
მიშო დაბადებიდანვე პიროვნება იყო,
ის, რომ ყველაფერზე ყოველთვის ჰქონდა თავისი გამორჩეული,ორიგინალური აზრები,რომ დაუსრულებლად შეეძლო აეხსნა და დაემტკიცებინა თავისი მოსაზრება, ცოტა არ იყოს, დამღლელიც კი იყო ოჯახის წევრებისთვის. შვილები არასოდეს გამირჩვია, მაგრამ მიშო იმდენად იყო თავად გამორჩეული, რომ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ითხოვდა. ბავშვი არასდროს ყოფილა, კაცი იყო ყოველთვის. ყველას ეგონა, რომ გამორჩეულად გვიყვარდა, (თუმცა,ალბათ ასეც იყო).... საოცრად თავმდაბალი იყო. არასოდეს აგრძნობინებდა სხვას, მათზე მეტი თუ იცოდა , პირიქით...
სტუდენტი გახდა თუ არა, ერთი წუთი უქმად არ გაუტარებია. ეკონომიკა ჩემი საქმე არ არისო და პარალელურად იურიდიულის ლექციებზე დადიოდა. ერთი წლის მერე გადასვლა უნდა გაეკეთებინა.
TOEFL-ის გამოცდები ჩააბარა და შემოდგომისთვის IRAX -ის გაცვლითი პროგრამისთვის ემზადებოდა.... ყველა დედას უხარია, როცა ასეთი კარგი შვილი ჰყავს . ერთხელ მოისმინა, რომ ახლობელთან მასზე ვლაპარაკობდი, მითხრა არასოდეს გამეკეთებინა ეს._ მაცალე დედა 25 წლამდე და ყველა გამიცნობს ჩემი გაკეთებული საქმეებითო...
No comments:
Post a Comment