მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Saturday, July 18, 2015

ექვსი წელი.............    არა, ასოთხმოცდაცხრა მილიონ  ორას თექვსმეტი ათასი  წამი უშენოდ .............................................................................   

 დავიღალე   .......................................................................................................................

Saturday, July 11, 2015


თავის ავტობიოგრაფიაში მიშო წერს,- „დედაჩემს ვთხოვ ჩემი უარყოფითი მხარეები შემახსენოს. ის კი დუმს, უჭირს გახსენება. ოხ, რა თვალთმაქცობაა. ამ სიტუაციას გამოვიყენებ ჩემ სასარგებლოდ და სხვა დროს, როცა დედაჩემი მისაყვედურებს ჩემი საქციელის გამო, ამას აუცილებლად გავახსენებ.“
კარგად მახსოვს ეს დღე. მიშო გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რაღაცეებს წერდა და ღიმილიანი სახით მითხრა:- დე, რა ამპარტავანი ვარ,აუცილებელად უნდა დავწერო ჩემი უარყოფითი მხარეები და ბევრი ვერაფერი გავიხსენე, დამეხმარე, სულ მუდამ რომ მსაყვედურობ, ახლა შემახსენე ჩემი უარყოფითი თვისებებიო. მართლა გამიჭირდა, ვერაფერით გავიხსენე.  ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, მართლა ვცდილობ რამე ისეთის გახსენებას,  რაც მასში როგორც დედას არ მომწონდა. შვილებს შორის მიშო ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა საყვედურებს, თუმცა მეტს ვითხოვდი მისგან, რადგან ვიცოდი მეტი შეეძლო. არასდროს მიმიცია შენიშვნა უზრდელობის, რამე მავნე ჩვევის გამო. რაც ყველაზე მეტად არ მომწონდა, უფრო სწორედ არ მინდოდა ასეთი ყოფილიყო, ეს იყო ზედმეტად გულჩვილობა. მათზე არანაკლებ ტკიოდა, ვის ტკივილსაც იზიარებდა. ხშირად, ამბის მოყოლისას, ცრემლები ასწრებდა. თავადაც არ მოსწონდა ეს , მაგრამ თავს ვერ ერეოდა.   ყოფილა შემთხვევა, როცა ამ „სისუსტის“ გადასაფარად მეორე უკიდურესობაში გადავიდოდა და საკმაოდ უხეშად იქცეოდა. დიდხანს ვერ ირგებდა ან ნიღაბს და მალევე იქცეოდა ნამდვილ მიშოდ. ეს ე.წ. სისუსტე სულაც არ უშლიდა ხელს მას, რომ 
 ყოფილიყო ყველა ახლობელისთვის საიმედო დასაყრდენი. არ იყო მისთვის არანაირი წინააღმდეგობა, რომელსაც იგი ვერ მოერეოდა მათ დასახმარებლად. მჯერა მისი მეგობრებიც ბევრჯერ გაიხსენებენ სწორედ ასეთ მიშოს.
დღეს ზუსტად ვიცი ამ სიტყვების არსი - „ფეხქვეშ მიწა გამოგვეცალა“