მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Wednesday, July 18, 2012

 ტკივილი? არა, არ ვიცი რა ქვია, სიღრმეში იწყება, მერე მთელ სხეულს მოივლის და ბოლოს თავში საშინელი ხმაური და აუტანელი განცდა იწყება,  თითქოს ჭიანჭველები   დამესია.

შენი ბრალია,    შენი ბრალია..........   
  
2009 წელი
 გუშინ  ბოლო გამოცდა ჩააბარა და უკვე მეორე კურსის სტუდენტია.   17 ივლისია,
ცეხიდან დაღლილი გამოვიდა და დასაბანად შევიდა, სანდრომ დარეკა ამ დროს . მითხრა -  2 დღით ბირთვისში მივდივარ მეგობრებთან ერთად და მიშოც  ხომ არ წამოვაო. როგორ არა, წამოვა მეთქი.  ვიფიქრე, ცოტას მაინც დაისვენებს, წინ ხომ კიდევ ერთი გამოცდა ჰქონდა, 27 ივლისს იურიდიულ ფაკულტეტზე  გადასასვლელი გამოცდა.    გამიბრაზდა,  მის უკითხავად  რომ ვუთხარი თანხმობა სანდროს.   არ უნდოდა წასვლა,მაგრამ უარი აღარ უთქვამს.  დილის 7 საათზე ერთად ჩავალაგეთ ზურგჩანთა. ძალით ჩავუდე  ჩანთაში თბილი სვიტრი და ქურთუკი, იქ სიცივე იქნებათქო.  ეზოდან გასვლისას მომიბრუნდა და მითხარა:-„შენი ბრალია, რომ მივდივარ“.   დიახ, ბრალიო სწორედ ასე მითხარა.   მე კი გამეცინა, თუმცა გული დამიმძიმა   მისმა სიტყვებმა.  რატომ ბრალი? ის ხომ მხოლოდ გასართობად მიდიოდა. არა უშავს კმაყოფილი ჩამოვა და მადლობას მეტყვის.  -  რომ  ჩახვალთ და დაბინაავდებით დამირეკეთქო, მივაძახე.  დარეკვა დააგვიანდა.  მე გადავრეკე, არ იყო კავშირი და სმს მივწერე.  მოგვიანებით დამირეკა- კარგად ვართ, ძლივს მოვნახე ადგილი, სადაც ტელეფონი იჭერს და როცა  მოვახერხებ მე თვითონ დაგირეკავო.  მამა მოიკითხა  ხომ არ დაიღალაო.      
 აღარ ვაპირებდი დარეკვას. თუმცა, ცოტა ხანში  ტელევიზიით გამოაცხადეს,  რომ გამოქვეყნდა   ზოგადი უნარების გამოცდის პასუხი.   რამდენიმე თანაკლასელის ქულა  გავიგე.  ვიცოდი მიშოს აინტერესებდა და  სმს გავუგზავნე.   მომწერა- კოტეს და დაჩის ქულები ხომ არ იციო.  არ ვიცოდი, ვერ გავუგე.  როგორც ჩანს, გვიან  თვითონ უცდია მეგობრებთან  დარეკვა და ვერავის დაკავშირებია. მოგვიანებით  ერთადერთი სმს ვნახეთ  ტელეფონში, ნინო უგლავასთვის  მიწერილი. ულოცავს  ნინოს მაღალ ქულას და იქვე  საკმაოდ უცნაურად წერს:    -“ახლა ბირთვისებში ვარ მეგობრებთან ერთად და არ ვიცი, მიხარია თუ არა, წესით უნდა მიხაროდეს.......აბა ჰე, მივდივარ, ეს არის და ეს“.

არ უნდოდა წასვლა.......მე ვუბიძგე   მეორედაც, როცა  ესემესით  მეგობრების წარმატება შევატყობინე. ეს რომ არა, გვიან დასარეკად არ ავიდოდა კლდეზე..... ბირთვისებში ცრიდა, კლდე  ხავსით იყო დაფარული.........

იმ დღეს მარტო მე და ნოდარი ვიყავით სახლში და ადრე დავიძინეთ.

დილით კი......... ..........................................................................................................

როგორ მინდა, 2009 19 ივლისი ამოვარდეს მეხსიერებიდან........დანარჩენი კი გაგრძელდეს ისე,   როგორც გინდოდა.................................................................

27ივლისს გამოცდას ჩააბარებდი და ახალ სასწავლო წელს , უკვე  იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, გააგრძელებდი სწავლას ............................................................

...................................................................................................................................................................
სულ გეჩქარებოდა, ბევრი რამის კეთება გინდოდა ერთად.

უსაშველო  წლებია შენი მონატრება მკლავს.  თუმც კი, ჩემთვის, სამყარო შენს გარშემო ტრიალებს.

 რამდენჯერ მიფიქრია..................

 რა მოხდებოდა, რომ...........

სად წასვლაზე მდებ ბრალს?  ბირთვისებში თუ..............

რატომ?..........

ტკივილი არა, რაღაც სხვაა.....  ვცდილობ  სიტყვებით ახსნას, მაგრამ ვერ ვახერხებ ან ვის ჭირდება სიტყვები.     







3 comments:

  1. ჩემო ანგელოზო.მიყვარხარ და მენატრები...

    ReplyDelete
  2. გამარჯობა მეგობარო.
    ბოდიში, რომ არ შეგხმიანებივარ.
    100 წლის შემდეგ, ყველანი რომ დავცხრებით, იცოცხლებენ ადამიანები, რომელთა ყოფნა არყოფნა ჩვენს ხვალინდელ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.
    შეცვალე ვინმეს ბიოგრაფია დღეს (გააჩინე ან იშვილე). დაეხმარე შენს მდგომარეობაში მყოფ დადას გააჩინოს შვილი. მათი შანსი მიშოა.
    http://forum.ge/?showtopic=34354617&st=0&hl=

    ReplyDelete
    Replies
    1. გამარჯობა, მე ხშირად შევდივარ თქვენს ბლოგზე და ცოტა არ იყოს, გული მწყდებოდა ახალი რომ არაფერი მხვდებოდა, თან მიკვირდა თქვენი სიჩუმე. მერე კი ვნახე, რომ სულაც არ ყოფილხართ ჩუმად. თბილისის ფორუმზე ვნახე თქვენი თემები. ფორუმებში სამწუხაროდ ვერ ვაქტიურობ დროის უქონლიბის გამო. სწორედ ამავე მიზეზით აღმოვაჩინე, ასე გვიან, თქვენი ეს კომენტარიც. ხო, აღარ გვყავს მიშო, რომლის გარშემოც გვესახებოდა მომავალი. დღეს კი მიშოს სახლში, ჩვენთან ორი ვაჟკაცი იზრდება. მისი საყვარელი დების შვილები. ერთ თვეში მათ მესამე ბიჭი დაემატება. მათში გრძელდება სიცოცხლე. მიში კი, სულ ჩვენთანაა.
      მადლობა მეგობარო!

      Delete