მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Saturday, October 1, 2011

როგორც ყოველთვის....

 11 სექტემბერი 2010წ. 
 დე, დარწმუნებული ვარ ყველაფერი იცი, რაც ჩვენთან ხდება. უბრალოდ შენთან მარტო საუბარი მომენატრა. იმ დღეს, ირმაკოს და გიგას ურთიერთობის ოფიციალურად  გამოცხადების დღეს, ყველაზე მეტად ვგრძნობდი, რომ ჩვენთან იყავი, მაგრამ  ტკივილი მაინც არ მტოვებდა. ვგრძნობდი,  ყველა ჩვენგანი როგორ ცდილობდა ერთმანეთისთვის დაემალა  უშენობით გამოწვეული სევდა. ეს დღე ხომ ბედნიერების დღე იყო და არავის გვქონდა უფლება ირმასთვის ტკივილი მიგვეყენებინა. მე და მამაშენი საგანგებოდ ვემზადებოდით იმისათვის, რომ ცრემლი არ ყოფილიყო.  და თუ კი მაინც ცოტათი შევძელით ეს, პირველ რიგში,  შენი დახმარებით.  შენი სიბრძნე , გონიერება, შენი ჭკვიანური რჩევები ერთი წამითაც არ  გვტოვებს. არის ხოლმე წუთები,   როცა სასოწარკვეთის პირას ვარ , მაგრამ იმ წამსვე  გაჩნდები  და ნათელიც  გამოჩნდება:- არა,  მიშოს ეს არ უნდა, მიშო ამაზე გაბრაზდებოდა..... და მესმის შენი ხმა "მე აქ ვარ  დე..." 

დიახ, აქ ხარ!  და უფრო ახლოს, ვიდრე როდესმე.. 


No comments:

Post a Comment