
დაიღალა.
დედა, რატომ ხარ ცუდ ხასიათზე? აბა ასეთი სახე რატომ გაქვს?...... დე, კიდევ ნაწყენი ხარ ჩემზე?- კი აბა, მატყუებ, ვიცი ისევ ნაწყენი ხარ, აბა მაშინ მაკოცე ....... დედა, დაანებე მაგას თავი, მოვიცლი და მე გავაკეთებ... მაჩვენე ფეხი , კიდევ გტკივა? ნუ მატყუებ, აბა რატომ გაქვს მუხლი შესიებული?...... მამა, მძიმეს ნუ აწევ, მე გავაკეთებ, როცა დრო მექნება ..:....... მაჩვენე როგორ გაქვს, იცოდე წაყვები ირმას, ელაპარაკა თავის ლექტორს და თუ საჭირო იქნება ოპერაციასაც გაიკეთებ.... არა კი არა, კი !!! .....................................................................................
დრო, - ლექციებამდე, ლექციების შემდეგ, -ყველასთვის და ყველაფრისთვის.............. “ცოტა ხანს მაცადეთ, გამოცდებს მოვრჩები და”..:......................................................
წავიდა მხოლოდ ორი დღით, რომ დაესვენა. ............................ .......................................... დაიღალა, ძალიან დაიღალა. არ ეყო ეს დრო დასვენებისთვის ..............................:........
ვისთვის, ზუსტად 4 წელია გასული. ჩვენთვის კი, მთელი ცხოვრება.
„მე, მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი“.............................................
No comments:
Post a Comment