„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,ზოგჯერ თქმით(აც) არ დაშავდების“
1994 წლის ივლისის თვე იყო. ეზოში
ჩემი მამამთილი შემოვიდა და წიგნი
მომაწოდა- "დედა
ენა". ეს არ იყო ჩვეულებრივი გოგებაშვილის დედა ენა. სიმართლე
უნდა ვთქვა, წიგნი ერთი შეხედვით არ მომეწონა. არ გავდა იმ დედა ენას,
რომლითაც თაობები გაიზარდა. ეს იყო წიგნი , გაფორმებული შავ-თეთრი ნახატებით და ჩემთვის თითქოსდა უინტერესო ტექსტებით. ბაბუმ, -დამოუკიდებელი სკოლის
დირექტორმა მომცა ეს წიგნი, კარგი ახალგაზრდაა და ირმა მის სკოლაში მივიყვანოთო.
(იმ წელს 1 კლასში შედიოდა ირმა). არაფერი მითქვამს, მაგრამ გუნებაში გავიფიქრე, რა წიგნიცაა სკოლაც ისეთი იქნება-მეთქი, თუმცა