მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Thursday, August 18, 2011

კომენტარის კომენტარი


მე კი ვფიქრობ საცოდავი ჩვენი ქვეყანაა სწორედ იმიტომ, რომ შენნაირი მოაზროვნეები ჰყავს. იდიალებით ცხოვრება კარგია, მაგრამ სიმართლე სხვაა, ზოგჯერ დაუნდობელიც და როცა რამეს არ ეთანხმები შენი ვარაუდი ფაქტებით თუ არა სიტყვებით მაინც უნდა თქვა და არა "ცოდო ხარ". ეს კიდევ საკითხავია ცოდო ვინაა...

ჩემი 17 წლის მიშო თსუ-ს ფორუმზე დემეტრე მე-2 შესახებ თემაში წერდა:

"საქმე იქამდე ყავდა მიყვანილი, რომ ვიღაც თათრები იბარებდნენ და "ტუქსავდნენ".ამას დავითს ვერავინ გაუბედავბდა, ან თუ გაუბედავდა "კარგ ჩიტსაც დაიჭერდა" მაგარი სუსტი მეფე იყო და მაგიტომ არ მევასება,ისე შეიძლება ბუნებით გადასარევი პიროვნება იყო, მაგრამ მეფობისთვის ვერ ივარგა!!!!! რა გულუბრყვილოდ საუბრობ. ყოველივე ამის შემდეგ, მაინც ფიქრობ რომ ამ "სისხლისმღვრელ" ყაენს ორი ვარიანტი ჰქონდა: ან დემეტრე უნდა მოეკლა, ან ქვეყანა აეოხრებინა და მარტო დემეტრეთი "დაკმაყოფილდა". მასაც მოკლავდა და ქვეყანასაც ზედ მიაყოლებდა თუ მოუნდებოდა, მაგრამ არ ქნა, ესე იგი აქ არ იყო არჩევანი (სახელმწიფოსა და ხელმწიფეს შორის) ვისი მოკვლაც უნდოდა ის მოკლა და ამის სანაცვლოდ არანაირი "სიამოვნება"(ანუ ქვეყნის აოხრება) არ მოუკლია, შესაბამისად არც არავის გაუწირავს თავი. უბრალოდ რომანტიკოსი მემატიანეები გვყავდა ყოველთვის, თუმცა კარგია როდესაც ასეთ იდეალებზე იზრდები, მერე ეცდები მიბაძო, ოღონდ იმას არა ვინც სინამდვილეში იყო, არამედ იმას ვინც უსაზღვრო ფანტაზიის მქონე მემატიანემ გაგვაცნო. იმასაც რა ექნა ასე უფრო ლამაზად გამოიყურებოდა მეფის მკვლელობა და...
არაა საჭირო ფანატიზმი საქართველოსთვის!
არ გეწყინოს, კარგი ბავშვი ხარ ისე. (ფანატიზმზე, არ გეწყინოს მეთქი. ისე რა უნდა გწყენოდა..)....."

და კიდევ სხვა მსგავს, ქვეყნისთვის მტკივნეულ თემებე როცა თამამად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე მსჯელობდა,საპასუხოდ ფაქტების ნაცვლად წერდნენ:

"იაღოველებს მეორედ კარი აღარ გაუღო" ან "შენა და აგნოსტიკოსი ხარ თუ დარვინისტი?"  და ა.შ.
მიშო კი პასუხობდა:

"რეალისტი ვარ და რასაც ლოგიკა ემხრობა, მეც იმას ვემხრობი.(მცირე გამონაკლისების გარდა!)....
"ასეთ რეაქციებზე ვგიჟდები და ვკვდები სიცილით. პასუხი რომ არ აქვთ და რაღაცეებს კითხულობენ მაგ: იეღოველი ხარ? - მაგრები ხართ რა.
P.S. თუ არ იცი რა უპასუხო საერთოდ ნუ გასცემ და მაგეთ იდიოტობებს ნუ იკითხავ. (რჩევა პროსტა, თორე შენ რაც გინდა ის ქენი. არ მკიდია?!..)
ახლა მეტყვით, ნუ განიკითხავ თუ არ გინდა შენ განგიკითხონ იმავე განკითხვითო. მაგრამ მე მაინც განვიკითხავ, მერე მეც განმიკითხონ და იქნებ ასე მაინც შემცირდეს უწესობა. ილიას უყვარდა თქმა თუ შენს ცუდზე არ მიგითითე მტერი ვყოფილვარ და არა მოყვარეო (შიძლება სხვა სიტყვებითაც ამბობდა. შეიძლება კი არა ამბობდა კიდეც)

7 comments:

  1. ჭკვიანი, ჭკვიანი , ჭკვიანი მიშო
    უფალთან არის მშვიდად და თბილად
    სიყვარულით

    ReplyDelete
  2. დიდი წყურვილი მოსჩანს ცოდნისა და შემეცნების,და დიდი გული...

    ReplyDelete
  3. Anonymous23 August, 2011
    პ.ს. ისე, ყველა ჩვიდმეტი წლის ყმაწვილს მინდა ვუთხრა, რომ სკეპტიციზმი, ცინიზმი და სიძულვილი ადამიანს ანადგურებს! საქართველოს მაჰმადიანმა მტრებმა ძალიან კარგად იცოდნენ (სხვათაშორის, 21-ე ს.-ის "თინეიჯერებზე" უკეთ) თავიანთი სისუსტეები. როცა ქართველი მღვდლების ამაზრზენი შეურაცხყოფით გავეშებულმა 2000-მა ქართველმა დედაწულიანად გაჟლიტა დამპყრობელი ბახტრიონის ომში, შაჰ-აბას |-მაც ასე შემოუთვალა ვახტანგ V-ს: ან აჯანყების მოთავეები გამომიგზავნე, ან საქართველოს ავაოხრებო. ბიძინამ, შალვამ და ელიზბარმა თავი გადადეს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდნენ ცბიერ შაჰს აღარც სამხედრო და აღარც სულიერი რესურსი აღარ ჰქონდა საქართველოზე გასალაშქრებლად. ასევე, როცა ქართველები გაიგებდნენ, რომ დემეტრე მეფემ თავი გაწირა ერისა და ქვეყნისათვის, გაასკეცებული გააფთრებით შეუტევდნენ მომხდურს, ხოლო თავის მხრივ, ყეინმაც იცოდა ასეთ შემთხვევაში რაც მოელოდა და დიახაც (!) რომ ვერ გაბედავდა მტერზე დაბოღმილი ქართველებისკენ გამოეხედვას!!! ასე რომ, დემეტრე მეფის თავგანწირვას 21-ელები ჩირქს ვერ მოსცხებენ! ფანატიზმიც და იდეალიზმიც ხშირად ნებისმიერ პრაგმატულსა და მერკანტილურ აზროვნებას თუ ყოფას სჯაბნის!!! თუმცა უკვე მანქურთებად გაწვრთნილ ქართველ თინეიჯერებს სამშობლოსათვის თავგანწირვისა აღარა გაეგებათ რა... :(

    ReplyDelete
  4. ბოდიში მინდა მოვუხადო ბლოგის ავტორს, რადგან იძულებული ვარ აქვე გავცე პასუხი კომენტარს. საკმაოდ ვიფიქრე პასუხის დაწერაზე. რომ ვიცოდე ვის ვესაუბრები, უფრო გამიადვილდებოდა პასუხის გაცემა და კომენტარიც შესაბამისად უფრო კორექტული (ან პირიქით, არაკორექტული) იქნებოდა. როგორც ჩანს ანონიმურობას არჩევს იმის გამო, რომ ასე უფრო ეიოლება სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება.

    ახლა კი ვეცდები თქვენი ნაწერიდან გამომდინარე გიპასუხოთ. დავიწყებ იმით, რომ დაგეთანხმებით ---"სკეპტიციზმი,
ცინიზმი და სიძულვილი ადამიანს ანადგურებს!"- სწორედ ამის გამო დავდე თქვენს პირველ კომენტარზე კომენტარი. თუ არა ცინიზმი და სიძულვილი,მაშინ რას ნიშნავს თქვენი სიტყვები "...თუმცა უკვე მანქურთებად გაწვრთნილ ქართველ თინეიჯერებს 
სამშობლოსათვის თავგანწირვისა აღარა გაეგებათ რა... "
    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს მიერ თქვენს შეფასებაში. თქვენ ხომ კომენტარს უკეთებთ ერთი მოზარდის ნააზრევს და არ გაქვთ მორალური უფლება შეურაცხყოფა მიაყენოთ მთელ 21 საუკუნის ახალგაზრდობას. სამწუხაროდ ჩემი მიშო ვერ გიპასუხებთ. ამის ბედნიერება რომ მქონოდა მიხვდებოდით, და შეგრცხვებოდათ თქვენივე სიტყვების. იგი არასდროს ამბობდა ,რომ ზოგადად იდეალებით ცხოვრება ცუდია. თავადაც იდეალებზე გაიზარდა და 17 წლისამ უკვე მოასწრო სახელის დატოვება, თუმცა არა იმ მასშტაბის, როგორსაც ესწრაფვოდა.

    ეს ნაწყვეტი მისი ჩანაწერებიდანაა:

    "გულწრფელად ვწუხვარ , როცა, სამწუხაროდ ბევრისთვის, სამშობლო სუფრასთან იწყება და მთავრდება. "რაც კარგები ვართ,ქართველები ვართ",იმეორებენ ამაყად და დარწმუნებული ვარ , მათ შორის არცერთს არ ესმის რას ნიშნავს, იყო ქართველი. გიყვარდეს და აფასებდე შენს კულტურას , ენას , ისტორიას ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთივე პატივისცემით მოეპყრა სხვისას. ჩემი სამშობლო იტორიულად ამ ღირებულებების მატარებელია
    კარგია როცა ამაყობ შენი ქვეყნის წარსულით,მაგრამ როცა ხარ ასეთი ქვეყნის შვილი , მხოლოდ სიამაყე არ კმარა. იყო ქართველი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა იმ წარსულის წინაშე, რომლითაც ამაყობ. "აწმყო, შობილი წარსულისაგან , არის მშობელი მომავლისა". დღეს თითოეული ჩვენთაგანია პასუხისმგებელი აწმყოზე, რომ მომავალმა თაობებმაც ასევე იამაყონ დღევანდელი საქართველოთი."

    და კიდევ - "ფანატიზმიც და იდეალიზმიც 
ხშირად ნებისმიერ პრაგმატულსა და მერკანტილურ აზროვნებას თუ ყოფას სჯაბნის!!!
    --------
    და არა ჯობნის...

    ReplyDelete
  5. Anonymous23 August, 2011
    ასეთ გამოუვალ და პარადოქსულ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ... რას მერჩოდით, ქალბატონო, რა დაგიშავეთ?! იმედს ვიტოვებ, ძალა გეყოფათ ჩემი პატიებისა...

    ReplyDelete
  6. მიშოს და ანონიმუსს.
    ბოდიში რომ აქაურ პოლემიკაში აქამდე არ შეგხმიანებივართ.
    საქმე იმაშია, რომ ორივეს გეთანხმებით.
    თუმცა პოლემიკობანას და მსჯელობანას ახლაც არ ვაპირებ. ერთი მიზეზით – ეს ანონიმუსის ბოდიშია.
    კარგი ბოდიშია, გულწრფელი. დარწმუნებული ვარ კარგი ადამიანის დაწერილია.
    მიშო, (ხო ასე უნდა მოგმართოთ?) მოდი ვურჩიოთ ამ კარგ ადამიანს, თავისი ბლოგი შექმნას. თანახმა ხართ? თქვენი თანხმობა ჩემთვის მნიშვნელოვანია.
    ბატონო ანონიმუს, გახსენით თქვენი ბლოგი. დარწმუნებული ვარ საინტერესო გამოვა.
    ძნელი არ არის. პირობას გაძლევთ დაგეხმარებით, გავიაროთ ნაბიჯ ნაბიჯ, არ დაგზარდებით, პირიქით გამეხარდება.

    ReplyDelete