ჩემი გიჟუკელები, რომ არა მარიამის ძალით გადაღებული ეს როლიკები....
ცეკვის პაროდია.. გინახავთ მსგავსი სადმე???ს.
რა სიგიჟეებს არ აკეთებს, მარიმ გადაღება რომ შეწყვიტოს.
გვირაბის ბოლოს სინათლეს რომ დაინახავ არ გაყვე, ჯერ ზევით აიხედე იმიტომ, რომ ყველა ცდილობს სინათლესთან მივიდეს და რა იცი, ზევით იქნებ უკეთესია რამე...(მიშო)
„ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)
”მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)
ratom? am kiTxvaze pasuxi TiTqmis dabadebidanve mainteresebs. icis ki vinmem amomwuravi pasuxi, aramgonia. ratom? ai isev.Ravi...

ბევრი აზრი მიტრიალებს თავში, მაგრამ როგორც კი ფურცელზე გადმოტანასთან მიდგება საქმე, ცოტა უფრო მიჭირს. ვფიქრობ ეს ჩემი უარყოფითი მხარეა,თუმცა გამოსწორებადი. ჩემი აზრით ბევრად უფრო პრაქტიკული ადამიანი ვარ. წერას და ლაპარაკს მირჩევნია საქმის კეთება. როგორც იტყვიან, "ასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი სჯობს." ვიმედოვნებ მომეცემა იმის საშუალება, რომ გაჩვენოთ.
მე ვღებულობ მონაწილეობას "In the Global Undergraduate Exchange program" და ვფიქრობ ერთი წლის განმავლობაში მომიწევს თქვენთან ერთად ცხოვრება. მინდა ცოტა რამ გიამბოთ ჩემს შესახებ. მე მიხეილ დვალიშვილი ვარ ,18 წლის სტუდენტი საქართველოდან, ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში ჩემს ოჯახთან ერთად. ჩემი ქალაქი სიდიდით მეორეა საქართველოში მისი დედაქალაქის თბილისის შემდეგ. ეს ორი ქალაქი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და უნივერსიტეტში ჩემი ქალაქიდან დავდივარ, რის გამოც დილით ძალზედ ადრე მიწევს ადგომა, რაც ყოველთვის არ არის ადვილი. მყავს მშობლები და სამი და. დედაჩემი პროფესიით პედაგოგია ,თუმცა არ მუშაობს, დიასახლისია. მამა 28 წლის განმავლობაში იყო შსს თანამშრომელი,ახლა კი დამსახურებულ პენსიაზე იმყოფება. ჩემი უფროსი და ირმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. დარწმუნებული ვარ მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი იქნება,. რადგან უყვარს თავისი პროფესია და შრომობს წარმატების მისაღწევად. მე ვფიქრობ ეს ორი რამ აუცილებელია მიზნის მისაღწევად. ჩემი დები ზიკა და მარი, ტყუპები არიან, თუმცა გარეგნულად საგრძნობლად განსხვავდებიან. ზიკა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,ხოლო მარი დეკორატიული მებაღეობის ინსტიტუტის სტუდენტები არიან. შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს სიამაყის საფუძველი ჩემი ოჯახის გამო. ძალიან მიყვარს და ვამაყობ ჩემი ოჯახით. ვფიქრობ არც მე ვაკლებ ოჯახს სიამაყის საფუძველს... პირველივე წელს ჩავირიცხე მაღალი ქულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვთვლი ,რომ ვარ მიზანდასახული და ამასთან შრომისმოყვარე. გვაქვს მცირე საოჯახო ბიზნესი, საამქრო,სადაც ავტომობილების საბურავების შეკეთება ხდება. თავისუფალ დროს ვმუშაობ და საკმაოდ წარმატებულადაც, ვარ ხელმარჯვე,რადგან მყავს მუდმივი კლიენტები, რომლებიც მხოლოდ ჩემს ცვლაში მოდიან. დასახულ მიზანს ყოველთვის ვაღწევ შრომით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩემი და გიტერის ურთიერთობა. არანაირი მუსიკალური განათლება არ მიმიღია,არც სმენით გამოვირჩევი. სახლში მამაჩემის გიტარაზე ვცდილობდი მელოდიის აწყობას და საბოლოოდ, დიდი შრომის შემდეგ მივიღე შედეგი. ახლა შემიძლია ვთქვა , რომ არც თუ ისე ცუდად ვუკრავ თვითნასწავლის თაობაზე. ძალიან მიყვარს 70-იანი წლების და ცოტა გვიანდელი მუსიკა. ვფიქრობ ამ პერიოდში ნამდვილი შედევრები იქმნებოდა. საკმაოდ ვარ როკით გატაცებული და ამ მუსიკის დიდი კოლექციაც მაქვს. ჩემთვის როკი არა მარტო მუსიკაა. (შეიძლება ეს თქვენთვის ცოტა უცნაურიც იყოს ) ეს იყო მუსიკა ,რომელმაც ბარიერები გაარღვია და ხალხს თავისუფლებისკენ უბიძგა, თუმცა ჩემს ქვეყანაში ეს მუსიკოსები ანარქისტებად იყვნენ ცნობილნი, რადგან იმ პერიოდში საქართველო საბჭოთა ქვეყნის ნაწილი იყო და ამასთან, როგორც ბევრი სხვა დასავლური ღირებულება, ეს მუსიკაც იკრძალებოდა. ყველაფრის მიუხედავად მამაჩემმა შეძლო და დააგროვა ბევრი ფირფიტა, რომლითაც მე ვამაყობ..
წუთისოფელი ადამიანის მიწიერი ცხოვრებაა, დროებითი საცხოვრისია, გზააა დამიანის მარადიულ სამყოფელამდე. რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს ადამიანის ცხოვრება, იგი "ჩიტივით გაგვიფრინდება". ქრისტიანული თვალსაზრისით წუთისოფელი, ადამიანის სამზადისია მარადისობაში დასამკვიდრებლად. აგორებულ ქვას გავს წუთისოფელი. იგი აგორებულ ქვასავით მძიმეა. მიგორავს ქვა, მაგრამ არ იცის გზად რა ელის, უფსკრულში ჩავარდნა თუ კარგ ადგილას შეჩერება. ასევეა ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრებაც. წუთისოფლად მოსულ ადამიანს ორი გზის გავლა უწევს: ამქვეყნიური, სადაც ადამიანი თავად ირჩევს, თუ როგორ იცხოვროს და იმქვეყნიური, სადაც ადამიანი თავისი ამქვეყნიური ცხოვრების შედეგად წარსდგება.