მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Saturday, October 1, 2011

როგორც ყოველთვის....

 11 სექტემბერი 2010წ. 
 დე, დარწმუნებული ვარ ყველაფერი იცი, რაც ჩვენთან ხდება. უბრალოდ შენთან მარტო საუბარი მომენატრა. იმ დღეს, ირმაკოს და გიგას ურთიერთობის ოფიციალურად  გამოცხადების დღეს, ყველაზე მეტად ვგრძნობდი, რომ ჩვენთან იყავი, მაგრამ  ტკივილი მაინც არ მტოვებდა. ვგრძნობდი,  ყველა ჩვენგანი როგორ ცდილობდა ერთმანეთისთვის დაემალა  უშენობით გამოწვეული სევდა. ეს დღე ხომ ბედნიერების დღე იყო და არავის გვქონდა უფლება ირმასთვის ტკივილი მიგვეყენებინა. მე და მამაშენი საგანგებოდ ვემზადებოდით იმისათვის, რომ ცრემლი არ ყოფილიყო.  და თუ კი მაინც ცოტათი შევძელით ეს, პირველ რიგში,  შენი დახმარებით.  შენი სიბრძნე , გონიერება, შენი ჭკვიანური რჩევები ერთი წამითაც არ  გვტოვებს. არის ხოლმე წუთები,   როცა სასოწარკვეთის პირას ვარ , მაგრამ იმ წამსვე  გაჩნდები  და ნათელიც  გამოჩნდება:- არა,  მიშოს ეს არ უნდა, მიშო ამაზე გაბრაზდებოდა..... და მესმის შენი ხმა "მე აქ ვარ  დე..." 

დიახ, აქ ხარ!  და უფრო ახლოს, ვიდრე როდესმე.. 


"აქ ვარ დედა..."

 06 სექტემბერი. 2010 წელი


 თითქოს ძალიან კარგად მესმის ის, რომ მიშო არსადაც არ წასულა,   უფრო მეტადაც ვგრძნობ მის სიახლოვეს, მაგრამ რა ვუყო იმ საშინლად აუტანელ  გრძნობას, მონატრება რომ ჰქვია, და რომ დრო მხოლოდ ამძაფრებს ამ ტკივილს.      ორჯერ სიზმარში მიშომ მითხრა: -დედა, მე აქ ვარ შენთან , არსად არ წავსულვარ." სხეულზე ხელი ჩამოისვა და თქვა: -"ამას რა მნიშვნელობა აქვს მთავარია, რომ მე აქ ვარ."    ვიცოდი რომ მიშო იყო, თუმცა გარეგნულად არ გავდა, ამიტომ ვუთხარი-"როგორ დედი, ეს ხომ ერთი ორგანო არაა, ეს მთელი სხეულია, სხვისია და შენი გრძნობები, მახსოვრობა როგორღა შეგრჩათქო ?"ახლავე აგიხსნიო და როგორც ყოველთვის იცოდა, დაიწყო ახსნა

"სჯობს სიცოცხლესა.....

1/10/2011


  მიშოს კარაგდ ჰქონდა გააზრებულოი ადამიანის ამქვეყნიური მისია. უნდოდა ისე ეცხოვრა, რომ საამაყო კვალი დაეტოვებინა ამ ქვეყნად.   არ დასცალდა და ეს მიკლავს გულს. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები მინდა გავიხსენო.  8-ში დილით ადრე ავდექი. მაინტერესებდა,   ინფორმაციები, მაგრამ არცერთი ტელეარხი არ აჩვენებდა. ინტერნეტში რუსულ საიტზე შევედი,  ვნახე დევს ვიდეო რგოლი. გავხსენი და ვხედავ ცხინვალში რუსული ტანკები დადიან და ქუჩები ქართველი ბიჭების ცხედრებითაა მოფენილი . ვიკივლე: -ვაი თქვენს დედებს და ხმამაღლა ტირილი ამივარდა. მიშოს გაეღვიძა და

დაბადებიდანვე პიროვნება იყო



         მიშო დაბადებიდანვე პიროვნება იყო,

     ის, რომ ყველაფერზე   ყოველთვის ჰქონდა თავისი გამორჩეული,ორიგინალური აზრები,რომ დაუსრულებლად შეეძლო აეხსნა და დაემტკიცებინა თავისი მოსაზრება, ცოტა არ იყოს, დამღლელიც კი იყო   ოჯახის წევრებისთვის. შვილები არასოდეს გამირჩვია, მაგრამ მიშო იმდენად  იყო თავად გამორჩეული, რომ განსაკუთრებულ  დამოკიდებულებას ითხოვდა. ბავშვი არასდროს ყოფილა, კაცი  იყო  ყოველთვის.   ყველას ეგონა, რომ გამორჩეულად გვიყვარდა, (თუმცა,ალბათ ასეც იყო)....  საოცრად თავმდაბალი იყო.   არასოდეს    აგრძნობინებდა სხვას,   მათზე მეტი  თუ იცოდა ,   პირიქით...

აზრიანად უნდოდა ცხოვრება....


     ძალიან ხშირად ამბობდა, რომ  ადამიანისთვის პირველი დიდი გამართლება მისი ამქვეყნად მოვლინება არისო, მაგრამ თუ კი შენს ცხოვრებას ლუარსაბ თათქარიძესავით განვლებ და მოკვდები ისე, როგორც "იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ". ,აქვს კი მაშინ ამ გამართლებას აზრიო?

     აზრიანად უნდოდა მიშიკოს ცხოვრება....

 

 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები იყო.  იმ დღეს, 

როცა რუსებმა ცხინვალი დაბომბეს სახლში ვეღარავინ ვჩერდებოდით.

შტრიხები პორტრეტისათვის



                                                                                                                           შტრიხები პორტრეტისათვის


 20 აგვისტო. 2010წელი. 


     მახსოვს პატარა ბიჭი, ქვემოდან დაკვირვებული ჭკვიანური გამოხედვით, თავიდან თითქოსუკარება, მერე დროთა განმავლობაში შემეჩვია. ცოტა გულჩათხრობილი, მოსწრებული იუმორითადა ჩაბჟირებამდე მისული გულიანი სიცილით.                                                                მიშო!   გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს შენი ცხოვრების გზაზე. ყოფილიყავი მუდამჯანმრთელი, ბედნიერებითა და სიყვარულით სავსე.                                                      მიშო, ჯერ მხოლოდ მე-8 კლასი დაამთავრე ,მაგრამ მაინც ბოლო ზარია.ამ დროს მასწავლებლებიემშვიდობებიან მოსწავლეებს და სიმბოლურ საჩუქრებსაც უძღვნიან ერთმანეთს. აი, ჩემი საჩუქარიც.             გჩუქნი ლექსს:

                                             

                                                                      


                                             ***

                             მიყვარდით, რადგან სიძულვილისთვის                           

                             ერთი წამითაც ვერ მოვიცალე,

                            და ახლა ლოცვით გადაღლილ იმედს

                            ურჩი დღეები მიაბანცალებს.

                                     

                            მიყვარდით,მზერა სხივებს სწვდებოდა,

                            ქარი კიოდა თავგამოდებით. 

                            ხან ფერიები მესიზმრებოდა,

                            ხან აღსარებას გთხოვდით გოდებით,

                               

                           და ჩამოშლილი სულის კედლებით

                           იფარებოდა ფიქრთა სავანე,

                           მიყვარდით, რადგან  სიძულვილისთვის

                           ერთი წამითაც ვერ მოვიცალე! 

            

    

        პატივისცემით, კეთილი  სურვილებითა და

        სიყვარულით              ხათუნა მასწავლებელი.

                  

       14  . 06 . 2005 წელი.