ე.ი. კანონები ათი მცნებასავით უნდა ვიცოდეთ თუ როგორაა ჩვენი საქმე?
Mikhailაბა შეეცადე გაიხსენო (რათქმაუნდა თუ ოდესმე იცოდი) ათივე მცნება (გაიხსენო და არა მოძებნო) და მიხვდები (ყოველ შემთხვევაში ჰომო საპიენს საპიენსი უნდა მიხვდეს) რომ კანონები ათ მცნებაზე უკეთ თუ არა, ნაკლებად მაინც არ უნდა იცოდე. ეს არ ნიშნავს რომ უნდა შეასრულო, მათი ცოდნა თუნდაც იმისთვის გჭირდებათ რომ უკეთ დაარღვიოთ!
მაგრამ არა დაივიწყეთ, მაინც არ გამოგივათ. ჯობია ისევ ათი მცნების სწავლას დაახარჯოთ დრო. (არანაირი 9 ან 8, –10!!!)
ისე მემგონი თემა სხვა რამეს ეხება, მეზარება ძველი პოსტების კითხვა და რაც მომხვდა თვალში ესაა...
ისე რა კანონებზეა საუბარიციტატა(circle @ Jul 6 2009, 22:06)

ათი მცნება ხომ არ შემოგვეღო კანონების მაგივრად, უფრო კარგი ცხოვრება იქნებოდა. ჰა, რას იტყვი?...
რასთან შედარებით? გვიან ფეოდალურ ხანამდე ათი მცნება (როგირც კონსტიტუცია) და სახარება (კოდექსი) იყო სამოქმედი კანონი. რამე სხვანაირად იყო?'(გარდა ტექნიკისა და განვიტარებისა)
ადამიანი ადამიანია, არააქვს მნიშვნელობა რას დაუწერ, მაინც ისე წაიკითხავს როგორც უნდა (ან საერთოდ არ წაიკითხავს)
ერთი და ორი მცდელობა იყო ბიბლიის ინტერპრეტირების?
ასე რომ კანონები უბრალოდ შენი ნების დასადასტურებლად არის (მიუხედავად იმისა რომ მისმა შემდგენმა შეიძლება აბსოლუტურად შენგან განსხვავებული აზრი ჩადო) აკეთე რაც გინდა. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ გედავებიან შენს არჩევანს უნდა დაუდასტურო შენი სიმართლე. (თუნდაც საპირისპირო კანონის მოშველიებით, რადგან კანონი ბერკეტივითაა: როდესაც ერთი ბოლო დაბლა დაიხრება მეორე აუცილებლად აიწევს! )
P.S. მოუტანა რამე კარგი (ახლანდელისგან განსხვავებული) კაცობრიობას ათი მცნებით სარგებლობამ?
? (ეს ისე პასუხს ნუ გამცემთ) ადამიანი ადამიანია, არააქვს მნიშვნელობა რას დაუწერ, მაინც ისე წაიკითხავს როგორც უნდა (ან საერთოდ არ წაიკითხავს)
ერთი და ორი მცდელობა იყო ბიბლიის ინტერპრეტირების?
ასე რომ კანონები უბრალოდ შენი ნების დასადასტურებლად არის (მიუხედავად იმისა რომ მისმა შემდგენმა შეიძლება აბსოლუტურად შენგან განსხვავებული აზრი ჩადო) აკეთე რაც გინდა. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ გედავებიან შენს არჩევანს უნდა დაუდასტურო შენი სიმართლე. (თუნდაც საპირისპირო კანონის მოშველიებით, რადგან კანონი ბერკეტივითაა: როდესაც ერთი ბოლო დაბლა დაიხრება მეორე აუცილებლად აიწევს! )
P.S. მოუტანა რამე კარგი (ახლანდელისგან განსხვავებული) კაცობრიობას ათი მცნებით სარგებლობამ?
ციტატა(circle @ Jul 7 2009, 0:13)

ვერ გავიგე. ორი ერთმანეთის საპირისპირო კანონი არსებობს?
არა ერთი კანონი არსებობს ორი საპირისპირო მხარით.
ისე კი საპირისპირო კანონებიც არსებობს, საკმაოდ ძნელია ამზელა კანონმდებლობის შეუცდომლად კოდიფიკაცია, მაგრამ მათ გამოსწორებაზე მუშაობენ.
ისე კი საპირისპირო კანონებიც არსებობს, საკმაოდ ძნელია ამზელა კანონმდებლობის შეუცდომლად კოდიფიკაცია, მაგრამ მათ გამოსწორებაზე მუშაობენ.
ის, რომ რაღაც კანონად გიწერია და მას აღიარებ, სულაც არ ნიშნავს, რომ ასრულებ და შენში გამჯდარია
კაცობრიობა მეტად ბნელია ათი მცების გამოსაყენებლად
Mikhailათი მცნება კი მეტად ზოგადი იმისათვის რომ კანონის პრეტენზია ჰქონდეს ( კონსტიტუციაა ეგ კაცობრიობა მეტად ბნელია ათი მცების გამოსაყენებლად

ისე მეც ეგ მეწერა. კანონად ქონას აზრი არ აქვს მეთქი. (თუ არც გიცდია შეკამათება. მაშინ შენს აზრს რომ წერ, პასუხის ღილაკს არ უნდა დააჭირო. ისეც შეიძლება)
არანაირი კანონი და მისით სარგებლობა არ ცვლის ადამიანს. იმიტომ რომ როგორც უკვე ვახსენე კანონს (შესაბამისად ნებისმიერ ცნებას) ორი ბოლო აქვს და ადამიანს აქვს იმის უნარი გამოიყენოს ისე როგორც უნდა .(ყველას არა რათქმაუნდა) ამიტომაც ხვდებიან ციხეში და არსებობდა სასჯელი ექსორია, მოკვეთა, დაკრულვა და ა.შ.ციტატა(circle @ Jul 7 2009, 22:10) 
მასეა. შეუძლია კი არა მეტიც, არც არასდროს უცხოვრია ადამიანს რომელიმე კანონზე დაყრდნობით, უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანია და არა ცხოველი. ძაღლს დაკანონებული აქვს რომ კატა არ უნდა ევასებოდეს და ასეც არის. ადამიანს რაც არ უნდა დაუკანონო მაინც ისე მოიქცევა როგორც უნდა, იმიტომ რომ აზროვნებს. სწორედ ამიტომ დაკარგა ადამიანმა სამოთხე, რომელშიც იყო ცხოველი და ცხოვრობდა კანონის შესაბამისად, სანამ აზროვნება არ დაიწყო. ამიტომ ქვია იმ ხილს "ხე ცნობიერისა". (მაგრამ ახლა თქვენ ამას ნუ დაიჯერებთ და განაგრძეთ ძველებურად ცხოვრება. არ ღირს ამ წესრიგის დარღვევა. უბრალოდ მსიამოვნებს როდესაც რაღაცას ჩავაწვეთებ და მერე ვუყურებ რეაქციას.( გაღიზიანებას))

ხოდა მე იმას ვფიქრობ რომ ადამიანს კანონების გარეშეც შეუძლია ცხოვრება. მას აქვს უნარი ეწეოდეს კანონიერ ცხოვრებას კანონების ცოდნის გარეშე. "ნუ მოექცევი სხვას ისე როგორც არ გინდა რომ მოგექცნენ შენ", ჩემი აზრით ეს სწავლება ყველა არსებულ კანონს (ერთად აღებულს) ჯობია. ეს მოდის აღზრდიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ჯობია ადამიანის აღზრდას უფრო მეტი დრო დაეთმოს ვიდრე კანონებზე მუშაობას.
და თუკი კანონი არსებობს ადამიანი(ს გაგება) მასზე მაღლა უნდა იდგეს და კანონს არ უნდა ეწირებოდეს.
და თუკი კანონი არსებობს ადამიანი(ს გაგება) მასზე მაღლა უნდა იდგეს და კანონს არ უნდა ეწირებოდეს.
მასეა. შეუძლია კი არა მეტიც, არც არასდროს უცხოვრია ადამიანს რომელიმე კანონზე დაყრდნობით, უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანია და არა ცხოველი. ძაღლს დაკანონებული აქვს რომ კატა არ უნდა ევასებოდეს და ასეც არის. ადამიანს რაც არ უნდა დაუკანონო მაინც ისე მოიქცევა როგორც უნდა, იმიტომ რომ აზროვნებს. სწორედ ამიტომ დაკარგა ადამიანმა სამოთხე, რომელშიც იყო ცხოველი და ცხოვრობდა კანონის შესაბამისად, სანამ აზროვნება არ დაიწყო. ამიტომ ქვია იმ ხილს "ხე ცნობიერისა". (მაგრამ ახლა თქვენ ამას ნუ დაიჯერებთ და განაგრძეთ ძველებურად ცხოვრება. არ ღირს ამ წესრიგის დარღვევა. უბრალოდ მსიამოვნებს როდესაც რაღაცას ჩავაწვეთებ და მერე ვუყურებ რეაქციას.( გაღიზიანებას))
აბა დღეს როგორ ვცხოვრობთ თუ არა კანონებზე დაყრდნობით. ადამიანს ჯერ კიდევ "მოაზროვნე ცხოველად" მოიხსენიებენ ("ცხოველი" ჯერ არ ჩამოშორებულა).
Mikhailსწორედ მაგაშია საქმე. მე ვთქვი რომ კანონებზე დაყრდნობით ცხოვრობს ხალხი, მაგრამ კანონი ისეთ კონკრეტულს და გადაულახავს არაფერს აწესებს, რომ ზოგიერთმა მოაზროვნე ცხოველმა სათავისოდ არ გამოიყენოს. მერე რა რომ ცხოველია ადამიანი, აზროვნებს და ამიტომ ღმერთია (ეუფ, წქამოვა ახლა ფანატიკოსთა კრიტიკა) ყველა არა მხოლოდ ის ვისაც მართვა შეუძლია და არაა ნაცრისფერი
No comments:
Post a Comment