მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Friday, August 20, 2010


ბავშვობიდან მახსოვს მშობლების მონათხრობი, თუ რა წარმოდგენა  ჰქონდათ მათ თავიანთ ახალგაზრდობაში ამერიკის შესახებ .კარგად მოგეხსენებათ მე-20 საუკუნეში საქართველო იძულებით იყო ჩართული საბჭოთა ცხოვრებაში. იმ პერიოდში აქტიურად მუშაობდა საბჭოთა პროპაგანდა და მისი მეშვეობით ყველა  ამ ქვეყანაში მცხოვრებთ, მათ შორის ჩემს მშობლებსაც,( რაც  მაინც და მაინც არ მომწონს ), არასწორი შეხედულება ჰქონდათ ამერიკაზე და ზოგადად  დასავლეთზე. 
იმ პერიოდში მთელს ცივილიზებულ სამყაროში ხდებოდა დიდი გარდატეხები. ამრიკაში დაიწყო თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდული მოძრაობები, რომელთა აქტიურობებმა  შედეგი გამოიღო და მოახდინა სხვადასხვა ხალხების კულტურათა დაახლოება და საბოლოოდ დაუსვა წერტილი რასობრივ  განსხვავებას.  საბჭოთა ქვეყნებში ყველა დასავლური ინფორმაცია КГВ-მიერ “დამუშავების” შემდეგ აღწევდა და ამიტომ ეს ახალგაზრდული მოძრაობები ანარქისტებად იყვნენ ცნობილნი.
   საბედნიეროდ ჩემი ბავშვობის პერიოდში საბჭოთა სისიტემა უკვე ჩამოშლილი იყო და ჩემი მშობლებისგან  განსხვავებით  ვიცოდი , რომ არსებობდა ქვეყანა, სახელად ამერიკა ,სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩასულ ადამიანს, თავისი  ცოდნითა და განათლებით შეეძლო თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება.
   ინგლისური ენისადმი ბავშვობოდანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა და რადგან ჩემს  ოჯახს არ შეეძლო ჩემთვის დამატებითი  მეცადინეობის მოცემა, ვცდილობდი ის სამი 40  წუთიანი გაკვეთილი  კვირაში ,რომელიც სკოლაში ინგლისურს ეთმობოდა, მაქსიმალურად გამომეყენებინა და შემესწავლა ენა.    ინტერნეტის მეშვეობით უცხოურ საიტებზე, ბევრ  ჩემთვის საინტერესო თემებზე მასალას მოვიძიებ და ასე ვიღრმავებ ცოდნას.
    ამერიკის საელჩოს ვებ გვერდზე ვნახე ინფორმაცია  IREX-პროგრამის შესახებ. მანამდე ბევრ პროგრამას გავცნობივარ, მაგრამ ყველა გარკვეულ  თანხებთან იყო დაკავშირებული, რაც პირადად ჩემთვის ერთგვარი ბარიერი იყო,რადგან სტუდენტს არ მქონდა საკუთარი შემოსავალი, ოჯახს კი არ შეეძლო ჩემი დახმარება მატერიალურად.      ამ პროგრამის გაცნობამ  იმედი ჩამისახა, მე საშუალება მეძლევა გამოვიყენო ეს შანსი და თავისუფალ კონკურენტულ პირობებში გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები.  გავემგზავრო ჩემს საოცნებო ქვეყანაში, სადაც  შევძლებ საკუთარი თავის  და უნარების უკეთ რეალიზებას.
 ამერიკის ცნობილ უნივერსიტეტებში   ახალგაზრდობას აქვს შესაძლებლობა  მისთვის საინტერესო სფეროში სიღრმისეული ცოდნის მიღების, ეს კი ყველაზე მეტად მხიბლავს.  ეს იქნება ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი  ჩემი ქვეყნის გარეთ და თან იმ ქვეყანაში, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია,როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლო. მე კი, დიდი იმედი მაქვს, შევძლებ  ღირსეულად წარმოვაჩინო ჩემი საქართველო. ხოლო იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ისევ  ჩემს ქვეყანას მოვახმარო. 

მიხეილ დვალიშვილი.

დეკემბერი. 2008 წელი.

2 comments:

  1. შენისთანები ჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროა ძალიან

    ReplyDelete
  2. იშვიათია ახალგაზრდებში მსგავსი შეხედულება. მე უფრო ხშირად მესმის – საქართველოდან წავიდე და დამბრუნებელი არ ვარო. კიდევ ერთხელ ამტკიცებს მიშოს ეს პოსტი მის კარგ ქართველობას

    ReplyDelete