ხშირად ვფიქრობ ამაზე და დაწერა მომინდა. ზუსტად წელს ვერ ვიხსენებ, მეშვიდე თუ მერვე კლასში ვიყავი, როცა ჩემი უახლოესი მეგობრის ოჯახს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. ავტო ავარიას ემსხვერპლა ჩემი მეგობრის უფროსი ძმა. ორი მცირეწლოვანი ბიჭი დარჩა. დაახლოებით სამ წელში მამა გარდაეცვალა. უკვე სტუდენტი ვიყავი მაშინ. ამ წლების განმავლობაში ერთხელაც არ მხსოვს ბაბუცა დეიდას სახეზე ღიმილი. ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და ისიც ხმადაბლა. ხმამაღლა მხოლოდ მისი ტირილი კი არა, ღრიალი ისმოდა ხოლმე. მახსოვს ერთხელ ვუთხარი- ბაბუცა დეიდა, რატომ არსად დადიხართ, რატომ ხართ ასეთი ჩაკეტილი, იქნებ ჯობს სადმე ჩვენთან ერთად წამოხვიდე-მეთქი
-"ლამზირიკა ბოშო, მრცხვენია."
-"რისი გრცხვენია, ბაბულია?"
-"მრცხვენია, რომ ცოცხალი ვარ"
ახლაც მახსოვს მისი ბუნჩულა სახე წყლიანი თვალებით, დამნაშავე ბავშვივით მიყურებდა. ვერაფერი ვუთხარი. გულში ჩავეკარი და ცრემლები ჩავყლაპე. მაშინ ვერ ვხვდებოდი, როგორი იყო ეს სირცხვილი. ტკივილები არ ანებებდნენ თავს ამ ოჯახს. წლების შემდეგ კიდევ უფრო დიდი ტკივილები დაემატა. აღარ მინდა ამ ტკივილების გახსენება.......................................................................... მხოლოდ სირცხვილზე ვფიქრობ.................................................................................... პირველად ეს ამბავი 2009 წლის ივლისში გამახსენდა. მსგავსი ტკივილი არ არსებობს დედამიწაზე. მე ცოცხალი ვარ, ის კი არა! მე, ბაბულიასავით ჩადრი კი არა, თავსაბურიც არასდროს მხურებია. ღიმილიც კი არ მომიშორებია სახიდან, (სალამი ღიმილის გარეშე არ გამომდის). არ ჩავკეტილვარ სახლში. შვილიშვილებთან ერთად სახლობანასაც ვთამაშობ, თმებსაც ვიღებავ. მერე რა? (ტკივილზე აღარაფერს ვამბობ, ეს ჩემი ცხოვრებაა ასეთ მიშოსთან ერთად). მერე ის, რომ ეს საშინელი სირცხვილის გრძნობა არ მანებებს თავს. მე აქ ვარ, ამ ცოდვილ მიწაზე, ის კი არა. ხო, მრცხვენია, მრცხვენია საკუთარი თავის, თვალების, ხანდხან სარკეში ჩახედვისას უფრო ხალისიანი თუ შევამჩნიე, კიდევ ის, რომ ვერ შევასრულე რასაც ვფიქრობდი და წამალის არ დალევა კი არა, გავქანდი და ოპერაციაც გავიკეთე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ძალიან მრცხვენია ბაბულია, 😢