სამი დღეა ვუყურებ ამ ვიდეოს, არ ვიცი მერამდენედ. პირველივე წუთიდან ვახოს შეძახილია მიშოს მისამართით. საფრთხე დაინახა მანქანა არ დატაკებოდა მიშოს. მერე, თავზე ჭრილობას უმუშავებენ მიშოს და ცხვირზე სანტავიკდადებულს ვხედავ. სახლში რომ დაბრუნდა, ქვა მომხვდა ცხვირზეო, არაფერიაო. თავი არ უჩვენებია და მეტი არაფერი უთქვამს. მეორე დღეს ვახო მოვიდა სახლში, მიშო მოიკითხა როგორ არისო. გამიკვირდა, თუ ასე უმნიშვნელოდ იტკინა, ვახო რატომ ნერვიულობს-მეთქი და მაშინ მითხრა: ქვა რომ მომხვდა ცხვირზე, გონება დავკარგე წამიერად, წავიქეცი და თავი ქვაზე დავარტყიო. მეტს ვერაფერზე ვფიქრობ. 😢 რატომ იყო ეს ადგილები ჩემი შვილისთვის საბედისწერო. სამი წლის შემდეგ, მეორედ რომ მოუწია წასვლა, უხასიათოდ წავიდა, არ უნდოდა წასვლა. უკან თავისით ვეღარ დამიბრუნდა. 😢არ ვიცი, რა მანძილი იყო სამანქანო გზამდე, ხელით ატარეს სანდრომ და ორმა მეგობარმა. მაპატიე, ღმერთო!!! რატომ გამიმეტე ამ ჯოჯოხეთისთვის. 😢
გვირაბის ბოლოს სინათლეს რომ დაინახავ არ გაყვე, ჯერ ზევით აიხედე იმიტომ, რომ ყველა ცდილობს სინათლესთან მივიდეს და რა იცი, ზევით იქნებ უკეთესია რამე...(მიშო)
მარადისობა
„ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)
”მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment