერისა". 
(მაგრამ ახლა თქვენ ამას ნუ დაიჯერებთ და განაგრძეთ ძველებურად ცხოვრება. არ ღირს ამ წესრიგის დარღვევა. )

No comments:

Post a Comment