მარადისობა

ჰოი, სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ,ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი“ (რომ. 11, 33);
„ვასწავლე უსჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ“ - (50-ე ფსალმუნი)

მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული”.(მიგელ დე უნამუნო)

Saturday, July 11, 2015


თავის ავტობიოგრაფიაში მიშო წერს,- „დედაჩემს ვთხოვ ჩემი უარყოფითი მხარეები შემახსენოს. ის კი დუმს, უჭირს გახსენება. ოხ, რა თვალთმაქცობაა. ამ სიტუაციას გამოვიყენებ ჩემ სასარგებლოდ და სხვა დროს, როცა დედაჩემი მისაყვედურებს ჩემი საქციელის გამო, ამას აუცილებლად გავახსენებ.“
კარგად მახსოვს ეს დღე. მიშო გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რაღაცეებს წერდა და ღიმილიანი სახით მითხრა:- დე, რა ამპარტავანი ვარ,აუცილებელად უნდა დავწერო ჩემი უარყოფითი მხარეები და ბევრი ვერაფერი გავიხსენე, დამეხმარე, სულ მუდამ რომ მსაყვედურობ, ახლა შემახსენე ჩემი უარყოფითი თვისებებიო. მართლა გამიჭირდა, ვერაფერით გავიხსენე.  ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, მართლა ვცდილობ რამე ისეთის გახსენებას,  რაც მასში როგორც დედას არ მომწონდა. შვილებს შორის მიშო ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა საყვედურებს, თუმცა მეტს ვითხოვდი მისგან, რადგან ვიცოდი მეტი შეეძლო. არასდროს მიმიცია შენიშვნა უზრდელობის, რამე მავნე ჩვევის გამო. რაც ყველაზე მეტად არ მომწონდა, უფრო სწორედ არ მინდოდა ასეთი ყოფილიყო, ეს იყო ზედმეტად გულჩვილობა. მათზე არანაკლებ ტკიოდა, ვის ტკივილსაც იზიარებდა. ხშირად, ამბის მოყოლისას, ცრემლები ასწრებდა. თავადაც არ მოსწონდა ეს , მაგრამ თავს ვერ ერეოდა.   ყოფილა შემთხვევა, როცა ამ „სისუსტის“ გადასაფარად მეორე უკიდურესობაში გადავიდოდა და საკმაოდ უხეშად იქცეოდა. დიდხანს ვერ ირგებდა ან ნიღაბს და მალევე იქცეოდა ნამდვილ მიშოდ. ეს ე.წ. სისუსტე სულაც არ უშლიდა ხელს მას, რომ 
 ყოფილიყო ყველა ახლობელისთვის საიმედო დასაყრდენი. არ იყო მისთვის არანაირი წინააღმდეგობა, რომელსაც იგი ვერ მოერეოდა მათ დასახმარებლად. მჯერა მისი მეგობრებიც ბევრჯერ გაიხსენებენ სწორედ ასეთ მიშოს.
დღეს ზუსტად ვიცი ამ სიტყვების არსი - „ფეხქვეშ მიწა გამოგვეცალა“

Tuesday, April 29, 2014

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,ზოგჯერ თქმით(აც) არ დაშავდების“

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,ზოგჯერ თქმით(აც) არ დაშავდების“

   1994 წლის ივლისის თვე იყო. ეზოში  ჩემი მამამთილი შემოვიდა და  წიგნი მომაწოდა-  "დედა ენა". ეს არ იყო ჩვეულებრივი გოგებაშვილის დედა ენა. სიმართლე უნდა ვთქვა, წიგნი ერთი შეხედვით არ მომეწონა. არ გავდა იმ დედა ენას, რომლითაც თაობები გაიზარდა. ეს იყო წიგნი , გაფორმებული შავ-თეთრი ნახატებით  და ჩემვის თითქოსდა უინტერესო ტექსტებით. ბაბუმ, -დამოუკიდებელი სკოლის დირექტორმა მომცა ეს წიგნი, კარგი ახალგაზრდაა და ირმა მის სკოლაში მივიყვანოო. (იმ წელს 1 კლასში შედიოდა ირმა). არაფერი მითქვამს, მაგრამ გუნებაში გავიფიქრე, რა წიგნიცაა სკოლაც ისეთი იქნებთქო. თუმცა

Sunday, July 14, 2013

  მიშო, დამაწერინე რა.... მიშ, ამიხსენი რა.. მიშო, გადამათარგმნინე რა... გთხოვ დამიჯექი, ისე ვერ ვმეცადინეობ...  მიში, ნახე რა, სწორად დავწერე? მოდი რა, ერთად ამოვხსნათ  ეს ამოცანა... მიშო, გასაუბრებაზე წამყევი რა...  მიშო, სანდრომ თქვა გამოვიდეს, დახმარება მჭირდებაო... მიშო, ფული მომე რა...  მიში, დედა გენაცვალოს, გამეგზავნე...  მიშო, ცეხს მიხედე...მიშო... მიშო..   მიშო..  .მიშო...    მიში... მიშიკო.....

Wednesday, March 27, 2013


მალე ოცი წლის ხდები დე.       გხედავ ულამზესს,  ახოვანს , სახეზე ნაცნობი ფარული ღიმილით მიყუურებ. ერთი სული მაქვს მოგიახლოვდე,  სიხარულისგან გული ამოვარდნაზე მაქვს. 2 წელი გახდება მალე,  რაც  გულში არ ჩამიკრიხარ.  როგორ ველოდი ამ დღეს, რამდენჯერ წარმოგიდგენდი ხოლმე  ასეთს.  რატომღაც, მიუხედავად  დიდი სიახლოვისა,  ყოველთვი მქონდა შენს მიმართ რაღაცნაირი მოკრძალება. ახლა კი  ბევრად მორიდებული შემოგყურებ, "გენაცვალოს დედიკო, გულში  ჩუმად გეძახი და მოახლოვებას ვერ ვბედავ.    მახსოვს,  18 წლის რომ ხდებოდი   მომეხვიე და მითხარი  "რა  პატარა ყოფილხარ სიმაღლეში ლამზო"?, გულში პატარა ბავშვივით ჩამიკარი  და  "ჩემი დედიკონაო" მითხარი. გთხოვეთ მე და მამიკომ,  ახლა მაინც,  18 წლის ხდები და მოიყვანე  შენი მეგობრები სახლში, საუკეთესო სუფრას გაგიშლით თქო. არაო უარი გვითხარი. ბიჭებთან ერთად მცხეთაში მივდივარ და ასე აღვნიშნავთ ამ დღესო. დილით დაჩიმ, კოტემ და ტატომ მოგაკითხეს,  საჩუქარი შემოიტანე სახლში,  თიხის სასმისები და იასამანის დიდი თაიგული. ამ სასმისებით დღეს მხოლოდ შენს სადღეგრძელოს  სვამენ.  მერე კი, მცხეთაში წასულხართ. აი ეს სურათები, იმ დღესაა გადაღებული  შენი ტელეფონით.
.……აქ შენ და ტატო უკვე სტუდენტები ხართ , დაჩი და კოტე წელს ჩააბარებენ  და შემდეგი წლიდან უკვე 4 სტუდენტი ხშირად ივლით ერთად თბილისის ქუჩებში. როგორ გეჩქარებოდა ეს დღე....     შენს გარეშე დაუდგათ ბიჭებს ეს დღე.
ახლა 20 წლის ხდები, და არა "გახდებოდი." ამჯერად  შენი ნების გარეშე მოვლენ ჩვენთან სახლში მეგობრები.     ვისაუბრებთ შენზე, მათზე და საერთოდ ყველაფერზე. შენც  ჩვენთან იქნები. მე ყოველ მათგანში შენს სახეს ვხედავ, მეტ-ნაკლებად, რათქმა უნდა.  …………
 როგორ ველოდი ამ დღეს... ახლა კი… გხედავ ბევრად ლამაზს, ვედრე როდისმე  წარმოგიდგენდი. ფარული ღიმილით, მეტყველი, ბრძნული, სევდანარევი გამოხედვით. "გენაცვალოს დედიკო" ვიმეორებ გულში და რაღაც ძალა მაკავებს მოვიდე და გულში მაგრად ჩაგიკრა. ახლა, ალბათ, კიდევ უფრო პატარა გეჩვენება  შენი "დედიკონა" და ამასთან ძალზედ უმწეო......  რა ძალიან ახლოს ხარ და რა ძალიან შორს.....



14 აპრილი 2011წ.

  

ციტატა(circle @ Jul 5 2009, 10:35) *
ე.ი. კანონები ათი მცნებასავით უნდა ვიცოდეთ თუ როგორაა ჩვენი საქმე?
Mikhail
აბა შეეცადე გაიხსენო (რათქმაუნდა თუ ოდესმე იცოდი) ათივე მცნება (გაიხსენო და არა მოძებნო) და მიხვდები (ყოველ შემთხვევაში ჰომო საპიენს საპიენსი უნდა მიხვდეს) რომ კანონები ათ მცნებაზე უკეთ თუ არა, ნაკლებად მაინც არ უნდა იცოდე. ეს არ ნიშნავს რომ უნდა შეასრულო, მათი ცოდნა თუნდაც იმისთვის გჭირდებათ რომ უკეთ დაარღვიოთ!
მაგრამ არა დაივიწყეთ, მაინც არ გამოგივათ. ჯობია ისევ ათი მცნების სწავლას დაახარჯოთ დრო. (არანაირი 9 ან 8, –10!!!)
ისე მემგონი თემა სხვა რამეს ეხება, მეზარება ძველი პოსტების კითხვა და რაც მომხვდა თვალში ესაა...
ისე რა კანონებზეა საუბარიციტატა(circle @ Jul 6 2009, 22:06) *

ათი მცნება ხომ არ შემოგვეღო კანონების მაგივრად, უფრო კარგი ცხოვრება იქნებოდა. ჰა, რას იტყვი?...
Mikhail
რასთან შედარებით? გვიან ფეოდალურ ხანამდე ათი მცნება (როგირც კონსტიტუცია) და სახარება (კოდექსი) იყო სამოქმედი კანონი. რამე სხვანაირად იყო?'(გარდა ტექნიკისა და განვიტარებისა)
ადამიანი ადამიანია, არააქვს მნიშვნელობა რას დაუწერ, მაინც ისე წაიკითხავს როგორც უნდა (ან საერთოდ არ წაიკითხავს)
ერთი და ორი მცდელობა იყო ბიბლიის ინტერპრეტირების?
ასე რომ კანონები უბრალოდ შენი ნების დასადასტურებლად არის (მიუხედავად იმისა რომ მისმა შემდგენმა შეიძლება აბსოლუტურად შენგან განსხვავებული აზრი ჩადო) აკეთე რაც გინდა. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ გედავებიან შენს არჩევანს უნდა დაუდასტურო შენი სიმართლე. (თუნდაც საპირისპირო კანონის მოშველიებით, რადგან კანონი ბერკეტივითაა: როდესაც ერთი ბოლო დაბლა დაიხრება მეორე აუცილებლად აიწევს! )

P.S. მოუტანა რამე კარგი (ახლანდელისგან განსხვავებული) კაცობრიობას ათი მცნებით სარგებლობამ?
? (ეს ისე პასუხს ნუ გამცემთ) 
 ციტატა(circle @ Jul 7 2009, 0:13) *

ვერ გავიგე. ორი ერთმანეთის საპირისპირო კანონი არსებობს?
Mikhail
არა ერთი კანონი არსებობს ორი საპირისპირო მხარით.
ისე კი საპირისპირო კანონებიც არსებობს, საკმაოდ ძნელია ამზელა კანონმდებლობის შეუცდომლად კოდიფიკაცია, მაგრამ მათ გამოსწორებაზე მუშაობენ.

ციტატა(mariami24 @ Jul 6 2009, 23:02) *

ის, რომ რაღაც კანონად გიწერია და მას აღიარებ, სულაც არ ნიშნავს, რომ ასრულებ და შენში გამჯდარია

კაცობრიობა მეტად ბნელია ათი მცების გამოსაყენებლად
Mikhailათი მცნება კი მეტად ზოგადი იმისათვის რომ კანონის პრეტენზია ჰქონდეს ( კონსტიტუციაა ეგ smile.gif )
ისე მეც ეგ მეწერა. კანონად ქონას აზრი არ აქვს მეთქი. (თუ არც გიცდია შეკამათება. მაშინ შენს აზრს რომ წერ, პასუხის ღილაკს არ უნდა დააჭირო. ისეც შეიძლება)

არანაირი კანონი და მისით სარგებლობა არ ცვლის ადამიანს. იმიტომ რომ როგორც უკვე ვახსენე კანონს (შესაბამისად ნებისმიერ ცნებას) ორი ბოლო აქვს და ადამიანს აქვს იმის უნარი გამოიყენოს ისე როგორც უნდა .(ყველას არა რათქმაუნდა) ამიტომაც ხვდებიან ციხეში და არსებობდა სასჯელი ექსორია, მოკვეთა, დაკრულვა და ა.შ.ციტატა(circle @ Jul 7 2009, 22:10) *

ხოდა მე იმას ვფიქრობ რომ ადამიანს კანონების გარეშეც შეუძლია ცხოვრება. მას აქვს უნარი ეწეოდეს კანონიერ ცხოვრებას კანონების ცოდნის გარეშე. "ნუ მოექცევი სხვას ისე როგორც არ გინდა რომ მოგექცნენ შენ", ჩემი აზრით ეს სწავლება ყველა არსებულ კანონს (ერთად აღებულს) ჯობია. ეს მოდის აღზრდიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ჯობია ადამიანის აღზრდას უფრო მეტი დრო დაეთმოს ვიდრე კანონებზე მუშაობას.

და თუკი კანონი არსებობს ადამიანი(ს გაგება) მასზე მაღლა უნდა იდგეს და კანონს არ უნდა ეწირებოდეს.


მასეა. შეუძლია კი არა მეტიც, არც არასდროს უცხოვრია ადამიანს რომელიმე კანონზე დაყრდნობით, უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანია და არა ცხოველი. ძაღლს დაკანონებული აქვს რომ კატა არ უნდა ევასებოდეს და ასეც არის. ადამიანს რაც არ უნდა დაუკანონო მაინც ისე მოიქცევა როგორც უნდა, იმიტომ რომ აზროვნებს. სწორედ ამიტომ დაკარგა ადამიანმა სამოთხე, რომელშიც იყო ცხოველი და ცხოვრობდა კანონის შესაბამისად, სანამ აზროვნება არ დაიწყო. ამიტომ ქვია იმ ხილს "ხე ცნობიერისა". 
(მაგრამ ახლა თქვენ ამას ნუ დაიჯერებთ და განაგრძეთ ძველებურად ცხოვრება. არ ღირს ამ წესრიგის დარღვევა. უბრალოდ მსიამოვნებს როდესაც რაღაცას ჩავაწვეთებ და მერე ვუყურებ რეაქციას.( გაღიზიანებას))

ციტატა(circle @ Jul 8 2009, 14:14) *

აბა დღეს როგორ ვცხოვრობთ თუ არა კანონებზე დაყრდნობით. ადამიანს ჯერ კიდევ "მოაზროვნე ცხოველად" მოიხსენიებენ ("ცხოველი" ჯერ არ ჩამოშორებულა).

Mikhailსწორედ მაგაშია საქმე. მე ვთქვი რომ კანონებზე დაყრდნობით ცხოვრობს ხალხი, მაგრამ კანონი ისეთ კონკრეტულს და გადაულახავს არაფერს აწესებს, რომ ზოგიერთმა მოაზროვნე ცხოველმა სათავისოდ არ გამოიყენოს. მერე რა რომ ცხოველია ადამიანი, აზროვნებს და ამიტომ ღმერთია (ეუფ, წქამოვა ახლა ფანატიკოსთა კრიტიკა) ყველა არა მხოლოდ ის ვისაც მართვა შეუძლია და არაა ნაცრისფერი

 

Wednesday, July 18, 2012

 ტკივილი? არა, არ ვიცი რა ქვია, სიღრმეში იწყება, მერე მთელ სხეულს მოივლის და ბოლოს თავში საშინელი ხმაური და აუტანელი განცდა იწყება,  თითქოს ჭიანჭველები   დამესია.

შენი ბრალია,    შენი ბრალია..........   
  
2009 წელი
 გუშინ  ბოლო გამოცდა ჩააბარა და უკვე მეორე კურსის სტუდენტია.   17 ივლისია,

Tuesday, December 13, 2011



ეს სურათები ზუსტად 2 წლის წინ, 2009 წლის 1იანვრის ღამისაა. ის ახალი წელი განსხვავებული
იყო ჩვენს ოჯახში ბევრი რამით. პირველი ის, რომ ნაძვის ხის დადგმა, რატომღაც, არა ჩვეულ ადგილას სასტუმრო ოთახში, არამედ  სახლის მარცხენა შესასვლელში გადავწყვიტეთ,  ახალი წლის შესახვედრად   ყველანი  მამაპაპური მრგვალი მაგიდის გარშემო  ვიკრიბებოდით. ამ ახალი  წლის  შეხვედრა კი დაბლა, სასადილო ოთახში გადავწყვიტეთ.  სანდრო  ჩვენთან შეხვდა ახალ წელს .     გოგოები   1    საათისთვის    მეგობრებთან     ერთად

Saturday, October 1, 2011

როგორც ყოველთვის....

 11 სექტემბერი 2010წ. 
 დე, დარწმუნებული ვარ ყველაფერი იცი, რაც ჩვენთან ხდება. უბრალოდ შენთან მარტო საუბარი მომენატრა. იმ დღეს, ირმაკოს და გიგას ურთიერთობის ოფიციალურად  გამოცხადების დღეს, ყველაზე მეტად ვგრძნობდი, რომ ჩვენთან იყავი, მაგრამ  ტკივილი მაინც არ მტოვებდა. ვგრძნობდი,  ყველა ჩვენგანი როგორ ცდილობდა ერთმანეთისთვის დაემალა  უშენობით გამოწვეული სევდა. ეს დღე ხომ ბედნიერების დღე იყო და არავის გვქონდა უფლება ირმასთვის ტკივილი მიგვეყენებინა. მე და მამაშენი საგანგებოდ ვემზადებოდით იმისათვის, რომ ცრემლი არ ყოფილიყო.  და თუ კი მაინც ცოტათი შევძელით ეს, პირველ რიგში,  შენი დახმარებით.  შენი სიბრძნე , გონიერება, შენი ჭკვიანური რჩევები ერთი წამითაც არ  გვტოვებს. არის ხოლმე წუთები,   როცა სასოწარკვეთის პირას ვარ , მაგრამ იმ წამსვე  გაჩნდები  და ნათელიც  გამოჩნდება:- არა,  მიშოს ეს არ უნდა, მიშო ამაზე გაბრაზდებოდა..... და მესმის შენი ხმა "მე აქ ვარ  დე..." 

დიახ, აქ ხარ!  და უფრო ახლოს, ვიდრე როდესმე.. 


"აქ ვარ დედა..."

 06 სექტემბერი. 2010 წელი


 თითქოს ძალიან კარგად მესმის ის, რომ მიშო არსადაც არ წასულა,   უფრო მეტადაც ვგრძნობ მის სიახლოვეს, მაგრამ რა ვუყო იმ საშინლად აუტანელ  გრძნობას, მონატრება რომ ჰქვია, და რომ დრო მხოლოდ ამძაფრებს ამ ტკივილს.      ორჯერ სიზმარში მიშომ მითხრა: -დედა, მე აქ ვარ შენთან , არსად არ წავსულვარ." სხეულზე ხელი ჩამოისვა და თქვა: -"ამას რა მნიშვნელობა აქვს მთავარია, რომ მე აქ ვარ."    ვიცოდი რომ მიშო იყო, თუმცა გარეგნულად არ გავდა, ამიტომ ვუთხარი-"როგორ დედი, ეს ხომ ერთი ორგანო არაა, ეს მთელი სხეულია, სხვისია და შენი გრძნობები, მახსოვრობა როგორღა შეგრჩათქო ?"ახლავე აგიხსნიო და როგორც ყოველთვის იცოდა, დაიწყო ახსნა

"სჯობს სიცოცხლესა.....

1/10/2011


  მიშოს კარაგდ ჰქონდა გააზრებულოი ადამიანის ამქვეყნიური მისია. უნდოდა ისე ეცხოვრა, რომ საამაყო კვალი დაეტოვებინა ამ ქვეყნად.   არ დასცალდა და ეს მიკლავს გულს. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები მინდა გავიხსენო.  8-ში დილით ადრე ავდექი. მაინტერესებდა,   ინფორმაციები, მაგრამ არცერთი ტელეარხი არ აჩვენებდა. ინტერნეტში რუსულ საიტზე შევედი,  ვნახე დევს ვიდეო რგოლი. გავხსენი და ვხედავ ცხინვალში რუსული ტანკები დადიან და ქუჩები ქართველი ბიჭების ცხედრებითაა მოფენილი . ვიკივლე: -ვაი თქვენს დედებს და ხმამაღლა ტირილი ამივარდა. მიშოს გაეღვიძა და

დაბადებიდანვე პიროვნება იყო



         მიშო დაბადებიდანვე პიროვნება იყო,

     ის, რომ ყველაფერზე   ყოველთვის ჰქონდა თავისი გამორჩეული,ორიგინალური აზრები,რომ დაუსრულებლად შეეძლო აეხსნა და დაემტკიცებინა თავისი მოსაზრება, ცოტა არ იყოს, დამღლელიც კი იყო   ოჯახის წევრებისთვის. შვილები არასოდეს გამირჩვია, მაგრამ მიშო იმდენად  იყო თავად გამორჩეული, რომ განსაკუთრებულ  დამოკიდებულებას ითხოვდა. ბავშვი არასდროს ყოფილა, კაცი  იყო  ყოველთვის.   ყველას ეგონა, რომ გამორჩეულად გვიყვარდა, (თუმცა,ალბათ ასეც იყო)....  საოცრად თავმდაბალი იყო.   არასოდეს    აგრძნობინებდა სხვას,   მათზე მეტი  თუ იცოდა ,   პირიქით...

აზრიანად უნდოდა ცხოვრება....


     ძალიან ხშირად ამბობდა, რომ  ადამიანისთვის პირველი დიდი გამართლება მისი ამქვეყნად მოვლინება არისო, მაგრამ თუ კი შენს ცხოვრებას ლუარსაბ თათქარიძესავით განვლებ და მოკვდები ისე, როგორც "იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ". ,აქვს კი მაშინ ამ გამართლებას აზრიო?

     აზრიანად უნდოდა მიშიკოს ცხოვრება....

 

 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები იყო.  იმ დღეს, 

როცა რუსებმა ცხინვალი დაბომბეს სახლში ვეღარავინ ვჩერდებოდით.

შტრიხები პორტრეტისათვის



                                                                                                                           შტრიხები პორტრეტისათვის


 20 აგვისტო. 2010წელი. 


     მახსოვს პატარა ბიჭი, ქვემოდან დაკვირვებული ჭკვიანური გამოხედვით, თავიდან თითქოსუკარება, მერე დროთა განმავლობაში შემეჩვია. ცოტა გულჩათხრობილი, მოსწრებული იუმორითადა ჩაბჟირებამდე მისული გულიანი სიცილით.                                                                მიშო!   გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს შენი ცხოვრების გზაზე. ყოფილიყავი მუდამჯანმრთელი, ბედნიერებითა და სიყვარულით სავსე.                                                      მიშო, ჯერ მხოლოდ მე-8 კლასი დაამთავრე ,მაგრამ მაინც ბოლო ზარია.ამ დროს მასწავლებლებიემშვიდობებიან მოსწავლეებს და სიმბოლურ საჩუქრებსაც უძღვნიან ერთმანეთს. აი, ჩემი საჩუქარიც.             გჩუქნი ლექსს:

                                             

                                                                      


                                             ***

                             მიყვარდით, რადგან სიძულვილისთვის                           

                             ერთი წამითაც ვერ მოვიცალე,

                            და ახლა ლოცვით გადაღლილ იმედს

                            ურჩი დღეები მიაბანცალებს.

                                     

                            მიყვარდით,მზერა სხივებს სწვდებოდა,

                            ქარი კიოდა თავგამოდებით. 

                            ხან ფერიები მესიზმრებოდა,

                            ხან აღსარებას გთხოვდით გოდებით,

                               

                           და ჩამოშლილი სულის კედლებით

                           იფარებოდა ფიქრთა სავანე,

                           მიყვარდით, რადგან  სიძულვილისთვის

                           ერთი წამითაც ვერ მოვიცალე! 

            

    

        პატივისცემით, კეთილი  სურვილებითა და

        სიყვარულით              ხათუნა მასწავლებელი.

                  

       14  . 06 . 2005 წელი.

Monday, September 26, 2011

თავისუფალი დრო არასდროს ჰქონდა


     თსუ-ს ფორუმზე თემა ვნახე-

                                                           აპრ. 14 2009, 15:25   
"სასურველია თუ არა 16-17 წლის ბიჭმა დაიწყოს მუშაობა?"    ბევრი იძახის, რომ კაია როცა ახალგაზრდა ბიჭი მუშაობას იწყებს.მისთვის ცხოვრება იცვლება,რაგდან არ ხდება მშობლებზე დამოკიდებული ფულის მხრივ და თან თავისი შრომით მოპოვებული ფულის ყადრიც იცის.მაინტერესებს თქვენი აზრი უნდა მუშაობდეს თუ არა 16-17 წლის ბიჭი?"

მიშოს დაუწერია:" ვისაც შეუძლია უნდა იმუშაოს. თუნდაც სწავლის პარალელურად, არაა პრობლემა შეთავსება.... და გოგოსაც შეუძლია"

Saturday, September 10, 2011

თსუ-ს ფორუმზე, თემა: საზოგადოებაში მოქცევის კულტურა

(circle @ Jul 5 2009, 10:35)
ე.ი. კანონები ათი მცნებასავით უნდა ვიცოდეთ თუ როგორაა ჩვენი საქმე?

Mikhail
აბა შეეცადე გაიხსენო (რათქმაუნდა თუ ოდესმე იცოდი) ათივე მცნება (გაიხსენო და არა მოძებნო) და მიხვდები, (ყოველ შემთხვევაში ჰომო საპიენს საპიენსი უნდა მიხვდეს) რომ კანონები ათ მცნებაზე უკეთ თუ არა, ნაკლებად მაინც არ უნდა იცოდე. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შეასრულო, მათი ცოდნა თუნდაც იმისთვის გჭირდებათ, რომ უკეთ დაარღვიოთ! 
მაგრამ არა, დაივიწყეთ, მაინც არ გამოგივათ. ჯობია ისევ ათი მცნების სწავლას დაახარჯოთ დრო. (არანაირი 9 ან 8, –10!!!)

Friday, September 2, 2011

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგი მეზრდებოდა.

vishenka_34.giffriends.gif
ეზოს კარი  ხმაურით გააღო.   აქოშინებული   ოთახში შემოვარდა, ზურგჩანთა დივანზე მოისროლა და ტელეფონს ეცა. გაოცებული შევყურებ და კითხვას ვერ ვუბედავ. "გამარჯობათ   .....  ბიძია, მე მიშიკო დვალიშვილი ვარ, გიორგის კლასელი. იცით, ხათუნა მასწავლებელი თუ დაგირეკავთ და გეტყვით, რომ გიორგიმ  რაღაც დააშავა,არ დაიჯეროთ, გიორგის არაფერი დაუშავებია, ყველაფერი ჩემი ბრალია და გიორგი იქ საერთოდაც არ ყოფილა. ------დიახ, დიახ. ნახვამდის . "- დაასრულა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და

Thursday, August 18, 2011

კომენტარის კომენტარი


მე კი ვფიქრობ საცოდავი ჩვენი ქვეყანაა სწორედ იმიტომ, რომ შენნაირი მოაზროვნეები ჰყავს. იდიალებით ცხოვრება კარგია, მაგრამ სიმართლე სხვაა, ზოგჯერ დაუნდობელიც და როცა რამეს არ ეთანხმები შენი ვარაუდი ფაქტებით თუ არა სიტყვებით მაინც უნდა თქვა და არა "ცოდო ხარ". ეს კიდევ საკითხავია ცოდო ვინაა...

ჩემი 17 წლის მიშო თსუ-ს ფორუმზე დემეტრე მე-2 შესახებ თემაში წერდა:

"საქმე იქამდე ყავდა მიყვანილი, რომ ვიღაც თათრები იბარებდნენ და "ტუქსავდნენ".ამას დავითს ვერავინ გაუბედავბდა, ან თუ გაუბედავდა "კარგ ჩიტსაც დაიჭერდა" მაგარი სუსტი მეფე იყო და მაგიტომ არ მევასება,ისე შეიძლება ბუნებით გადასარევი პიროვნება იყო, მაგრამ მეფობისთვის ვერ ივარგა!!!!! რა გულუბრყვილოდ საუბრობ. ყოველივე ამის შემდეგ, მაინც ფიქრობ რომ ამ "სისხლისმღვრელ" ყაენს ორი ვარიანტი ჰქონდა: ან დემეტრე უნდა მოეკლა, ან ქვეყანა აეოხრებინა და მარტო დემეტრეთი "დაკმაყოფილდა". მასაც მოკლავდა და ქვეყანასაც ზედ მიაყოლებდა თუ მოუნდებოდა, მაგრამ არ ქნა, ესე იგი აქ არ იყო არჩევანი (სახელმწიფოსა და ხელმწიფეს შორის) ვისი მოკვლაც უნდოდა ის მოკლა და ამის სანაცვლოდ არანაირი "სიამოვნება"(ანუ ქვეყნის აოხრება) არ მოუკლია, შესაბამისად არც არავის გაუწირავს თავი. უბრალოდ რომანტიკოსი მემატიანეები გვყავდა ყოველთვის, თუმცა კარგია როდესაც ასეთ იდეალებზე იზრდები, მერე ეცდები მიბაძო, ოღონდ იმას არა ვინც სინამდვილეში იყო, არამედ იმას ვინც უსაზღვრო ფანტაზიის მქონე მემატიანემ გაგვაცნო. იმასაც რა ექნა ასე უფრო ლამაზად გამოიყურებოდა მეფის მკვლელობა და...
არაა საჭირო ფანატიზმი საქართველოსთვის!
არ გეწყინოს, კარგი ბავშვი ხარ ისე. (ფანატიზმზე, არ გეწყინოს მეთქი. ისე რა უნდა გწყენოდა..)....."

და კიდევ სხვა მსგავს, ქვეყნისთვის მტკივნეულ თემებე როცა თამამად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე მსჯელობდა,საპასუხოდ ფაქტების ნაცვლად წერდნენ:

"იაღოველებს მეორედ კარი აღარ გაუღო" ან "შენა და აგნოსტიკოსი ხარ თუ დარვინისტი?"  და ა.შ.
მიშო კი პასუხობდა:

"რეალისტი ვარ და რასაც ლოგიკა ემხრობა, მეც იმას ვემხრობი.(მცირე გამონაკლისების გარდა!)....
"ასეთ რეაქციებზე ვგიჟდები და ვკვდები სიცილით. პასუხი რომ არ აქვთ და რაღაცეებს კითხულობენ მაგ: იეღოველი ხარ? - მაგრები ხართ რა.
P.S. თუ არ იცი რა უპასუხო საერთოდ ნუ გასცემ და მაგეთ იდიოტობებს ნუ იკითხავ. (რჩევა პროსტა, თორე შენ რაც გინდა ის ქენი. არ მკიდია?!..)
ახლა მეტყვით, ნუ განიკითხავ თუ არ გინდა შენ განგიკითხონ იმავე განკითხვითო. მაგრამ მე მაინც განვიკითხავ, მერე მეც განმიკითხონ და იქნებ ასე მაინც შემცირდეს უწესობა. ილიას უყვარდა თქმა თუ შენს ცუდზე არ მიგითითე მტერი ვყოფილვარ და არა მოყვარეო (შიძლება სხვა სიტყვებითაც ამბობდა. შეიძლება კი არა ამბობდა კიდეც)

Sunday, July 3, 2011

უცნობ მეგობარს...

                           
     
   „ნაყოფი სულისა არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი, სულგრძელებაი, მარხვაი, მოთმინებაი...     ( პავლე მოციქული ) 

Thursday, March 24, 2011

ბოლო დაბადების დღე მეგობრებთან


     ეს მიშოს გადაღებულია ტელეფონით.    ბოლო დაბადების დღე მეგობრებთან .


16..04..2009 წელი.


 მალე ოცი წლის ხდები დე.   გხედავ ულამზესს,  ახოვანს , ნაცნობი ფარული ღიმილით მიყურებ. ერთი სული მაქვს მოგიახლოვდე.   2 წელი გახდება მალე,  რაც  გულში არ ჩამიკრიხარ.  როგორ ველოდი ამ დღეს, რამდენჯერ წარმოგიდგენდი ხოლმე  ასეთს.  ყოველთვის მქონდა შენს მიმართ, მიუხედავად  დიდი სიახლოვისა, რაღაცნაირი მოკრძალება. ახლა კი,  ბევრად მორიდებული შემოგყურებ, "გენაცვალოს დედიკო", გულში  ჩუმად გეძახი და მოახლოვებას ვერ ვბედავ.   მახსოვს,  18 წლის რომ ხდებოდი

Friday, January 21, 2011

  
ჩემი გიჟუკელები, რომ არა მარიამის ძალით გადაღებული ეს როლიკები....  


ცეკვის  პაროდია.. გინახავთ  მსგავსი სადმე???ს.




 რა სიგიჟეებს არ აკეთებს, მარიმ გადაღება რომ შეწყვიტოს. 

Wednesday, January 5, 2011

რავი.......



 რატომ? ასე იწყება მიშოს ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელიც  მისი   არყოფნიდან 2 თვის შემდეგ ვნახე მის ტელეფონში. არ ვიცი, რამდენად სწორად გავიგე ამ წერილით, მაგრამ ამ სიტყვას "რატომ?" დაუსრულებლად ვიმეორებდი იმ უბედური დღის შემდეგ და თითქოს საგანგებოდ ჩემთვის გამზადებული ამ წერილიდან მიშომ მითხრა, რომ- ნუ ეძებ პასუხს კითხვაზე რატომ? რადგან ყველაფრის პასუხი უფალშია.  მის გარეშე არ არსებობს არც ერთი ჩვენი ნაბიჯი და ის ტკივილი, რომელიც ესოდენ აუტანელია მოკვდავისთვის, ღვთისგანაა... ჩვენ კი, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს,  მადლობა უნდა ვუთხრათ უფალს, რომ ამ ტკივილისთვის გაგვიმეტა.... 
                                       
                                                                                 რავი... 
 ratom? am kiTxvaze pasuxi TiTqmis dabadebidanve mainteresebs. icis ki vinmem amomwuravi pasuxi, aramgonia. ratom? ai isev.

Sunday, December 5, 2010

ჩემთვის არაფერი შეცვლილა


გუშინ ტაძრიდან პირდაპირ მაგთის ოფისში გავედი. 3 დღეა შენი ტელეფონით ბლოგზე შესვლას ვერ ვახერხებ. ის დღე კი, აქ რომ ვერ გხედავ,  მძიმეა ჩემთვის.  მგონი ოპერატორი ქვია, ვისაც ტელეფონი მივაწოდე და ვუთხარი რა პრობლემაც ქონდა ტელეფონს. ბევრს ეცადა, თუმცა ვერაფერი გაუგო.  რადგან მიზეზს ვერ მიაგნო, ბოლოს სიმ ბარათის ბრალიაო მითხრა. იკითხა ვისზე იყო ტელეფონი გაფორმებული. ვუთხარი, რომ შენია. თვითონ მოვიდეს, პირადობა მოიტანოს და შევუცვლითო. აქ არ არის მეთქი ვუთხარი.    არ მითქვამს მიზეზი რატომ არ იყავი. შემომხედა. არ ვიცი რას მიხვდა, მაგრამ მითხრა -მოიტანეთ მისი და თქვენი პირადობის მოწმობა და  კიდევ    ........    ცნობა,

Friday, November 12, 2010

მე ხომ თითოეულ მათგანში მიშოს ვხედავ

                                                                                                   .................................  
რომ იცოდე როგორი ახლობლები და ძვირფასები არიან შენი მეგობრები ჩემთვის. არა, სევდა არ მეძალება მათ დანახვაზე, პირიქით მიხარია და განცადა მაქვს იმისა, რომ  შენც აქ ხარ, მათთან და გხედავ მათსავით გაზრდილს,  დავაჟკაცებულს. მუდამ უკმაყოფილო რომ იყავი შენი სიმაღლის...  ხშირ-ხშირად ამოწმებდი რამდენი სმ. მოიმატე. მე კი გეუბნები:  ბიჭები 18 წლის შემდეგ   უცებ იყრიან ტანს და აი, ნახავ რამხელა გახდები მეთქი. "შემდეგ" აღარ იყო...
რამდენიმე დღის წინ მიშიკო იყო, ჯანელიძე  ჩვენთან სახლში. მოდის ხოლმე , ხან გარეთ ნახულობს ნოდარის და სახლში არ შემოდის . ამჯერად   შემოვიდა.  ხომ არაფერი გჭირდებათო,   არ მოგერიდოთ ნოდარი ბიძია, თუ რამე შემიძლია დამავალეთო.    არა შვილო ,არაფერი არ გვჭირდებაო, ნოდარიმ.  
  გაზრდილა, დავაჟკაცებულა.  მაშინ არ ვუთხარი.არადა,  როგორ არ  მჭირდება, ძალიან  მჭირდება მათი სიყვარული, მათი უბრალოდ დანახვა,ხმის გაგონება, თუნდაც ერთხელ წელიწადში,რომ უფრო კარგად  შევიგრძნო  როგორი გახდა ჩემი მიშიკო. მე ხომ თითეულ მათგანში  მიშოს ვხედავ.    მათთან ერთად იზრდება {სამწუხაროდ მხოლოდ წარმოსახვაში}, ჩემი მარად 18 წლის შვილი.  მიყვარხართ