მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Saturday, October 1, 2011

"აქ ვარ დედა..."

 06 სექტემბერი. 2010 წელი


 თითქოს ძალიან კარგად მესმის ის, რომ მიშო არსადაც არ წასულა,   უფრო მეტადაც ვგრძნობ მის სიახლოვეს, მაგრამ რა ვუყო იმ საშინლად აუტანელ  გრძნობას, მონატრება რომ ჰქვია, და რომ დრო მხოლოდ ამძაფრებს ამ ტკივილს.      ორჯერ სიზმარში მიშომ მითხრა: -დედა, მე აქ ვარ შენთან , არსად არ წავსულვარ." სხეულზე ხელი ჩამოისვა და თქვა: -"ამას რა მნიშვნელობა აქვს მთავარია, რომ მე აქ ვარ."    ვიცოდი რომ მიშო იყო, თუმცა გარეგნულად არ გავდა, ამიტომ ვუთხარი-"როგორ დედი, ეს ხომ ერთი ორგანო არაა, ეს მთელი სხეულია, სხვისია და შენი გრძნობები, მახსოვრობა როგორღა შეგრჩათქო ?"ახლავე აგიხსნიო და როგორც ყოველთვის იცოდა, დაიწყო ახსნა

_ --სული,  ასტრალური სამყარო და რაღაც მსგავსი  სიტყვები. მე შევაჩერე. არ მინდა დედიკო, ხომ  იცი მაინც ვერაფერს ვგებულობ და რა აზრი აქვს  მთავარია შენ ხარ მეთქი. მაგრამ მაინც ვეკითხები- "მაწონიც ისევე გიყვარს,როგორც ადრე? გაბრაზდა და ხმამაღლა მითხრა:- კიდევ ვერ გაიგე, რომ მე ისევ ის ვარ, და არსად წავსულვარო. მაშინ გავიქცევი და ახლავე მაწონს მოგიტანთქო.... ძილის წინ მაწონს ჭამდა ყოველთვის... მას მერე აღარ დამსიზრებია. ძალიან მინდა სიზმარში ვნახო და ჩავეხუტო ,როგორც      ყოველთვის..... 


        იყო რამდენჯერმე ასეთი ფაქტი: ყველანი ერთად ვსხედვართ  ტელევიზორთან  და ვუსმენთ ამაზრზენ ამბებს: შვილმა მამა მოკლა , ახალგაზრდამ მოხუცი გააუპატიურა, არასრულწლოვანზე ძალადობა იხმარეს და კიდევ სხვა საშინელებები.... მიშომ ამ დროს ღრმად ამოისუნთქა და თქვა: ---არა, უნდა დავუბრუნდე ფიზიკას, მხოლოდ იმიტომ, რომ შვქმნა ისეთი ბომბი, დედამიწა ამოვატრიალო და ადამიანები გადავარჩინოო.  რა თქმა უნდა შევიცხადე და ვუთხარი: --ჯერ ერთი, რა უცნაურად ლაპარაკობ, თუ კი ყველას და ყველაფერს გაანადგურებ, როგორღა გადაარჩენ, რა საშინელებაა მეთქი. მიპასუხა : --საშინელება ისაა, რაც აქ ხდება. ადამიანმა სახე დაკარგა და ყველაზე სასტიკ მხეცს ემსგავსება. სწორედაც რომ გადავარჩენ ამ ცოდვებისგანო.-- ეგ ღმრთის საქმეა და შენ კი ამის გამო ჯოჯოხეთში მოხვდები მეთქი. ---სამაგიეროდ რამდენ ადამიანს ვიხსნი? და თან მგონი ღმერთი ამის გამო არ დამსჯის, მე  მხოლოდ დავაჩქარებ მეორედ მოსვლასო.  მიშო საოცრად ფაქიზი სულის მქონე იყო და ასეთი ბინძური ამბების გაგონება სულს უფორიაქებდა.... იქნებ მართლაც გადამირჩინა უფალმა შვილი, მე კი უგნური ვარ და ვერ შემიგნია.....    საშინლად მენატრება...


No comments:

Post a Comment