მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Saturday, October 1, 2011

აზრიანად უნდოდა ცხოვრება....


     ძალიან ხშირად ამბობდა, რომ  ადამიანისთვის პირველი დიდი გამართლება მისი ამქვეყნად მოვლინება არისო, მაგრამ თუ კი შენს ცხოვრებას ლუარსაბ თათქარიძესავით განვლებ და მოკვდები ისე, როგორც "იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ". ,აქვს კი მაშინ ამ გამართლებას აზრიო?

     აზრიანად უნდოდა მიშიკოს ცხოვრება....

 

 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები იყო.  იმ დღეს, 

როცა რუსებმა ცხინვალი დაბომბეს სახლში ვეღარავინ ვჩერდებოდით. მთელი სამეზობლო ქუჩაში იდგა. საკუთარი თვალით დაინახა ნოდარიმ, როგორ გადაგვიფრინა რუსულმა თვითმფრინავმა და ჩამოაგდო ბომბი ვაზიანში. ცოტა ხნის შემდეგ იგივე განმეორდა მარნეულის აეროდრომზე და შემდეგ თითქმის მთელს საქართველოში. საშინლად მძიმე სურათი იყო. ეზოში შემოვიდა და მეუბნება: დაასუფთავე სარდაფი, იქნებ დაგვჭირდეს თავშესაფრადო. (კერძო სახლი გვაქვს და საძირკველი საკმაოდ მყარი და ფართო კედლებითაა ნაგები). მიშომ, ეს რომ მოისმინა საშინლად გაბრაზდა, მიუბრუნდა მამამისს და უთხრა: მამა აღარასოდეს გაიმეორო, რომ ომში იბრძოდი. არ ველოდი შენგან ამას. როგორ, თუკი ჩვენი ქალაქი დაიბომბება, ეს ნიშნავს, რომ რუსები შემოვლენ და ჩვენი დამოუკიდებლობაც დამთავრდება. მაშინ რაღა აზრი აქვს სიცოცხლეს"-ო. იმდენად აღაშფოთა მამამისის სიტყვებმა მიშო, რომ არაფრის გაგონება აღარ უნდოდა, არც მამამისის განმარტების მოსმენა, როცა ნოდარი უხსნიდა, რომ ის 4 შვილის მამაა და ვალდებულია იზრუნოს შვილების უსაფრთხოებაზე, თორემ თვითონ ბევრჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში და არც ახლა დაიხევდა უკან.

              აი, ასეთი ვაჯკაცი გამოგვეცალა ხელიდან. რამდენი რამის გაკეთება უნდოდა..

       22. 10. 2010

  

No comments:

Post a Comment