
გუშინ ტაძრიდან პირდაპირ მაგთის ოფისში გავედი. 3 დღეა შენი ტელეფონით ბლოგზე შესვლას ვერ ვახერხებ. ის დღე კი, აქ რომ ვერ გხედავ, მძიმეა ჩემთვის. მგონი ოპერატორი ქვია, ვისაც ტელეფონი მივაწოდე და ვუთხარი რა პრობლემაც ქონდა ტელეფონს. ბევრს ეცადა, თუმცა ვერაფერი გაუგო. რადგან მიზეზს ვერ მიაგნო, ბოლოს სიმ ბარათის ბრალიაო მითხრა. იკითხა ვისზე იყო ტელეფონი გაფორმებული. ვუთხარი, რომ შენია. თვითონ მოვიდეს, პირადობა მოიტანოს და შევუცვლითო. აქ არ არის მეთქი ვუთხარი. არ მითქვამს მიზეზი რატომ არ იყავი. შემომხედა. არ ვიცი რას მიხვდა, მაგრამ მითხრა -მოიტანეთ მისი და თქვენი პირადობის მოწმობა და კიდევ ........ ცნობა,
რომელიც ჩემთვის არ არსებობს . მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ნომრის თქვენზე აღდგენას და პ რ ო ბ ლ ე მ ი ს მ ო გ ვ ა რ ე ბ ა ს ო. არა, ოპერატორი არაფერ შუაშია თუ ვერ მიხვდა პრობლემა ზუსტად ეს რომ იყო . ჩემთვის ტელეფონი და ნომერი განსაკუთრებით ძვირფასია იმიტომ რომ შენია..... ............................................... ...................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
წუხელ მოხვედი. ყოველთვის ასე იქცევი, როცა ყველაზე მეტად მიჭირს. ვიცოდი, რომ კარგი ქცევებისთვის შვებულება მოგცეს. უბედნიერესი ვიყავით, ვისხედით ყველანი ერთად და როგორც გვჩვეოდა ვსაუბრობდით. აუ, მეგობრები მომენატრაო. რაღა დაგრჩა შვილო , ერთ წელზე ნაკლები და თავისუფალი იქნები მეთქი. თუ გინდა ხვალ დავპატიჟებ ყველას მეთქი. არაო, უარი მითხარი. ...................................................
ძნელია სხვას აუხსნა ის, რომ რახან თვითონ ვერ ხედავენ ესე იგი .......... {მძულს ეს სიტყვა} მე კი..... თუ ვინმე ცრემლებს დამინახავს, მინდა იცოდნენ, რომ ეს მხოლოდ მონატრების ცრემლებია. მაშინაც ხომ გეუბნებოდი, საზღვარგარეთ სასწავლებლად რომ წახვალ, ძალიან გამიჭირდება უშენობა-მეთწი... მიჭირს, საშინლად მიჭირს და ამიტომაცაა, რომ ყველა იმ, სხვისთვის უხილავი, ძაფის გაწყვეტა, რომელიც რაღაცით შენთან მაკავშირებს, მტკივნეულია. ..........
არა, ოპერატორი არაფერ შუაშია. მან მხოლოდ ასე იცის როგორ მოაგვაროს პრობლემა.....
No comments:
Post a Comment