მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Friday, September 2, 2011

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგი მეზრდებოდა.

vishenka_34.giffriends.gif
ეზოს კარი  ხმაურით გააღო.   აქოშინებული   ოთახში შემოვარდა, ზურგჩანთა დივანზე მოისროლა და ტელეფონს ეცა. გაოცებული შევყურებ და კითხვას ვერ ვუბედავ. "გამარჯობათ   .....  ბიძია, მე მიშიკო დვალიშვილი ვარ, გიორგის კლასელი. იცით, ხათუნა მასწავლებელი თუ დაგირეკავთ და გეტყვით, რომ გიორგიმ  რაღაც დააშავა,არ დაიჯეროთ, გიორგის არაფერი დაუშავებია, ყველაფერი ჩემი ბრალია და გიორგი იქ საერთოდაც არ ყოფილა. ------დიახ, დიახ. ნახვამდის . "- დაასრულა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და
სავარძელში დაეშვა. მაშინვე მივედი-" რა მოხდა, რა დღეში ხარ, რა დააშავე ასეთი?"   ის წამები,სანამ ხმას ამოიღებდი, უსაშველოდ გაიწელა. მერე კი მითხრა,რომ თვითონ მართლა არაფერი დაუშავებია,გიორგიმ კი რაღაც ისეთი ჩაიდინა, რის გამოც  ხათუნა მასწავლებელს უთქვამს ,რომ მამამისს დაურეკავდა და ყველაფერს ეტყოდა.   შენ რატომღა დაიბრალე, თუ კი არაფერ შუაში ხარ მეთქი?
--"დედა, გიორგის მამამისი სცემს ხოლმე. ერთხელ სკოლაში ნაცემი მოვიდა, დალურჯებული.  მამამ  ქამრით მცემაო. დედა კიდევ აქ არ ყავს საზღვარგარეთაა სამუშაოდ წასული. დღეს, ხათუნა მასწავლებელი რომ დაურეკავდა, ისევ სცემდა და სირბილით წამოვედი, რომ არ მოესწრო დარეკვაო".  სხეულში საოცარი სითბო ჩამეღვარა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგი მეზრდებოდა.    არაფერი ვაგრძნობინე.თუმცა   საღამოს  ხათუნას დავურეკე. ისე , სხვათაშორის ვიკითხე მიშოს შესახებ. ვიფიქრე, თუ რამე მოხდა და მიშო ვერ მეუბნება,საუბარში ხათუნა მეტყოდა.  მითხრა, რომ მიშიკო მაბრაზებს,მოვალეობის მოხდის გამო დაწერილი თემები მოაქვს და არ მიკეთებს იმას, რისი შესაძლებლობაც აქვსო. შვებით ამოვისუნთქე. ე.ი სხვა არაფერი დაუშავებია და ეგ ხომ ისედაც ვიცოდი,  დავალების ბოლოში აწერდა ხოლმე ხათუნა მსგავს შენიშვნებს.    მაშინ, მხოლოდ 5 კლასში იყო. არ ვიცი გიორგიმ ამის შესახებ იცოდა თუ არა. 2 წლის მერე სხვა სკოლაში გადავიდა.ისიც კი არ ვიცი,გაიგო თუ არა მიშოს იმქვეყნად გადასვლა.  ისე კი, მაინტერესებს როგორი კაცი დადგა.   

No comments:

Post a Comment