„ნაყოფი სულისა არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი, სულგრძელებაი, მარხვაი, მოთმინებაი... ( პავლე მოციქული )
ლუი პასტერი: „ერთ მშვენიერ დღეს მომავალ თაობას გაეცინება თანამედროვე მეცნიერ-მატერიალისტთა სისულელეზე. რაც უფრო ღრმად ვეცნობი ბუნებას, მით უფრო ვიხიბლები შემოქმედის სწორუპოვარი საქმეებით. ლაბორატორიაში მუშაობისას ღმერთს ვევედრებით, კეთილად წარმართოს ჩვენი მოღვაწეობა.“
“დენი დიდრო: „პეპელას თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო.
“ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად ვეუფლები მეცნიერებას, მით უფრო მორწმუნე ვხდები.“
თქენს ყველა პოსტს ვკითხულობ. ბევრჯერ დამიპირებია მათზე კომენტარების დატოვება და არ დამიტოვებია. აი, მსგავს თემებს კი ვერ ვტოვებ უკომენტაროდ. იმდენად ნაცნობი მსჯელობაა. იყო მართლმადიდებელი და გწამდეს ღმერთი, ვფიქრობ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა იყო კატეგორიული და ფანატიკი. არც ეკლესია ითხოვს ამას ჩვენგან. სადღაც ამოვიკითხე და ვერ ვიხსენებ ზუსტად.დაახლოებით კი ასეა -- განათლებული ადამიანი მეგობარია ღვთის, ხოლო უცოდინარი და გაუნათლებელი კი მონა.მონა კი,გინდ ღვთის იყოს ,გინდ კაცის, მაინც მონაა. თქვენ არასოდეს იქნებით მონა, ხოლო მეგობარი ღვთისა კი უკვე ხართ. რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ ხართ ურწმუნო( რწმენა კიდევ სულ სხვა რამაა, თავადაც ამბობთ) და ათეისტი, მე გეტყვით, რომ ეს ასე არაა. მერე რა, რომ სანთელს არ ანთებთ და წირვებს არ ესწრებით. მერე რა, რომ ბევრ ქრისტიანულ დოგმას უარყოფთ. (ადამიანი ხომ სწორედ ამით განსხვავდება სხვა ცხოველისგან,რომ იაზროვნოს)დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ ფიქრობთ იმას, რომ ეკლესიის მიერ აღიარებული წმინდანები ილია მართალი , დავით აღმაშენებელი, თამარი და კიდევ სხვანი წმინდა რელიგიური კანონებით ცხოვრობდნენ და რადიკალი მართლმადიდებელნი იყვნენ.
"მარადიულობასთან დაკავშირება ყველაზე ხელშესახებია შთამომავლობის დატოვებით. ეს ერთი სიკვდილის შიშის დამძლევი წამალია ათეისტებისთვის.მეორე კი გაკეთებული საქმეა, ამჯერად არა მხოლოდ ის საქმე, რომელმაც უნდა გარჩინოს, არამედ ისიც რომელიც საზოგადო, საერთო სხეულის - სახელმწიფოს და ზოგ შემთხვევაში კაცობრიობასაც სასიკეთოდ დაემჩნევa". http://www.cartveli.blogspot.com/
აი, ესაა მთავარი და არა მარტო ათეისტისთვის... და ვინ იცის, წლების შემდეგ შენზეც ისევე აღავლინონ ლოცვა ორთოდოქსებმა, როგორც ყველა დღეს არსებულ წმინდანზე.
"ვინ გაგვიმტკიცებს ოპტიმიზმს ჯიუტ მატერიალისტებs? ჩვენი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ უიმედო არ არიs. მარტივი რჩევები, სანამ ჩვენთვის და ჩვენი ძვლებისთვის ტაძარი-მუზეუმი აუშენებიათ:
ტვ ში პირველ 10-ეულში განალაგეთ: დისქავერი, დისქავერი საიენს, ნეშენალ ჯეოგრაფიკი, ჰისტორი, ენიმალ პლანეტი და სხვა საცნობარო არხები."http://www.cartveli.blogspot.com/
ეს ყველაფერი დიახაც რომ მოაზროვნე ადამიანის ნახელავია, მაგრამ არის კი იმაზე დიდი სასწსაული , ვიდრე ა დ ა მ ი ა ნ ია?????
და ბოლოს, არის ბევრი რამ, რაც ადამიანის გონებისთვის შეუცნობელია. ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას , რომ არ არსებობს. აი, როგორ და რა სახით არსებობს, არვინ იცის. მაგრამ სიყვარული რომ სჯობს ბოროტებას, საქმე- უსაქმურობას. ვფიქრობ ეს საკამათო არაა. მაშ, გვიყვარდეს და ვაკეთოთ კეთილი საქმე.
ღმერთმა ჯანსაღი ცხოვრება და ბევრი სიხარული მოგცეთ. ისე კი, მგონია ჩემს ყველაზე უახლოეს ადამიანს ვესაუბრები.
No comments:
Post a Comment