თსუ-ს ფორუმზე თემა ვნახე-
აპრ. 14 2009, 15:25
"სასურველია თუ არა 16-17 წლის ბიჭმა დაიწყოს მუშაობა?" ბევრი იძახის, რომ კაია როცა ახალგაზრდა ბიჭი მუშაობას იწყებს.მისთვის ცხოვრება იცვლება,რაგდან არ ხდება მშობლებზე დამოკიდებული ფულის მხრივ და თან თავისი შრომით მოპოვებული ფულის ყადრიც იცის.მაინტერესებს თქვენი აზრი უნდა მუშაობდეს თუ არა 16-17 წლის ბიჭი?"

მიშოს დაუწერია:" ვისაც შეუძლია უნდა იმუშაოს. თუნდაც სწავლის პარალელურად, არაა პრობლემა შეთავსება.... და გოგოსაც შეუძლია"
თავისუფალი დრო არასდროს ჰქონდა, მითუმეტეს სტუდენტი რომ გახდა მაშინ. თუმცა მაინც ახერხებდა ხანდახან საამქროში მუშაობას. ერთ საღამოს შემოდის გაღიმებული და ყვება: "ერთი კლიენტი აგინებს ამ მთავრობას და მეუბნება, -"ეს არის ცხოვრება? შენ ახლა, იმის მაგივრად სკოლაში რომ სწავლობდე, დგახარ და ფიზიკურად მუშაობ". მე ვუთხარი: არა, სკოლა უკვე დავამთავრე და სტუდენტი ვარ. __ გაიკვირვა და მითხრა: -"ყოჩაღ, მუშაობ , რომ სწავლის ქირა შენი შრომით გადაიხადო? ახლა ფული თუ არ გაქვს უსწავლელი დარჩები". -არა ბიძაჩემო მე 100% დაფინანსება მაქვს და არაფერს ვიხდი. კიდევ უფრო გაიკვირვა, -"აბა რაღა ძალა გადგას რომ მუშაობ." - ძალა არ მადგას, საკუთარი საამქროა და როცა ვახერხებ ჩემთვის სახაჯო ფულს ვაკეთებმეთქი. -" შენს გამზრდელს გაუმარჯოს, ასეთი კარგი რომ გაუზრდიხარ." მერე იკითხა: -" აქ რომ თეთრი, მსუქანი ბიჭი მუშაობს ის ვინ არის?- ჩემი მამიდაშვილია, სამედიცინო უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტია მეთქი. - "ღმერთმა მაგასაც გაუმარჯოს, კარგი ბიჭი ყოფილა."
No comments:
Post a Comment