გვირაბის ბოლოს სინათლეს რომ დაინახავ არ გაყვე, ჯერ ზევით აიხედე იმიტომ, რომ ყველა ცდილობს სინათლესთან მივიდეს და რა იცი, ზევით იქნებ უკეთესია რამე...(მიშო)
მარადისობა
„ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)
”მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)
Wednesday, July 18, 2012
Tuesday, December 13, 2011

ეს სურათები ზუსტად 2 წლის წინ, 2009 წლის 1იანვრის ღამისაა. ის ახალი წელი განსხვავებული

Saturday, October 1, 2011
როგორც ყოველთვის....
11 სექტემბერი 2010წ.
დე, დარწმუნებული ვარ ყველაფერი იცი, რაც ჩვენთან ხდება. უბრალოდ შენთან მარტო საუბარი მომენატრა. იმ დღეს, ირმაკოს და გიგას ურთიერთობის ოფიციალურად გამოცხადების დღეს, ყველაზე მეტად ვგრძნობდი, რომ ჩვენთან იყავი, მაგრამ ტკივილი მაინც არ მტოვებდა. ვგრძნობდი, ყველა ჩვენგანი როგორ ცდილობდა ერთმანეთისთვის დაემალა უშენობით გამოწვეული სევდა. ეს დღე ხომ ბედნიერების დღე იყო და არავის გვქონდა უფლება ირმასთვის ტკივილი მიგვეყენებინა. მე და მამაშენი საგანგებოდ ვემზადებოდით იმისათვის, რომ ცრემლი არ ყოფილიყო. და თუ კი მაინც ცოტათი შევძელით ეს, პირველ რიგში, შენი დახმარებით. შენი სიბრძნე , გონიერება, შენი ჭკვიანური რჩევები ერთი წამითაც არ გვტოვებს. არის ხოლმე წუთები, როცა სასოწარკვეთის პირას ვარ , მაგრამ იმ წამსვე გაჩნდები და ნათელიც გამოჩნდება:- არა, მიშოს ეს არ უნდა, მიშო ამაზე გაბრაზდებოდა..... და მესმის შენი ხმა "მე აქ ვარ დე..."
დიახ, აქ ხარ! და უფრო ახლოს, ვიდრე როდესმე..
"სჯობს სიცოცხლესა.....
1/10/2011
მიშოს კარაგდ ჰქონდა გააზრებულოი ადამიანის ამქვეყნიური მისია. უნდოდა ისე ეცხოვრა, რომ საამაყო კვალი დაეტოვებინა ამ ქვეყნად. არ დასცალდა და ეს მიკლავს გულს. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები მინდა გავიხსენო. 8-ში დილით ადრე ავდექი. მაინტერესებდა, ინფორმაციები, მაგრამ არცერთი ტელეარხი არ აჩვენებდა. ინტერნეტში რუსულ საიტზე შევედი, ვნახე დევს ვიდეო რგოლი. გავხსენი და ვხედავ ცხინვალში რუსული ტანკები დადიან და ქუჩები ქართველი ბიჭების ცხედრებითაა მოფენილი . ვიკივლე: -ვაი თქვენს დედებს და ხმამაღლა ტირილი ამივარდა. მიშოს გაეღვიძა და
დაბადებიდანვე პიროვნება იყო

მიშო დაბადებიდანვე პიროვნება იყო,
ის, რომ ყველაფერზე ყოველთვის ჰქონდა თავისი გამორჩეული,ორიგინალური აზრები,რომ დაუსრულებლად შეეძლო აეხსნა და დაემტკიცებინა თავისი მოსაზრება, ცოტა არ იყოს, დამღლელიც კი იყო ოჯახის წევრებისთვის. შვილები არასოდეს გამირჩვია, მაგრამ მიშო იმდენად იყო თავად გამორჩეული, რომ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ითხოვდა. ბავშვი არასდროს ყოფილა, კაცი იყო ყოველთვის. ყველას ეგონა, რომ გამორჩეულად გვიყვარდა, (თუმცა,ალბათ ასეც იყო).... საოცრად თავმდაბალი იყო. არასოდეს აგრძნობინებდა სხვას, მათზე მეტი თუ იცოდა , პირიქით...
აზრიანად უნდოდა ცხოვრება....
ძალიან ხშირად ამბობდა, რომ ადამიანისთვის პირველი დიდი გამართლება მისი ამქვეყნად მოვლინება არისო, მაგრამ თუ კი შენს ცხოვრებას ლუარსაბ თათქარიძესავით განვლებ და მოკვდები ისე, როგორც "იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ". ,აქვს კი მაშინ ამ გამართლებას აზრიო?
აზრიანად უნდოდა მიშიკოს ცხოვრება....
2008 წლის აგვისტოს ომის დღეები იყო. იმ დღეს,
როცა რუსებმა ცხინვალი დაბომბეს სახლში ვეღარავინ ვჩერდებოდით.
შტრიხები პორტრეტისათვის
შტრიხები პორტრეტისათვის
20 აგვისტო. 2010წელი.
მახსოვს პატარა ბიჭი, ქვემოდან დაკვირვებული ჭკვიანური გამოხედვით, თავიდან თითქოსუკარება, მერე დროთა განმავლობაში შემეჩვია. ცოტა გულჩათხრობილი, მოსწრებული იუმორითადა ჩაბჟირებამდე მისული გულიანი სიცილით. მიშო! გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს შენი ცხოვრების გზაზე. ყოფილიყავი მუდამჯანმრთელი, ბედნიერებითა და სიყვარულით სავსე. მიშო, ჯერ მხოლოდ მე-8 კლასი დაამთავრე ,მაგრამ მაინც ბოლო ზარია.ამ დროს მასწავლებლებიემშვიდობებიან მოსწავლეებს და სიმბოლურ საჩუქრებსაც უძღვნიან ერთმანეთს. აი, ჩემი საჩუქარიც. გჩუქნი ლექსს:
***
მიყვარდით, რადგან სიძულვილისთვის
ერთი წამითაც ვერ მოვიცალე,
და ახლა ლოცვით გადაღლილ იმედს
ურჩი დღეები მიაბანცალებს.
მიყვარდით,მზერა სხივებს სწვდებოდა,
ქარი კიოდა თავგამოდებით.
ხან ფერიები მესიზმრებოდა,
ხან აღსარებას გთხოვდით გოდებით,
და ჩამოშლილი სულის კედლებით
იფარებოდა ფიქრთა სავანე,
მიყვარდით, რადგან სიძულვილისთვის
ერთი წამითაც ვერ მოვიცალე!
პატივისცემით, კეთილი სურვილებითა და
სიყვარულით ხათუნა მასწავლებელი.
14 . 06 . 2005 წელი.
Monday, September 26, 2011
თავისუფალი დრო არასდროს ჰქონდა
თსუ-ს ფორუმზე თემა ვნახე-
აპრ. 14 2009, 15:25
"სასურველია თუ არა 16-17 წლის ბიჭმა დაიწყოს მუშაობა?" ბევრი იძახის, რომ კაია როცა ახალგაზრდა ბიჭი მუშაობას იწყებს.მისთვის ცხოვრება იცვლება,რაგდან არ ხდება მშობლებზე დამოკიდებული ფულის მხრივ და თან თავისი შრომით მოპოვებული ფულის ყადრიც იცის.მაინტერესებს თქვენი აზრი უნდა მუშაობდეს თუ არა 16-17 წლის ბიჭი?"

მიშოს დაუწერია:" ვისაც შეუძლია უნდა იმუშაოს. თუნდაც სწავლის პარალელურად, არაა პრობლემა შეთავსება.... და გოგოსაც შეუძლია"
Saturday, September 10, 2011
თსუ-ს ფორუმზე, თემა: საზოგადოებაში მოქცევის კულტურა
(circle @ Jul 5 2009, 10:35)
ე.ი. კანონები ათი მცნებასავით უნდა ვიცოდეთ თუ როგორაა ჩვენი საქმე?
Mikhail
აბა შეეცადე გაიხსენო (რათქმაუნდა თუ ოდესმე იცოდი) ათივე მცნება (გაიხსენო და არა მოძებნო) და მიხვდები, (ყოველ შემთხვევაში ჰომო საპიენს საპიენსი უნდა მიხვდეს) რომ კანონები ათ მცნებაზე უკეთ თუ არა, ნაკლებად მაინც არ უნდა იცოდე. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შეასრულო, მათი ცოდნა თუნდაც იმისთვის გჭირდებათ, რომ უკეთ დაარღვიოთ!
მაგრამ არა, დაივიწყეთ, მაინც არ გამოგივათ. ჯობია ისევ ათი მცნების სწავლას დაახარჯოთ დრო. (არანაირი 9 ან 8, –10!!!)
ე.ი. კანონები ათი მცნებასავით უნდა ვიცოდეთ თუ როგორაა ჩვენი საქმე?
Mikhail
აბა შეეცადე გაიხსენო (რათქმაუნდა თუ ოდესმე იცოდი) ათივე მცნება (გაიხსენო და არა მოძებნო) და მიხვდები, (ყოველ შემთხვევაში ჰომო საპიენს საპიენსი უნდა მიხვდეს) რომ კანონები ათ მცნებაზე უკეთ თუ არა, ნაკლებად მაინც არ უნდა იცოდე. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შეასრულო, მათი ცოდნა თუნდაც იმისთვის გჭირდებათ, რომ უკეთ დაარღვიოთ!
მაგრამ არა, დაივიწყეთ, მაინც არ გამოგივათ. ჯობია ისევ ათი მცნების სწავლას დაახარჯოთ დრო. (არანაირი 9 ან 8, –10!!!)
Friday, September 2, 2011
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგი მეზრდებოდა.
ეზოს კარი ხმაურით გააღო. აქოშინებული ოთახში შემოვარდა, ზურგჩანთა დივანზე მოისროლა და ტელეფონს ეცა. გაოცებული შევყურებ და კითხვას ვერ ვუბედავ. "გამარჯობათ ..... ბიძია, მე მიშიკო დვალიშვილი ვარ, გიორგის კლასელი. იცით, ხათუნა მასწავლებელი თუ დაგირეკავთ და გეტყვით, რომ გიორგიმ რაღაც დააშავა,არ დაიჯეროთ, გიორგის არაფერი დაუშავებია, ყველაფერი ჩემი ბრალია და გიორგი იქ საერთოდაც არ ყოფილა. ------დიახ, დიახ. ნახვამდის . "- დაასრულა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და
Thursday, August 18, 2011
კომენტარის კომენტარი
მე კი ვფიქრობ საცოდავი ჩვენი ქვეყანაა სწორედ იმიტომ, რომ შენნაირი მოაზროვნეები ჰყავს. იდიალებით ცხოვრება კარგია, მაგრამ სიმართლე სხვაა, ზოგჯერ დაუნდობელიც და როცა რამეს არ ეთანხმები შენი ვარაუდი ფაქტებით თუ არა სიტყვებით მაინც უნდა თქვა და არა "ცოდო ხარ". ეს კიდევ საკითხავია ცოდო ვინაა...
ჩემი 17 წლის მიშო თსუ-ს ფორუმზე დემეტრე მე-2 შესახებ თემაში წერდა:
"საქმე იქამდე ყავდა მიყვანილი, რომ ვიღაც თათრები იბარებდნენ და "ტუქსავდნენ".ამას დავითს ვერავინ გაუბედავბდა, ან თუ გაუბედავდა "კარგ ჩიტსაც დაიჭერდა" მაგარი სუსტი მეფე იყო და მაგიტომ არ მევასება,ისე შეიძლება ბუნებით გადასარევი პიროვნება იყო, მაგრამ მეფობისთვის ვერ ივარგა!!!!! რა გულუბრყვილოდ საუბრობ. ყოველივე ამის შემდეგ, მაინც ფიქრობ რომ ამ "სისხლისმღვრელ" ყაენს ორი ვარიანტი ჰქონდა: ან დემეტრე უნდა მოეკლა, ან ქვეყანა აეოხრებინა და მარტო დემეტრეთი "დაკმაყოფილდა". მასაც მოკლავდა და ქვეყანასაც ზედ მიაყოლებდა თუ მოუნდებოდა, მაგრამ არ ქნა, ესე იგი აქ არ იყო არჩევანი (სახელმწიფოსა და ხელმწიფეს შორის) ვისი მოკვლაც უნდოდა ის მოკლა და ამის სანაცვლოდ არანაირი "სიამოვნება"(ანუ ქვეყნის აოხრება) არ მოუკლია, შესაბამისად არც არავის გაუწირავს თავი. უბრალოდ რომანტიკოსი მემატიანეები გვყავდა ყოველთვის, თუმცა კარგია როდესაც ასეთ იდეალებზე იზრდები, მერე ეცდები მიბაძო, ოღონდ იმას არა ვინც სინამდვილეში იყო, არამედ იმას ვინც უსაზღვრო ფანტაზიის მქონე მემატიანემ გაგვაცნო. იმასაც რა ექნა ასე უფრო ლამაზად გამოიყურებოდა მეფის მკვლელობა და...
არაა საჭირო ფანატიზმი საქართველოსთვის!
არ გეწყინოს, კარგი ბავშვი ხარ ისე. (ფანატიზმზე, არ გეწყინოს მეთქი. ისე რა უნდა გწყენოდა..)....."
და კიდევ სხვა მსგავს, ქვეყნისთვის მტკივნეულ თემებე როცა თამამად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე მსჯელობდა,საპასუხოდ ფაქტების ნაცვლად წერდნენ:
"იაღოველებს მეორედ კარი აღარ გაუღო" ან "შენა და აგნოსტიკოსი ხარ თუ დარვინისტი?" და ა.შ.
მიშო კი პასუხობდა:
"რეალისტი ვარ და რასაც ლოგიკა ემხრობა, მეც იმას ვემხრობი.(მცირე გამონაკლისების გარდა!)....
"ასეთ რეაქციებზე ვგიჟდები და ვკვდები სიცილით. პასუხი რომ არ აქვთ და რაღაცეებს კითხულობენ მაგ: იეღოველი ხარ? - მაგრები ხართ რა.
P.S. თუ არ იცი რა უპასუხო საერთოდ ნუ გასცემ და მაგეთ იდიოტობებს ნუ იკითხავ. (რჩევა პროსტა, თორე შენ რაც გინდა ის ქენი. არ მკიდია?!..)
ახლა მეტყვით, ნუ განიკითხავ თუ არ გინდა შენ განგიკითხონ იმავე განკითხვითო. მაგრამ მე მაინც განვიკითხავ, მერე მეც განმიკითხონ და იქნებ ასე მაინც შემცირდეს უწესობა. ილიას უყვარდა თქმა თუ შენს ცუდზე არ მიგითითე მტერი ვყოფილვარ და არა მოყვარეო (შიძლება სხვა სიტყვებითაც ამბობდა. შეიძლება კი არა ამბობდა კიდეც)
Sunday, July 3, 2011
უცნობ მეგობარს...
„ნაყოფი სულისა არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი, სულგრძელებაი, მარხვაი, მოთმინებაი... ( პავლე მოციქული )
Thursday, March 24, 2011
ბოლო დაბადების დღე მეგობრებთან
ეს მიშოს გადაღებულია ტელეფონით. ბოლო დაბადების დღე მეგობრებთან .
16..04..2009 წელი.
მალე ოცი წლის ხდები დე. გხედავ ულამზესს, ახოვანს , ნაცნობი ფარული ღიმილით მიყურებ. ერთი სული მაქვს მოგიახლოვდე. 2 წელი გახდება მალე, რაც გულში არ ჩამიკრიხარ. როგორ ველოდი ამ დღეს, რამდენჯერ წარმოგიდგენდი ხოლმე ასეთს. ყოველთვის მქონდა შენს მიმართ, მიუხედავად დიდი სიახლოვისა, რაღაცნაირი მოკრძალება. ახლა კი, ბევრად მორიდებული შემოგყურებ, "გენაცვალოს დედიკო", გულში ჩუმად გეძახი და მოახლოვებას ვერ ვბედავ. მახსოვს, 18 წლის რომ ხდებოდი
Friday, January 21, 2011
Wednesday, January 5, 2011
რავი.......
ratom? am kiTxvaze pasuxi TiTqmis dabadebidanve mainteresebs. icis ki vinmem amomwuravi pasuxi, aramgonia. ratom? ai isev.Ravi...
ratom aravis SeuZlia Tqvas, ratom? yvelaferi pirobiTia, TviT uzustesi mecniereba maTematikac. gana SeiZleba ase zust mecnierebaSi arsebobdes iseTi brma mindoba, rogoricaa cifri 0,(9). ra aris es? an Tundac wrfe? ratom? ese igi 0,(9) SeZleba 1 iyos, an saerTodac ar arsebobdes, xolo wrfe iyos wre, an wertili. ese igi an yvelaferi, an araferi. ratom? yovel nabijze miCndeba es kiTxva, Tumca am bolo dros Tavs vikaveb xolme xmamaRla warmoTqmisgan. ratom?- imitom rom xalxi ver migebs ras vekiTxebi. zogjer SeiZleba kiTxvis arss xvdebian kidec, magram ubralid imitom, rom pasuxi ar aqvT, moyvebian Tavis marTlebas da bolos SeiZleba intrigani miwodon (CaZiebis gamo), arada gulwrfelad mainteresebs ratom? erTxel, ufro swored araerTxel , isev Cveni zusti mecnierebis (maTematikis) maswavlebeli gaminawyenda am kiTxvaze
mikhail dvaliSvili
20. 02.2009
Sunday, December 5, 2010
ჩემთვის არაფერი შეცვლილა

გუშინ ტაძრიდან პირდაპირ მაგთის ოფისში გავედი. 3 დღეა შენი ტელეფონით ბლოგზე შესვლას ვერ ვახერხებ. ის დღე კი, აქ რომ ვერ გხედავ, მძიმეა ჩემთვის. მგონი ოპერატორი ქვია, ვისაც ტელეფონი მივაწოდე და ვუთხარი რა პრობლემაც ქონდა ტელეფონს. ბევრს ეცადა, თუმცა ვერაფერი გაუგო. რადგან მიზეზს ვერ მიაგნო, ბოლოს სიმ ბარათის ბრალიაო მითხრა. იკითხა ვისზე იყო ტელეფონი გაფორმებული. ვუთხარი, რომ შენია. თვითონ მოვიდეს, პირადობა მოიტანოს და შევუცვლითო. აქ არ არის მეთქი ვუთხარი. არ მითქვამს მიზეზი რატომ არ იყავი. შემომხედა. არ ვიცი რას მიხვდა, მაგრამ მითხრა -მოიტანეთ მისი და თქვენი პირადობის მოწმობა და კიდევ ........ ცნობა,
Friday, November 12, 2010
მე ხომ თითოეულ მათგანში მიშოს ვხედავ
.................................
რომ იცოდე როგორი ახლობლები და ძვირფასები არიან შენი მეგობრები ჩემთვის. არა, სევდა არ მეძალება მათ დანახვაზე, პირიქით მიხარია და განცადა მაქვს იმისა, რომ შენც აქ ხარ, მათთან და გხედავ მათსავით გაზრდილს, დავაჟკაცებულს. მუდამ უკმაყოფილო რომ იყავი შენი სიმაღლის... ხშირ-ხშირად ამოწმებდი რამდენი სმ. მოიმატე. მე კი გეუბნები: ბიჭები 18 წლის შემდეგ უცებ იყრიან ტანს და აი, ნახავ რამხელა გახდები მეთქი. "შემდეგ" აღარ იყო...
რომ იცოდე როგორი ახლობლები და ძვირფასები არიან შენი მეგობრები ჩემთვის. არა, სევდა არ მეძალება მათ დანახვაზე, პირიქით მიხარია და განცადა მაქვს იმისა, რომ შენც აქ ხარ, მათთან და გხედავ მათსავით გაზრდილს, დავაჟკაცებულს. მუდამ უკმაყოფილო რომ იყავი შენი სიმაღლის... ხშირ-ხშირად ამოწმებდი რამდენი სმ. მოიმატე. მე კი გეუბნები: ბიჭები 18 წლის შემდეგ უცებ იყრიან ტანს და აი, ნახავ რამხელა გახდები მეთქი. "შემდეგ" აღარ იყო...
რამდენიმე დღის წინ მიშიკო იყო, ჯანელიძე ჩვენთან სახლში. მოდის ხოლმე , ხან გარეთ ნახულობს ნოდარის და სახლში არ შემოდის . ამჯერად შემოვიდა. ხომ არაფერი გჭირდებათო, არ მოგერიდოთ ნოდარი ბიძია, თუ რამე შემიძლია დამავალეთო. არა შვილო ,არაფერი არ გვჭირდებაო, ნოდარიმ.
გაზრდილა, დავაჟკაცებულა. მაშინ არ ვუთხარი.არადა, როგორ არ მჭირდება, ძალიან მჭირდება მათი სიყვარული, მათი უბრალოდ დანახვა,ხმის გაგონება, თუნდაც ერთხელ წელიწადში,რომ უფრო კარგად შევიგრძნო როგორი გახდა ჩემი მიშიკო. მე ხომ თითეულ მათგანში მიშოს ვხედავ. მათთან ერთად იზრდება {სამწუხაროდ მხოლოდ წარმოსახვაში}, ჩემი მარად 18 წლის შვილი. მიყვარხართ
Thursday, November 4, 2010
Johnny Cash - 'Hurt"
უყვარდა ეს სიმღერა, თვითონაც ხშირად მღეროდა ხოლმე. ინგლისურად ბევრს ვერაფერს ვგებულობდი და მაინცდამაინც ვერც ვხვდებოდი რა მოსწონდა ამ სიმღერაში.და გიტარაზეც რომ უკრავდა მელოდიას, თურმე ამ სიმღერის ყოფილა. ტელეფონში ჯონი ქეშის ეს კლიპი და კიდევ მისი შესრულებით ბევრი სიმღერა ვნახე.
ინტერნეტში ამ სიმღერის ტექსტი მოვიძიე.აი ისიც..."Hurt"(originally by Nine Inch Nails)
I hurt myself today
To see if I still feel
I focus on the pain
The only thing that's real
The needle tears a hole
The old familiar sting
Try to kill it all away
But I remember everything
[Chorus:]
What have I become
My sweetest friend
Everyone I know goes away
In the end
And you could have it all
My empire of dirt
I will let you down
I will make you hurt
I wear this crown of thorns
Upon my liar's chair
Full of broken thoughts
I cannot repair
Beneath the stains of time
The feelings disappear
You are someone else
I am still right here
[Chorus:]
What have I become
My sweetest friend
Everyone I know goes away
In the end
And you could have it all
My empire of dirt
I will let you down
I will make you hurt
If I could start again
A million miles away
I would keep myself
I would find a way
Thursday, October 28, 2010
Led Zeppelin-Stairway to Heaven
პირველი ეს მუსიკა იყო, მიშომ გიტარაზე რომ ააწყო. არ უყვარდა მეცადინეობისას ვინმე რომ უსმენდა. ძალიან ახლობლებმაც კი არ იცოდნენ მიშო რომ უკრავდა.იტყოდა ხოლმე- აი, მართლა კარგად რომ ვისწავლი დაკვრას, ყველას სიურპრიზს მოვუწყობო. რამდენჯერმე მარიმ სცადა ჩაწერა ტელეფონით და არ დაანება, ლამის დაუმტვრია ტელეფონი. ერთი ჩანაწერი მაინც შემოგვრჩა, შეუმჩნევლად ჩართო მარიმ ტელეფონი და ჩაწერა, მაგრამ ეს მაშინდელია, როცა ჯერ კიდევ ვერ უკრავდა კარგად... ჩვენთვის ეს ჩანაწერი ყველაზე ძვირფასი , საუკეთესო და მაგარია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შეუსრულებია გიტარაზე ეს მელოდია...
Wednesday, October 27, 2010
Debussy - Van Cliburn - Clair de lune
Thursday, September 16, 2010
მე შემიძლია , მე მზად ვარ ამისთვის!

გულწრფელად ვწუხვარ , როცა, სამწუხაროდ ბევრისთვის, სამშობლო სუფრასთან იწყება და მთავრდება. "რაც კარგები ვართ,ქართველები ვართ",იმეორებენ ამაყად და დარწმუნებული ვარ , მათ შორის არცერთს არ ესმის რას ნიშნავს, იყო ქართველი. გიყვარდეს და აფასებდე შენს კულტურას , ენას , ისტორიას ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთივე პატივისცემით მოეპყრა სხვისას. ჩემი სამშობლო იტორიულად ამ ღირებულებების მატარებელია. ჩემი აზრით ძნელად მოიძებნება ქვეყანა, სიდიდით ასე მცირე, სადაც ამდენი ეროვნების, აღმსარებლობისა და კულტურის ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და დღემდე არავის ახსოვდეს არცერთი ამ ნიშით ადამიანების შევიწროვება. კარგია როცა ამაყობ შენი ქვეყნის წარსულით,მაგრამ როცა ხარ ასეთი ქვეყნის შვილი , მხოლოდ სიამაყე არ კმარა. იყო ქართველი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა იმ წარსულის წინაშე, რომლითაც ამაყობ. "აწმყო, შობილი წარსულისაგან , არის მშობელი მომავლისა". დღეს თითოეული ჩვენთაგანია პასუხისმგებელი აწმყოზე, რომ მომავალმა თაობებმაც ასევე იამაყონ დღევანდელი საქართველოთი. ოჯახს განსაკუთრებული როლი ენიჭება ადამიანის,როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში.ჯანსაღი ოჯახი არის გარანტი ჯანსაღი პიროვნებისა.ჩემი აზრით ოჯახი ეს პატარა სახელმწიფოა, თავისი ყველა ატრიბუტით და რაც უფრო თავისუფალია, რაც უფრო დემოკრატიულია, რაც უფრო შრომისმოყვარე და შემწყნარებელია, მით მეტია შანსი მასში ჯანსაღი პიროვნების აღზრდის და ჩამოყალიბების ,ხოლო ჯანსაღი პიროვნება თავისთავად ჯანსაღი სახელმწიფოს გარანტია. საბოლოო ჯამში ეს ერთი რგოლია და რაც მყარი და ძლიერი იქნება ეს რგოლი, მით უფრო გაუჭირდება ავის მოსურნეს მისი ერთიანობის დარღვევა. ჩემი აზრით, ადამიანი რამდენ პროგრამასა და პროექტშიც არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ,რამდენ საინტერესო ლექციასაც არ უნდა უსმენდეს, ვერაფრით შეძლებს მის გამოყენებას და განხორციელებას, თუ მასში შინაგანად არ არის ეს ჩდებული. ვგრძნობ ჩემში არის პოტენციური შესაძლებლობები და რამდენად ამბიციურიც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი ეს სიტყვები: --მე შემიძლია, მე მზად ვარ ამისთვის...
მიხეილ დვალიშვილი.
14 დეკემბერი. 2008 წელი
Sunday, September 12, 2010
ავტოპორტრეტი
ძვირფასო მომავალო მასპინძელო
მე ვღებულობ მონაწილეობას "In the Global Undergraduate Exchange program" და ვფიქრობ ერთი წლის განმავლობაში მომიწევს თქვენთან ერთად ცხოვრება. მინდა ცოტა რამ გიამბოთ ჩემს შესახებ. მე მიხეილ დვალიშვილი ვარ ,18 წლის სტუდენტი საქართველოდან, ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში ჩემს ოჯახთან ერთად. ჩემი ქალაქი სიდიდით მეორეა საქართველოში მისი დედაქალაქის თბილისის შემდეგ. ეს ორი ქალაქი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და უნივერსიტეტში ჩემი ქალაქიდან დავდივარ, რის გამოც დილით ძალზედ ადრე მიწევს ადგომა, რაც ყოველთვის არ არის ადვილი. მყავს მშობლები და სამი და. დედაჩემი პროფესიით პედაგოგია ,თუმცა არ მუშაობს, დიასახლისია. მამა 28 წლის განმავლობაში იყო შსს თანამშრომელი,ახლა კი დამსახურებულ პენსიაზე იმყოფება. ჩემი უფროსი და ირმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. დარწმუნებული ვარ მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი იქნება,. რადგან უყვარს თავისი პროფესია და შრომობს წარმატების მისაღწევად. მე ვფიქრობ ეს ორი რამ აუცილებელია მიზნის მისაღწევად. ჩემი დები ზიკა და მარი, ტყუპები არიან, თუმცა გარეგნულად საგრძნობლად განსხვავდებიან. ზიკა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,ხოლო მარი დეკორატიული მებაღეობის ინსტიტუტის სტუდენტები არიან. შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს სიამაყის საფუძველი ჩემი ოჯახის გამო. ძალიან მიყვარს და ვამაყობ ჩემი ოჯახით. ვფიქრობ არც მე ვაკლებ ოჯახს სიამაყის საფუძველს... პირველივე წელს ჩავირიცხე მაღალი ქულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვთვლი ,რომ ვარ მიზანდასახული და ამასთან შრომისმოყვარე. გვაქვს მცირე საოჯახო ბიზნესი, საამქრო,სადაც ავტომობილების საბურავების შეკეთება ხდება. თავისუფალ დროს ვმუშაობ და საკმაოდ წარმატებულადაც, ვარ ხელმარჯვე,რადგან მყავს მუდმივი კლიენტები, რომლებიც მხოლოდ ჩემს ცვლაში მოდიან. დასახულ მიზანს ყოველთვის ვაღწევ შრომით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩემი და გიტერის ურთიერთობა. არანაირი მუსიკალური განათლება არ მიმიღია,არც სმენით გამოვირჩევი. სახლში მამაჩემის გიტარაზე ვცდილობდი მელოდიის აწყობას და საბოლოოდ, დიდი შრომის შემდეგ მივიღე შედეგი. ახლა შემიძლია ვთქვა , რომ არც თუ ისე ცუდად ვუკრავ თვითნასწავლის თაობაზე. ძალიან მიყვარს 70-იანი წლების და ცოტა გვიანდელი მუსიკა. ვფიქრობ ამ პერიოდში ნამდვილი შედევრები იქმნებოდა. საკმაოდ ვარ როკით გატაცებული და ამ მუსიკის დიდი კოლექციაც მაქვს. ჩემთვის როკი არა მარტო მუსიკაა. (შეიძლება ეს თქვენთვის ცოტა უცნაურიც იყოს ) ეს იყო მუსიკა ,რომელმაც ბარიერები გაარღვია და ხალხს თავისუფლებისკენ უბიძგა, თუმცა ჩემს ქვეყანაში ეს მუსიკოსები ანარქისტებად იყვნენ ცნობილნი, რადგან იმ პერიოდში საქართველო საბჭოთა ქვეყნის ნაწილი იყო და ამასთან, როგორც ბევრი სხვა დასავლური ღირებულება, ეს მუსიკაც იკრძალებოდა. ყველაფრის მიუხედავად მამაჩემმა შეძლო და დააგროვა ბევრი ფირფიტა, რომლითაც მე ვამაყობ..
ასევე ვამაყობ ჩემი სკოლით , რომელშიც 11 წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ეს არის პირველი დამოუკიდებელი სკოლა დამოუკიდებელ საქართველოში. ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი, სწორედ ამ სკოლის და მისი პედაგოგებისაა.მიმაჩნია რომ ამ სკოლამ შემძინა საკმაოდ კარგი თვისებები. ის რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა,მოგზაურობა ეს უპირველესად ჩემი სკოლის დირექტორის ვახო აბაიშვილის დამსახურებაა. მყავს უახლოესი მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს.
დადგა დრო ჩემს უარყოფით მხარეებზე ვისაუბრო... ვერ ვიტან როცა ვინმე, თუნდაც მშობელი მესაუბრება დამრიგებლური და ჭკუის სასწავლებელი ტონით. ამ დროს ვხდები საშინლად გაუწონასწორებელი. ვარ (როგორც მშობლები მეუბნებიან ) ზედმეტად ამბიციური. და კიდევ, ეს მათ გასაგონად, ვისაც ოთახში ჩემთან ერთად მოუწევს ცხოვრება-მაქვს სუნის გამძაფრებული შეგრძნება, ადვილად შევიგრძნობ სვისთვის შეუგრძნობელ სუნს და ამის გამო საშინლად მეცვლება ხასიათი. დედაჩემს ვთხოვ ჩემი უარყოფითი მხარეები შემახსენოს. ის კი დუმს, უჭირს გახსენება . ო, რა თვალთმაქცობაა.ამ სიტუაციას გამოვიყენებ ჩემს სასარგებლოდ და სხვა დროს, როცა დედაჩემი მისაყვედურებს ჩემი საქციელის გამო, ამას აუცილებლად გავახსენებ. საოცარია,ლამის დამაჯერონ, რომ უნაკლო ვარ, მაგრამ არა, ვეცდები მე მაინც არ დავინდო ჩემი თავი... ვარ სასტიკი ჯიუტი.მიჭირს ხოლმე დავთმო პოზიციები, მაშინაც კი , როცა მივხვდები, რომ არ ვარ მართალი.
დანარჩენს, უფრო დაწვრილებით მომავალში გიამბობოთ, რა თქმა უნდა, თუ კი ამის საშუალება მომეცემა.
მიხეილ დვალიშვილი.
20 ნოემბერი. 2008 წელი

ასევე ვამაყობ ჩემი სკოლით , რომელშიც 11 წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ეს არის პირველი დამოუკიდებელი სკოლა დამოუკიდებელ საქართველოში. ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი, სწორედ ამ სკოლის და მისი პედაგოგებისაა.მიმაჩნია რომ ამ სკოლამ შემძინა საკმაოდ კარგი თვისებები. ის რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა,მოგზაურობა ეს უპირველესად ჩემი სკოლის დირექტორის ვახო აბაიშვილის დამსახურებაა. მყავს უახლოესი მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს.
დადგა დრო ჩემს უარყოფით მხარეებზე ვისაუბრო... ვერ ვიტან როცა ვინმე, თუნდაც მშობელი მესაუბრება დამრიგებლური და ჭკუის სასწავლებელი ტონით. ამ დროს ვხდები საშინლად გაუწონასწორებელი. ვარ (როგორც მშობლები მეუბნებიან ) ზედმეტად ამბიციური. და კიდევ, ეს მათ გასაგონად, ვისაც ოთახში ჩემთან ერთად მოუწევს ცხოვრება-მაქვს სუნის გამძაფრებული შეგრძნება, ადვილად შევიგრძნობ სვისთვის შეუგრძნობელ სუნს და ამის გამო საშინლად მეცვლება ხასიათი. დედაჩემს ვთხოვ ჩემი უარყოფითი მხარეები შემახსენოს. ის კი დუმს, უჭირს გახსენება . ო, რა თვალთმაქცობაა.ამ სიტუაციას გამოვიყენებ ჩემს სასარგებლოდ და სხვა დროს, როცა დედაჩემი მისაყვედურებს ჩემი საქციელის გამო, ამას აუცილებლად გავახსენებ. საოცარია,ლამის დამაჯერონ, რომ უნაკლო ვარ, მაგრამ არა, ვეცდები მე მაინც არ დავინდო ჩემი თავი... ვარ სასტიკი ჯიუტი.მიჭირს ხოლმე დავთმო პოზიციები, მაშინაც კი , როცა მივხვდები, რომ არ ვარ მართალი.
დანარჩენს, უფრო დაწვრილებით მომავალში გიამბობოთ, რა თქმა უნდა, თუ კი ამის საშუალება მომეცემა.
მიხეილ დვალიშვილი.
20 ნოემბერი. 2008 წელი
Friday, August 20, 2010
Saturday, August 14, 2010
ადამიანის მისია...

ღმერთმა წუთისოფელი სიყვარულით, სიკეთით შექმნა და ამ ქვეყნად მოვლენილებმა ამ გზით უნდა ვიცხოვროთ. თუმცა ყოველთვის არ დადის ადამიანი ამ გზით, ცოდვას ცოდვაზე ამატებს და სულ უფრო ბინდდება წუთისოფელი. "ბინდისფერია სოფელი".. სიკვდილი, ანუ გარდაცვალება, ეს არის ადამიანის იმქვეყნად გადასვლა, სადაც იგი სამუდამო სასუფეველს იმკვიდრებს. სიკვდილი იმიტომ არსებობს, რომ მოჩვენებით სამყაროს , ადამიანის ცოდვებს და ბოროტებას მოუღოს ბოლო. წუთისოფლად იგი ტოვებს სხეულს, ხოლო ზეცაში მიდის სული. რაც უფრო თავისუფალია სული ცოდვებისაგან, მით უფრო მსუბუქია იგი და ახლოა ღმერთთან. ყველამ უნდა იცოდეს წუთისოფლის არსი. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან გამომშვიდობება. ერთადერთი სწორი გზა არის სიყვარულის გზა, ღვთის გზა, ყველა სიკეთის საწყისის გზა, რათა ამ სიკეთემ გაგვინათოს ჩვენი მეორე გარდაუვალი გზა სამუდამო სასუფევლისკენ...
მიხეილ დვალიშვილი. მე7- კლასი.
2004 წელი.
2004 წელი.
Subscribe to:
Posts (Atom)