
ეს სურათები ზუსტად 2 წლის წინ, 2009 წლის 1იანვრის ღამისაა. ის ახალი წელი განსხვავებული

რესტორანში წავიდნენ. შენ და სანდრომ მოგვიანებით გააკითხეთ გოგონებს. ეს სურათებიც მაშინდელი გადაღებულია. საოცარო ღიმილი გაქვს სახეზე. თვალები? შენი მეტყველი თვალები. ვინც კარგად გიცნობს, უსიტყვოდაც მიხვდება ამ დროს განსაკუთრებით სხვანაირ ხასიათზე რომ ხარ, აი ისეთზე, კლასის ბანკეტზე რომ იყავი ბედნიერი უახლოეს ადამიანებთან ერთად. დილის 7საათზე რომ შემოხვედი გაოფლილი და გაღიმებული, მაშინ გითხარი-ფხიზელი ხარ შვილო? იმდენად უჩვეულოდ კარგ განწყობაზე იყავი. იმდენი ვიცეკვე გამოვფხიზლდიო-მითხარი.
უკვე მესამე ახალ წელს ვხვდებით სხვანაირები, მაგრამ არა შენს გარეშე. უფრო მეტად ხარ თითოეულ ჩვენგანში, ვიდრე იყავი. მერე რა,რომ ცრემლები გვახრჩობს, მონატრების, ფიზიკური სიშორის. უკვე მეორე ახალი წელი შენთან და შენს გარეშე......... როდემდე მომიწევს ასე თვლა? არმინდაააააააააააააააა
No comments:
Post a Comment